არქივი

10 ყველაზე ლამაზი კუპიურა

3c4fdab35d49
რამდენი სახელმწიფოცაა, იმდენი ფულის ერთეულია. ნებისმიერი კუპიურა შეიძლება მრავლის მთქმელი იყოს. მაგალითად ამერიკულ დოლარზე შეგიძლიათ ნახოთ აშშ-ს პრეზიდენტები, ევროზე – ევროკავშირში შემავალი ქვეყნები და ა.შ.

ძირითადად კი გვხვდება კუპიურები მკაცრი,ოფიციალური დიზაინით, რაც დამეთანხმებით და მოსაწყენია. ინტერესს იწვევს ფული, რომელზედაც გამოსახულია ლამაზი პორტრეტები.

დევიდ სტენდიში არის ავტორი წიგნისა “ფულის ხელოვნება”. სწორედ მან დაასახელა ათი ყველაზე ლამაზი კუპიურა მსოფლიოში.

1. პირველ სურათზეა (მთავარი სურათი) ფულის ერთეული, რომელსაც შეხვდებით საფრანგეთის პოლინეზიაში,New Caledonia, Wallis და Futuna.ეს ქვეყანა განთქმულია ლურჯი ოკეანით, ზღაპრული წყალქვეშა სამყაროთი,ციცაბო კლდეებით და ა.შ. 10 000 ფრანკზე დახატულია არა პრეზიდენტი, არამედ უბრალოდ პოლინეზიელი გოგონა ყვავილების გვირგვინით თავზე,პალმებისა და მთების ფონზე, რაც დამახასიეთებელია ამ ქვეყნისთვის.

2. მალდივის რუპია – ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია იამაყოს ლამაზი კუპიურებით. მასზე გამოსახულია ლამაზი,ნაზი ფერები. ქვეყნის მცხოვრებლები თავს ირჩენენ ქოქოსის შეგროვებით და სწორედ ქოქოსია გამოსახული ფულზეც, იალქნიან პატარა გემებთან ერთად, რომლებიც ინდოეთის ოკეანეში დაცურავენ.
23ac2e71d8f3

3. დობრა – ეს ფულის ერთეული მოხვდება თქვენს ხელებში, თუკი გაემგზავრებით აფრიკაში, კერძოდ სან-ტომე და პრინსიპიში(დასავლეთ აფრიკა,ეკვადორთან ახლოს). ქვეყანას მეორენაირად: “სამოთხეს დედამიწაზე” უწოდებენ. განთქმულია ულამაზესი ფლორითა და ფაუნით,ველური მცენარეებითა და ცხოველებით.
98caf1ca5083

4. შვეიცარიული ფრანკი. შვეიცარია ევროპის ის ქვეყანაა, რომელიც არ გადასულა ევროზა და შეინარჩუნა თავისი ვალუტა.ფულის ერთ მხარეს კულტურის ცნობილი სახეებია გამოსახული,მეორეზე კი მისი მიღწევები და ნამუშევრები. მაგალითად, 100 ფრანკზე გამოსახულია ცნობილი სკულპტორი და მხატვარი ალბერტო გიაკომეტი,მეორე მხარეზე კი მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი: სკულპტურა “წინ მიმავალი ადამიანი”
1f1fdf949afe

5. კომორის ფრანკი. კომორის კუნძულები მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში,მადაგასკარსა და მოზამბიკს შორის. ფულზე მთავარი პერსონაჟები აქ ყვავილები და ცხოველებია. თითქოსდა განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებიტ დავინახავთ, რომ მთავარი ფერებია და მათი შეხამება. მაგალითად, 1 000 ფრანკზე გამოსახულია ოქროსფერი საანაპირო, ლურჯი ზღვა, ცა ჩამავალი მზით და მარტოხელა ხე.. დამეთანხმებით ძალზედ რომანტიკულია…
1a0d4d5677c4

6. ახალზელანდიური დოლარი. ქვეყანა რომელიც ცნობილია თავისი მშვენიერი ბუნებით. ფულს აქ ბეჭდავენ არა ქაღალდზე, არამედ სიფრიფანა პლასტიკურ ფურცელზე. ვინც ოდნავ მაინც დაინტერესებულა ამ ქვეყნის ისტორიით იცის, რომ ზელანდიაში ძალიან ბევრი ფრინველია,ისინი ყველგან არიან და თანაც N რაოდენობით
7e7af957226c

7. კუნძულ კუკის დოლარი – ყველაზე ორიგინალურია 3 დოლარიანი კუპიურა. მასზე გამოსახულია ქალთევზა ზვიგენზე ამხედრებული, რომელიც მოაპობს ოკეანის ტალღებს. ეს სურათი ძალზედ შეესაბამე ასეთ შორეულ, დაკარგულ ცივილიზაციის მქონე ქვეყანას
39cb6f0c7207

8. ჰონგკონგის დოლარი – ხმაურიანი ადგილი, სადაც ცხოვრება ჩქეფს დღისითაც და ღამითაც. კუპიურაზეც ნათელი ფერებია, ფანტაზიური ელემენტებით
4329113b8d8b

9. შვედური კრონა
25a17b7331e1

10. ფარერის კუნძულების კრონა– მასზე გამოსახულია კიბორჩხალა. თითქოსდა აქ განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ კიბორჩხალა კუპიურაზე დაბეჭდილია რელიეფურად. ამიტომ თქვენ შეზლებთ მას არამარტო შეხედოთ, არამედ შეიგრძნოთ კიდეც
93863e2492aa

მსგავსი ამბები

Back to top button