გასართობისაკითხავიუცნაური

მსოფლიო ფეხბურთის 15 საინტერესო ფაქტი

მსოფლიო ფეხბურთი უსაზღვროდ მრავალფეროვანი და საინტერესოა. აქ როგორც პარადოქსულ, ასევე კურიოზულ მომენტებსაც შეხვდებით. წარმოგიდგენთ მსოფლიო  ფეხბურთის 15 საინტერესო ფაქტს სრულიადში…

 

1. 1863 წელს ფეხბურთის ასოციაციაში არსებობდა დებულება, რის მიხედვითაც ყოველ გატანილ გოლზე მოთამაშე გუნდებს კარები უნდა შეეცვალათ.

2. 1933 წლამდე ფეხბურთელებს მაისურზე ნომრები არ ეწერათ, ნომრიანი მაისურები ინგლისის თასის ფინალზე გამოჩნდა. “ევერტოსნის” მოთამაშეებმა თავიანთ ზურგზე დაიწერეს 1–დან 11–მდე ციფრები, ხოლო “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებმა 12–დან 22–მდე.

3. ყველა გუნდს, რომელიც საფეხბურთო მოედანზე გადიოდა, სურდა “სწრაფი გოლის” გატანა. გატანილი ბურთის შემდეგ თამაში უფრო სწრაფი და გახსნილი ხდებოდა. ყველაზე სწრაფი გოლი კი 1995 წელს “ედელაიდ სიტის” ავსტრალიელმა ფეხბურთელმა დამეინ მორიმ “სიდნეი იუნაიტედის” კარში მსაჯის სასტვენიდან 3,68 წამში გაიტანა.

4. ყველა ქვეყანა, რომელიც უმაღლესი დონის ფეხბურთს აჩვენებს, უნდა ჰქონდეს ელიტარული კლასის საფეხბურთო მოედანი. ყველაზე ძვირადღირებული სპორტული მოედანი ინგლისური “უემბლია”, რომელიც 2007 წელს ძველი არენის ადგილას ააშენეს. სამუშაოები 1 მილიარდი დოლარი დაჯდა. სტადიონს გადახურვის ფუნქციაც აქვს. საქმე იმაში გახლავთ, რომ არქიტექტორებმა მოედნი იმიტომ გადახურეს, რომ მოედნის საფარი ზედმეტი დატენიანებისგან დაეცვათ. სტადიონი საფეხბურთო მატჩების გარდა, ცნობილი ვარსკვლავების კონცერტებსაც მასპინძლობს და 90 000 მაყურებელს იტოვებს.

5. ყოველთვის არა, მაგრამ ფეხბურთელები საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელებად იწყებენ მუშაობას. მაგრამ დიდებული მწვრთნელები ზოგჯერ ოცნებობენ გამხდარიყვნენ საუკეთესო მოთამაშეები. ოცნება, რომელიც არასდროს ახდება. მაგალითად, ჟოზე მოურინიო, მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო კლუბის მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელია, ვერ შეძლო გამხდარიყო ფეხბურთელი, რადგან მას ამისთვის საჭირო უნარი და შესაძლებლობები არ გააჩნდა. სწავლობდა საფეხბურთო სკოლაში, თამაშობდა რამდენიმე ახალგაზრდულ გუნდში, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მისგან პროფესიონალი ფეხბურთელი ვერ დადგებოდა. ოჯახში ფეხბურთი არ უყვარდათ და ამიტომ ჟოზე ბიზნესსკოლაში შეიყვანეს, მაგრამ მოუმ სკოლა მალევე მიატოვა და ლისაბონში ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტში ჩააბარა, სადაც მიხვდა, რომ თავისი მოწოდება იპოვა. არც შემცდარა, ორჯერ დაასახელეს ევროპის საუკეთესო მწვრთნელად, ერთხელ უეფას წლის მწვრთნელად, ორჯერ World Soccer Magazine–მა წლის საუკეთესო სპეციალისტის წოდება მიანიჭა. ჯილდოები საკმარისად აქვს, მაგრამ ამას პორტუგალიელისთვის მნიშვნელობა არ აქვს. მისთვის მთავარია გუნდი, რომლის ხელმძღვანელიც თავადაა, ყველა სიმაღლე დაიპყროს.

6. თქვენი ყურადღება მინდა ერთ საინტერესო და უცნაურ საფეხბურთო მოედანზე გავამახვილო. სინგაპურში ააშენეს მცურავი სტადიონი, რომლის მოედანი წყალზეა, ხოლო ტრიბუნები ნაპირზე. სტადიონი მარინა ბეიზე მდებარეობს და 30 000 მაყურებელს იტევს. მაყურებელსა და მოედანს შორის ფორმულა 1–ის ტრასაა, სადაც მუდმივად რბოლები და შეჯიბრებები ტარდება.

7. 1994 წელს აღსანიშნავი გახდა მატჩი კარიბის თასის გათამაშებაში ბარბადოსისა და გრანადას შორის. იმისთვის, რომ ბარბადოსი შემდეგ ეტაპზე გასულიყო, 2 ბურთი უნდა გაეტანა. მატჩი 2–1 დასრულდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დამატებითი დრო დაინიშნებოდა. ვინც პირველი გაიტანდა გოლს, ის ორად ითვლებოდა. ამიტომ გრანადამ გადაწყვიტა თამაში, მნიშვნელობა არ ჰქონდა რომელ კარში გაიტანდა გოლს. საბოლოოდ კი ბარბადოსის მოთამაშეებს ორივე კარის დაცვა მოუხდათ, რადგან დიდი შანსი იყო ავტოგოლი მიეღოთ. თასი ბარბადოსს გადაეცა.

8. გერმანიის საფეხბურთო ისტორიაში მიუნხენგლადბახის “ბორუსია”, დორტმუნდის “ბორუსია” და მიუნხენის “ბაიერნი” თამაშში 10 ბურთზე მეტი გოლით შევიდნენ. ასეთი მატჩი 6 იყო. პირველი 1967 წელს, როდესაც მიუნხენგლადბახის “ბორუსიამ” “შალკე–04″–ს 11 გოლი გაუტანა, იმავე წელს იმავე კლუბმა სხვა “ბორუსიას” 10 გოლი გაუტანა. 1971 წელს “ბავარიამ” დრტმუნდელთა კარი 11–ჯერ აიღო. 1978 წელს კი სენსაცია დაფიქსირდა – “ბორუსია”(მ) – “ბორუსია” (დ) 0–12. 1982 წელს დორტმუნდის “ბორუსიამ” “არმინიეის” წინააღმდეგ შეხვედრაში ერთი ბურთი მიიღო და 11 გაუტანა. ორი წლის შემდეგ კი მიუნხენგლადბახის გუნდმა “აინტრახტის” კარი 10–ჯერ აიღო. მეოცე საუკუნის ბოლოს კი მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” “გოლების ქარხანა” უწოდეს…

9. ინდოეთში, მადრასის შტატში სპილოების ფეხბურთი იმართება. სპილოებს სპეციალური ბურთი და მსაჯები ჰყავთ, რომლებიც აღელვებულ სპილოებს ერთმანეთს აშორებენ.

10. 1992 წელს იტალიაში სკანდალი აგორდა, რაშიც გარეული დიეგო მარადონა იყო. არგენტინელს კოკაინის მიღების გამო საფეხბურთო მოედანზე 15 თვით გასვლა აუკრძალეს. ფეხბურთელს ასევე 14–თვიანი პატიმრობაც შეუფარდეს.

11. 1999 წელს ინგლისურ ფეხბურთში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა. გრემ რიხი, რომელიც “ჩელსის” მწვრთნელი გახლდათ, ციხეში აღმოჩნდა. მას სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა 15 წლის გოგონასთან.

12. ოოო… ლეო მესი იცის ყველამ, ვისაც არასდროს უნახავს ფეხბურთი და საერთოდ წარმოდგენაც კი არ აქვთ ამ სპორტზე. ცოტამ თუ იცის, რომ ლეოს 11 წლის ასაკში ჰორმონების დეფიციტი დაუდგინეს. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მესი “რივერ პლეიტის” გუნდში ვერ მოხვდა. ეს კი არგენტინის ერთ–ერთი საუკეთესო კლუბი გახლავთ. კლუბს არ შეეძლო გადაეხადა პატარა ლეოსთვის წელიწადში 90 000 ევრო, რომელიც მესის სამკურნალოდ სჭირდებოდა. მაგრამ ლიონელის ცხოვრების გზაზე “ბარსელონა” გამოჩნდა, რომელმაც ფეხბურთელს ევროპაში საფეხბურთო სამყაროს კარი გაუხსნა და მისი მკურნალობაც საკუთარ თავზე აიღო. დღესკი ლეო იმავე დაავადებით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობს.

13. ყოველი გუნდისთვის დიდი წარუმატებლობაა მატჩის დროს მოთამაშის დაკარვა. ყველაფერში დამნაშავე კი წითელი ბარათია. ერთხელ ესპანეთის მეორე ლიგის მატჩის დროს ფეხბურთელებმა ბუნტი წამოიწყეს. ესპანელი ფეხბურთელები, როგორც ჩანს, ტემპერამენტიანები არიან, მსაჯმა კი გადაწყვიტა თავისი უფლება გამოეყენებინა და წითელი ბარათი ამოიღო. არბიტრმა მოედანზე მყოფ ოცდაორივე ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა. ყველაფერი კი მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მოხდა. მსგავსი სიტუაცია განმეორდა არგენტინაში, სადაც “კლაიპოლი” – “ვიქტორია არენასი” ხვდებოდნენ ერთმანეთს. ყველაფერი მსსაჯის ნაჩვენებ 2 წითელ ბარათს მოჰყვა. გაძევებული ფეხბურთელების გასვლას უწესრიგობა მოჰყვა, რასაც მსაჯის მხრიდან 36 წითელი ბარათი მოჰყვა. არბიტრმა ამჯერად სათადარიგო ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც გააძევა. შემდეგ ეს ბარათები გააუქმეს და მატჩიც ბათილად ცნეს.

14. გერმანიაში არსებობს ლეგენდა, რომ ჰიტლერის საყვარელი კლუბი “შალკე–04” 1933 წლიდან 11 წლის განმავლობაში 6–ჯერ გახდა გერმანიაში საუკეთესო და ერთხელ ქვეყნის თასიც მოიპოვა.

15. პირველი “ოქროს ბურთი” სტენლი მეტიუზმა მიიღო, რომელიც ინგლისური “Blackpool Football Club” თავდამსხმელი გახლდათ.

იმედია მოგეწონათ და ნასიამოვნები დარჩით)))

 

წყარო : http://www.geosports.ge

თეგები

kobra

.....

მსგავსი ამბები

Close
Close