ინდუსტრიული რევოლუციის მნიშვნელოვანი გამომგონებლები
მე-19 საუკუნეში მომხდარი ინდუსტრიული რევოლუცია უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო მთელი მსოფლიოსთვის. ინდუსტრიალიზაციის პროცესი ყველაზე მეტად სამ სფეროს შეეხო: ტრანსპორტი, ელექტროობა და წარმოება. ეს პროცესები კი მე-19 საუკუნის დიდი გამომგონებლების დამსახურებაა.
თომას ედისონი
ის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი გამომგონებელია. მან, თავის თანამოაზრეებთან ერთად 1000-ამდე გამოგონება დააპატენტა. მათ შორის ყველასათვის ცნობილია: ელექტრონათურა, ფონოგრაფი და მოძრავი სურათი. თომას ალვა ედისონი თავისი დროის უდიდესი და ყველაზე ცნობილი გამომგონებელი იყო, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ამერიკის განვითარებაზე.
სამუელ მორზე
სამუელ მორზემ გამოიგონა ტელეგრაფი, რიტაც ინფორმაციის ერთი ადგილიდან მეორისაკენ გადაცემა მნიშვნელოვნად გაადვილდა. ტელეგრაფის გარდა, მან ასევე გამოიგონა სპეციალური ანბანი რომელიც ,,მორზეს ანბანის” სახელიტაა ცნობილი და დღესაც გამოიყენება.
ალექსანდრე ბელი
ამ ადამიანმა 1976 წელს მსოფლიოში ტელეფონის გამოგონებით გაითქვა სახელი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანების ყოვედღიური ცხოვრება. მისი გამოგონება ტელეგრაფზე იყო დაფუძნებული.
ელიას ჰოუვი/ ისააკ ზინგერი
ეს ორი ადამიანი ერთობლივად მუშაობდა საკერავი მანქანის გამოგონებაზე. მათმა ქმნილებამ გადატრიალება მოახდინა ინდუსტრიაში ხოლო კომპანია ზინგერი კი მსოფლიოში წარმატებული გახადა.
სირუს მაკ-კორმიკი
მაკ-კორმიკმა მექანიკური მოსავლის ამღები მანქანა გამოიგონა, რამაც ფერმერებს მნიშვნელოვნად დაუზოგა დრო და შრომა გაუადვილა.
ჯორჯ ისტმენი
ჯორჯ ისტმენი კოდაკის კამერის გამოგონებელი და ფირმა ,,კოდაკის” ფუძემდებელია. მან ადამიანებს საშუალება მისცა თავიანთი ცხოვრების ღირსშესანიშნავი მოვლენები ფირზე დაეფიქსირებინათ. მართალია სურთები შავ-თეთრი იყო, მაგრამ მეცხრამეტე საუკუნეში მისმა ფოტო-აპარატებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს.
ჩარლზ გუდიარი
მის სახელს რეზინის გამოგონება უკავშირდება. რეზინი მისი თვისებების გამო , ბევრი დანიშნულებით გამოიყენებოდა და გამოიყენება დღესაც. მისი სახელობისაა ასევე საბურავების მწარმოებელი ცნობილი კომპანია ,,Goodyear” -ი.
ნიკოლა ტესლა
ეროვნებით სერბი მეცნიერი და გამომგონებელი. უდიდესი მეცნიერი და გენიოსი. მის სახელს უკავშირდება საკმაოდ ბევრი გამოგონება: თანამედროვე ელექტროსისტემა ტესლას მოდლების მიხედვით არის მოწყობილი, ასევე ერთ-ერთი პირველი იყო რადიოს გამოგონებაზე მომუშავეთა შორის; ელექტრონული მოტორი, ლაზერი, X- სხივები და ასე შემდეგ. არსებობს მოსაზრება, რომ მან მიწისძვრის გამომწვევი მანქანა გამოიგონა, მაგრამ ამ ფაქტის დამადასტურებელი გარემოებები არ არსებობს.