15 წლის წინ ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ გააუმჯობესოს საზოგადოებრივი სატრანსპორტო მიმოსვლა იერუსალიმში. როგორც ცნობილია, ამჟამად ქალაქში გამოიყენება მხოლოდ ავტობუსები.
პროექტის მიზანია წაახალისოს მოსახლეობა საზოგაადოებრივი ტრანსპორტის უფრო აქტიური გამოყენებისთვის, რადგან დღესდრეობით ყველას კერძო მანქანით მგზოვრობა ურჩევნია.
გადაწყდა, რომ მთავარი საქალაქო ტრანსპორტი უნდა გახდეს ტრამვაი, ასევე გათვალისწინებული ავტობუსების გაუმჯობესება და ცალკეული ხაზების მშენებელობა თითოეული მათგანისთვის . ირველი ტრამვაი იესურალიმში ყველა საჭირო ცვლილების შემდგომ უნდა ამომქედდეს ათი წლის შემდეგ…მართალია დიდ დროს მოიცავს, მაგრამ ყველაფერი კეთდება ხარისხიანად და საფუძვლიანად;
ქალაქის ტრამვაის პირველი ხაზის სიგრძე 24 კილომეტრი იქნება; პროექტის მიმართ დადებითადაა განწყობილი. ქალაქის მოსახლეობის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები მიესალმებიან ეკოლოგიური, ეკონომიური და თანამედროვე საზოგადოებრივი ტრანსპორტის – ტრამვაის -გამოჩენას პირველად იერუსალიმში. ინტერნეტგამოცემა „NEWS” -მა ვიდეოგამოკითხვა მოაწყო იმ უბნებში, სადაც ტრამვაის პირველი ხაზი გაივლის.
გამოკითხვისას, მოსახლეობამ თითქმის ერთნაირი მოსაზრება გამოთქვეს: „ტრამვაის ხაზი უფრო სწრაფია, ვიდრე ავტობუსი, თანაც ავტობუსები გადატვირთულია.“
ავტობუსებთან შედარებით, ტრამვაის, ეკოლოგიურობის გარდა, ის უპირატესობაც გააჩნია, რომ სამჯერ და უფრო მეტჯერ ტევადია, მკაცრად არის დაფიქსირებული სავალ ნაწილზე და უფრო მეტად ეკონომიურიცაა. საშუალოდ ერთი ტრამვაი იმდენივე მგზავრს გადაიყვანს, რამდენსაც 250-მდე პერსონალური ავტომობილი.
ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებით, ტრამვაის პირველი ხაზი ამოქმედების შემდეგ დღეში 200 ათას მგზავრს გადაიყვანს…