რეკორდებისაკითხავისასარგებლო

სერ ედმუნდ ჰილარი


ედმუნდ ჰილარი 1953 წლის 29 მაისს ისტორიაში შევიდა, ამ ადამიანმა მოახერხა ის რაც მანამდე ვერც ერთმა ადამიანმა ვერ შესძლო.

ედმუნდ ჰილარი 1919 წლის 20 ივლისს, ახალ ზელანდიაში ქალაქ ოკლენში დაიბადა. მისი დაბადებიდან მალევე ოჯახი საცხოვრებლად სამხრეთის ქალაქ ტუაკაუში გადავიდა. ედმუნდი პატარაობიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული მიდრეკილებით თავგადასავლებისადმი. მას შემდეგ რაც მისი კლასი გაემგზავრა ჩრდილოეთის კუნძულზე მთა ,,რუაპეუს” დასალაშქრად, განსაკუთრებით გაიტაცა მთამსვლელობამ. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჰილარი სწავლობდა ოკლენდის უნივერსიტეტში მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტზე.

1939 წელს შედგა მისი პირველი ლაშქრობა მწვერვალი ,,ოლივერის” (1,933 მ) დასაპყრობად, რომელიც სამხრეთ ალპებში მდებარეობს. ზუსტად ამ წლებში ჰილარიმ ერთი შეხედვით თავისი პროფესიისაგან შორს მყოფი საქმიანობა დაიწყო თავის ძმასთან ერთად. ეს იყო მეფუტკრეობა. მისი სამუშაოს სეზონურობა საშუალებას აძლევდა თავისუფალი დრო მწვერვალების დასალაშქრავად გამოეყენებინა. სწორედ მეფუტკრედ მუშაობის პერიოდში დაიპყრო ჰიმალაის 11 მწვერვალი, რომელთა შორის უდიდესი 6,096 მეტრი სიმაღლის იყო.

ჰიმალაის სისტემის სხვადასხვა მწვერვალის დაპყრობის შემდეგ, მან თვალი მსოფლიოს უდიდეს მწვერვალს ევერესტს დაადგა. 1951 და 1952 წლებში ის შეუერთდა მკვლევართა ექსპედიციას, რომლის ხელმძღვანელი სერ ჯონ ჰანტი იყო. 1953 წლის ექსპედიციას მთავარი სპონსორობა დიდი ბრიტანეთის სამეფოს გეოგრაფიულიმა ზოგადოებამ გაუწია.

მანამდე, სანამ ჩრდილოეთის მარშრუტი ტიბეტის მხრიდან ჩინეთის მთავრობას ჩაკეტილი ჰქონდა, 1953 წლის ექსპედიცია შეეცადა მწვერვალისთვის სამხრეთის მარშრუტით, ნეპალის მხრიდან მიეღწია. მწვერვალზე ასვლის დროს რამდენიმე ადამიანს უკან დაბრუნება მოუწია, რაგან მაღალმა წნევამ და ჟანგბადის ნაკლებობამ მათ ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. დარჩნენ მხოლო ორნი, ედმუნდ ჰილარი და შერპა თენსინგ ნორგეი, რომელიც ადგილობრივი, ნეპალელი იყო. ბოლო ასვლა განახორციელეს 29 მაისის დილას, 11:30 წუთზე კი მიაღწიეს მწვერვალს, 8849 მეტრ სიმაღლეს.

ედმუნდ ჰილარი იყო პირველი უცხოელი, რომელმაც მწვერვალს მიაღწია. სწორედ ამის გამო გახდა მსოფლიოში ცნობილი ადამიანი. განსაკუთებული პატივი კი მას ბრიტანელებმა მიაგეს, გაერთიანებული სამეFოს დედოფალმა ედმუნდ ჰილარი რაინდის სტატუსით დააჯილდოვა.


ევერესტზე წამატების შემდეგ ედმუნდ ჰილარიმ კვლავ გააგრძელა მწვერვალების დალაშქვრა ჰიმალაის მთებში. ის ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ანტარქტიდის გამოკვლევის ექსპედიციებში. 1958 წელს ჰილარი გაუძღვა პირველ სატრანსპორტო ექსპედიციას სამხრეთ პოლუსისკენ და მიაღწია კიდეც. 1985 წელს ნილ ამსტრონგთან ერთად თვითმფრინავით გადაუფრინა ჩრდილო-ყინულოვან ოკეანეს და დაჯდა ჩრდილოეთ პოლუსზე, ამით ის გახდა პირველი ადამიანი რომელმაც დალაშქრა დედამიწის უმაღლესი მწვერვალი, ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსი.

ის განსაკუთრებით ზრუნავდა ნეპალელ ხალხზე. 1960-იან წლებში დიდი დახმარება გაუწია ნეპალის მთავრობას კლინიკების, საავადმყოფოებისა და სკოლების მშენელობაში. მან ასევე დააარსა ორგანიზაცია, რომელიც ჰიმალაის მთებში მცხოვრებ ხალხს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში ეხმარება.

სერ ედმუნდ ჰილარი 2008 წელს ახალ ზელანდიაში გულის შეტევით გარდაიცვალა, ის 88 წლის იყო.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close