ასტონ მარტინ DBS
ბრიტანული ელეგნატური და დახვეწილი , სწრაფი და ძლევამოსილი “დიბიესი”…
საზოგადოებამ ეს მოდელი პირველად ჯეიმს ბონდის ფილმიში “მოკვდი სხვა დღეს” სერიაში იხილა. 2007 წელს “ფებლრიჩის” კონკურსზე DBS ოფიციალურად გამოჩნდა. ამ მოდელის ფრთები, კაპოტი და უკანა ფრთა კარბონისგან არის დამზადებული. DBS ოდნავ გადაპრანჭულ “ვანქუიშს” წააგავს და “ასტონ მარტინის” სერიის ნამდვილი ფლაგმანია. კარბონისა და ალუმინისგან დამზადებული ძირის ქვეშ სტრუქტურული ალუმინია DBS დაახლოებით 1700 კილოგრამს იწონის.
DBS-ის ტექნიკურ მონატემებში შედის მძლავრი 12-ცილინდრიანი ძრავა , ექვსსიჩქარიანი გადაცემათა მექანიკური ან ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ტრასისთვის შემუშავებული დაკიდება და ნახშირბად-კერამიკის მუხრუჭები, რომლებიც საგზაო “ასტონ მარტინზე” არის მორგებული.
“ასტონ მარტინი” ყოველთვის ითვლებოდა სწრაფ და ელეგანტურ, თომცა მოუხერხებელ ავტომობილად. დღეს ფირმამ პირველი ორი თვილება შეინარჩუნა ხოლო მესამე მინიმუმამდე შეამცირა.
ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, “ასტონ მარტინის” ავტომობილები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თიმცა “ვანქუიშიდან” DBS ხოლო შემდეგ DB9 ზე გადასვლისას ცვლილებები აშკარაა. “ფერარის” მოდელების მსგავსად, DBS-ის ექსტერიერის დეტალები შესანიშნავად არის გამოკვეთილი.
DBS სუპერავტომობილია, თუმცა მისი ინტერიერი სუპერავტომობილებისგან განსხვავებით ელეგანტურია. ელეგანტურობა “ასტონ მარტინის” ტრადიციილ ნაწილია და ისეთი დეტალებით იქმნება , როგორიცაა ცენტრალური სტელაჟის შავ, გაპრიალებულ ზედაპირზე დატანებული ალუმინის ხელსაწყოები.