არქივი

ჩარლზ პონცი – XX საუკუნის უდიდესი თაღლითი

66334dbfc924
ჩარლზ პონცი უდიდესი ტალანტით დაჯილდოებული ადამიანი იყო, განსაკუთრებული ნიჭის წყალობით ის მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თაღლითი გახდა. მის სახელს უკავშირდება ცნობილი ,,პონცის სქემა” , რომელიც ინვესტორების მოსატყუებლად შეიქმნა.

ჩარლზ პონცი 1882 წელს იტალიის ქალაქ პარმაში დაიბადა. ახალგაზრდობა იტალიაში გაატარა, ხოლო 1903 წელს კი შეერთებულ შტატებში წავიდა საცხოვრებლად. ამერიკაში მისი გადასვლიდან დაიწყო მისთვის ტყულით და სკანდალებით სავსე ცხოვრება, რამაც თავიდან დიდი ფული აშოვნინა, ხოლო შემდეგ ციხეში ამოაყოფინა თავი
1996d65a4956
1919 წლის 26 დეკემბერს პონციმ დაარეგისტრირა ფირმა The Security Exchange Company. ის ინვესტორებს პირდებოდა რომ 45 დღეში 50%-იან სარგებელს გადაუხდიდა მათ, ხოლო 90 დღეში 100%-იან სარგებელს. ამ შეთავაზებამ ბუმი გამოიწვია ხალხში, უამრავმა ადამიანმა გააკეთა ინვესტიცია პონცის ფირმაში , მოკლე ვადაში დიდი შემოსავლის მიღების მიზნით. ხალხის გადახდილი თანხები 10$ – 50000$ შორის მერყეობდა. პონციმ და მისმა თანამშრომლებმა ერთ კვირაში მილიონი დოლარი შეაგროვეს, კარადები, თაროები , უჯრები და ტვალეტიც კი ინვესტორების ფულით იყო სავსე.

,,პონცის სქემა” შემდეგში მდგომარეობდა. პირველი ინვესტორი სარგებელს, მეორეს შენატანის ხარჯზე იღებდა , მეორე მესამის ხარჯზე, მესამე მეოთხის და ა. შ. ანუ იგებოდა ერთგვარი პირამიდა, რომელიც შეიძლება დიდი ხანი გაგრძელებულიყო, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად კრახით დამთავრდებოდა. ამ შემთხვევაში შედარებით ადრინდელი ინვესტორები მოგებული რჩებოდნენ, მაგრამ რაც უფრო გვიან იყო ინვესტიცია გაკეთებული, მით უფრო დიდი იყო ფულის დაკარგვის შანსი. პონციმ ეს სქემა ამერიკის რამდენიმე შტატში განახორციელა. ბოლო შტატი ტექსასი იყო, სადაც დააპატიმრეს და 14 წელი მიუსაჯეს. ამ თაღლითური სქემის მეშვეობით მან 10 მილიონი დოლარი შეაგროვა.

6b7bc9b431ab
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის იტალიაში დაბრუნდა და თარჯიმნად მუსაობა დაიწყო რომში. მალე მუსოლინიმ იტალიის ახალ ავიახაზებში შეთავაზე მუშაობა და 1939-1942 წლებში ის რიო-დეჟანეიროს ფილიალს ხელმძღვანელობდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეს ავიახაზები გაკოტრდა და პონცი სამსახურის გარეშე დარჩა.

055749d7c47d
ცხოვრების ბოლო წლები მან ბრაზილიაში გაატარა და 1949 წელს, 67 წლის ასაკში სიღარიბეში რიო დე ჟანეიროს ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
6c9443c1b1cc

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button