არქივი

ჩემი შედგენილი კითხვები რა? სად? როდის? ფორმატში

556621 324985917593438 1701607140 n

იხილეთ ჩემი დაწერილი აქამდე გამოუქვეყნებელი რა? სად? როდის?  10 კითხვას

პასუხის სანახავად მონიშნეთ კითხვის ბოლოში ფრჩხილებში ჩასმული ტექსტი

  1. ეს ქმედება შუა საუკუნეების ევროპაში საშინელ დანაშაულად ითვლებოდა და შეიძლება ინკვიზიციაშიც კი დაედანაშაულებინეთ, მაგრამ ეს აკრძალვა მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს ზღუდავდა. თვით ჟანა დარკი ამ დანაშაულის გამო დასაჯეს, მაგრამ ის ამას სექსუალური ძალადობისგან თავდაცვის მოტივით  ხსნიდა. დამისახელეთ ეს ? (კაცის ტანსაცმელი)
  2. მას ძეგლი დაუდგეს. მის გამო საბჭოთა კავშირმა კანონიც კი შეცვალა და როცა მისი ჩანაცვლება მოინდომეს დიდი ვნებათღელვა გამოიწვია. დაასახელეთ რის შესახებაა საუბარი ?((დედაენა))
  3. როდის შეიქმნდა მისი პირველი ეგზემპლარი დაზუსტებით ვერავინ გეტყვით, მაგრამ სანამ იქნება კაცობრიობა ისიც იარსებებს.ერთხელ მამლების ბრძოლის შემდეგ გამარჯვებული მამლის პატრონმა, დამარცხებული მამლის კუდით სასმელები აურია და ეს წარმოთქვა. დამისახელეთ რა თქვა გამარჯვებულმა ?( კოქტეილი )
  4. ეს სასიკვდილო „ჩახუტება” ისეთი ძლიერია, რომ სისხლის მოძრაობაც კი ჩერდება. სიკვდილი, როგორც წესი, გულის შეტევის შედეგად დგება და არა ასფიქსიის გამო, როგორც ძველად ეგონათ.დაასახლეთ რა ან ვინ იწვევს ამ სასიკვდილო ჩახუტებას ? (პითონი)
  5. ნიუ იორკის ერთ ერთ მეტროსადგურზე მსოფლიოს საუკეთესო მევიოლინემ ჯოშუა ბილმა ჩაატარა ინკოგნიტო კონცერტი. მან ქუჩის მუსიკოსის ნიღაბით შეასრულა ვიოლინოსთვის დაწერილი ურთულესი ნაწარმოები. ეს იყო ექპერიმენტი და მიზნად ისახავდა რამდენეად აღვიქვამთ სილამაზეს არახელსაყრელ გარემოში. გამვლელთა უმრავლესობა არ კი შეჩერებულა მხოლოდ რამდენიმე გამვლელი შეჩრდა. ვინ იყვნენ ისინი  ? (ბავშვები)
  6. “რა თქმა უნდა, როდესაც ბაქანზე შევდგებით ხალხი დაგაკვირდება, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ”-აცხადებს შვედეთის რკინიგზის მემანქანე, მას შემდეგ რაც რკინიგზის კომპანიამ მათ მოკლე შარვლების ტარება აუკრძალა. დაასახელეთ რა გააკვირვებს ხალხს ?( კაბა)
  7. x უკვე აღარ არსებობს, Z ჯერ არ არსებოს, ხოლო Y არის უხილავი კავშირი ამ ორ არარსებულს შორის. არ გეკითხებით რა არის X,Y და Z. დამისახელეთ თუ რას ქმნიანი ისინი ერთობლიობაში ? (წარსული,აწმყო,მომავალი)
  8. როგორც იცით 1986 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს მექსიკამ უმასპინძლა. მსოფლიოს საფეხბურთო ნაკრებებმა გაითვალისწინეს 1970 წლის გამოცდილება და ქვეყანს 2 კვირით ადრე ესტუმრნენ. დამისახელეთ მიზეზი ?( აკლიმატიზაცია)
  9. კონსტიტუციის ამ მუხლის არ არსებოდა საქართველოში,მაინც ახსნადია ქართული საზოგადოებიდან გამომდინარე, მაგრამ იგივე გერმანულ კანონმდებლობაში უკვე გაოცებას იწვევს ჩემში. დამისახელეთ ეს მუხლი ? (666)
  10. ის სახეცვლილები, ახლიდან დაბადების სიმბოლოა. ის ასევე გვხვდება ფილმში სადაც კრავები ფიგურირებენ. დამისახელეთ ის ? (მუხლუხო,პეპელა)

პასუხის სანახავად მონიშნეთ კითხვის ბოლოში ფრჩხილებში ჩასმული ტექსტი.

პ.ს. შემიფასეთ

Back to top button