არქივი

ხოვლეგორას ამოუწურავი საიდუმლო

3eb1580f011e
ხოვლეგორაზე მეცნიერებმა მიაკვლიეს უძველესი ნასახლარის ნაშთებს, რომლებიც ძველი წელთ აღრიცხვის ჳჳ_ჳ ათასწლეულებით თარიღდება. წინასწარი იმფორმაციით, აქ დიდებულთა სახლები და რეზიდენცია უნდა ყოფილიყო. გათხრების შედეგად აღმოჩნდა დამცავი ნაგებობა_ ქვის გალავანი, რომელიც სავარაუდოდ მთლიანად აკრავდა ნამოსახლარს. გაითხარა სამეურნეო დანიშნულების ორი ორმო, რომელიც არქეოლოგთა ვერსიით, მარცვლეულის შესანახად
გამოიყენებოდა. იკვეთება საცხოვრებელი ოთახის ან საკულტო დანიშნულების ნაგებობა,რომელშიც სანაცრე ადგილია გამოყოფილი. შეფენილ გორაკზე დაგებული ყოფილა ქვაფენილი, სადაც გათხრის შედეგად აღმოჩნდა იატაკის ოთხი ფენა, რაც ხოვლეგორაზე ხანგრძლივი ცხოვრების არსებობაზე მიუთითებს.
ვახტანგ ლეჩელი (ერთობლივი ექსპედიციის ხელმძღვანელი პროფესორი)
,,ჩვენ შევისწავლეთ ხოვლეგორას ბორცვის ზედა ნაწილი, სადაც უნდა ყოფილიყო ტაძრები და სასახლეები, და მართლაც, ერთი ნაწილი კვლავ გამოვლინდა. ეს გახლავთ საერთაშორისო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლი”
არქეოლოგთა შეფასებით აქ ახალაღმოჩენილი სატაძრო_ საკულტო, აგრეთვე საცხოვრებელი ნაგებობები ნამდვილი ხუროთმოძღვრების ძეგლები

0d392989dd34
ხოვლეში გათხრები 50 წლის წინ დაიწყო და უნიკალური აღმოჩენები სწორედ მაშინ გაკეთდა, სადაც მეცნიერთა აზრით, ცივილიზაციის განვითარების უწყვეტი ჯაჭვია მოცემული, ბრინჯაოდან რკინაზე გარდამავალი პერიოდის უამრავი ნივთი იპოვეს. მათ შორის საყოფაცხოვრებო დანიშნულების კერამიკა, რომელიც სხვადასხვა კულტურულ პერიოდს განეკუთნება. აქ მუშაობა ერთობლივმა ქართულ_ავსტრიულმა ჯგუფმა აპრილის დასაწყისში განაახლა . სპეციალისტები უკვე გამოკვლეულთან ერთად ამ დრომდე ხელშეუვლებ ადგილებსაც სწავლობენ.

ექსპედიციას თსუ-ის პროფესორი ვახტანგ ლიჩელი და ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი ვოლტერ კუნტნერი ხელმძღვანელობენ. ექსპედიციის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, ხოვლეგორას ნამოსახლარი ამჯერად დაკონსერვდება. გათხრები აქ გაისად განახლდება.
3eb1580f011e

Back to top button