გართობაუცნაური

საბეჭდი მანქანა

26657 4f6342e61790626657 4f6342e12cfbf

XX საუკუნის შუა ხანებში წარმოუდგენელი იყო დაწესებულება საბეჭდი მანქანის გარეშე.

XXI საუკუნის დასაწყისში კი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა – რამდენიმე ტრადიციული მწარმოებელი (Olivetti, Adler0Royal, Brother და სხვა) განაგრძობდა მათ გამოშვებას და ამასთან, მხოლოდ ელექტრონული მოდელებისა. 2011 წელს კი ინდურ კომპანია Godrej and Boyce კუთვნილი საბეჭდი მანქანების უკანასკნელი ქარხანაც დაიკეტა.

უნდა აღინიშნოს, რომ თავის დროზე საბეჭდი მანქანის გამოგონება უდიდესი პროგრესული ნაბიჯი და მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ. საბეჭდი მანქანის მექანიზმის შექმნის პროცესი, ისევე როგორც ნებისმიერი ტექნიკური მოწყობილობის შემუშავება ერთი ადამიანის შრომის შედეგი როდი იყო. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თუ ერთობლივად მრავალი გამომგონებელი ცდილობდა შეექმნა ტექსტების სწრაფი დასაბეჭდი მოწყობილობა.

პირველი პატენტი ამ სახის მანქანის შესაქმნელად 1714 წელს ინგლისის დედოფალმა ანამ ჰენრი მილს გადასცა. თუმცა, მილის გამოგონების შესახებ ინფორმაცია არ შემონახულა და არც ის გახლავთ ცნობილი, რეალურად შეიქმნა თუ არა პატენტში აღწერილი საბეჭდი მოწყობილობა.

საუკუნის შემდეგ კვლავ გაჩნდა ინტერესი სწარაფი ბეჭდვისადმი: 1808 წელს პელეგრინო ტურიმ საკუთარი საბეჭდი მანქანა შექმნა. არც მისი გამოგონების დეტალებია დღეისათვის ცნობილი, თუმცა, შემონახულია ტურისეულ საბეჭდ მოწყობილობაზე აკრეფილი ტექსტი.

1868 წელს 23 ივნისს ქრისტოფერ შოულზმა თავისი გამოგონილი საბეჭდი მანქანა დააპატენტა. შემდეგი 6 წელი ის მოწყობილობის დახვეწაზე მუშაობდა და საბოლოოდ შექმნა პირველი სრულყოფილი საბეჭდი მანქნა სახელწოდებით Remington N1;

შოულზი

ქრისტოფერ შოულზი 1819 წლის 14 თებერვალს, პენსილვანიის შტატში დაიბადა. ის პრველი სერიული საბეჭდი მანქანის გამომგონებლად ითვლება. კომერციულად წარმატებული პროექტი მან კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიმუშავა: პატენტის მიღებიდან სამი წლის შემდეგ ჯერ QWERTY -ის წინამორბედი გამოჩნდა, 1878 წელს კი მანქანამ საბოლოო, დახვეწილი სახე მიიღო.

ქრისტოფერს ორი უფროსი ძმა ჰყავდა: ჰენრი და ჩარლზი. ჩარლზი სხვადასხვა დროს გაზეთის “Green Bay Wisconsin Democrat” მფლობელი, საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომელი და კენშონის მერიც იყო. ქრისტოფერი უფროსი ძმების კვალს გაჰყვა და საგაზეთო საქმიანობაში ჩაება. მალე იგი “Madison Wisconsin Enquirer” მმართველად დაინიშნა, 1840 წელს კი “Southport Telegraph” გამოცემა დაიწყო, რასაც 17 წლის მანძილზე შეუწყვეტლად განაგრძობდა, პარალელურად კი პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწეოდა – ორჯერ ვისკონსინის შტატის სენატშიც გახლდათ არჩეული.

QWERTY

მრავალი მითი არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა საბეჭდი მანქანა დღეს არსებული და ჩვენთვის კარგად ნაცნობი ასოების განლაგებით – QWERTY. ვერსიები და გამოგონილი ამბები დროდადრო სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში ჩნდება. თუმცა, არსებობს ჩანაწერები, რომელთა მიხედვით ნათელია, რომ შოულზი ჯეიმს დენსმორის დაფინანსებით მუდმივად მუშაობდა მანქანის სრულყოფაზე, ცვლიდა კლავიატურას, ასოების წყობას და ურთიერთგანლაგებას.

26657 4f6342e12cfbf

ჯეიმს დენსმორი ცნობილი ფინანსისტი, ჟურნალისტი და პოლიტიკური მოღვაწე იყო. სწირედ მან დააფინანსა შოულზის საბეჭდი მანქანა და საბოლოოდ საპატენტო გადარიცხვებით მისმა ოჯახმა 1,5 მილიონი დოლარი მოგება მიიღო. ჯეიმს დენსმორის ჩანაწერების მიხედვით, მანქანების სრულყოფის პროცესში 50-მდე ექსპერიმენტული მოდელი შექმნილა, აქედან ნახევარზე მეტს ერთნაირი კლავიატურა არ ჰქონია, უფრო მეტიც, მსგავს კლავიატურას ნებისმიერ მომდევნო ორ მოდელშიც ვერ აღმოაჩენდით.

1872 წლიდან 10 წლის მანძილზე მიმდინარეობდა ასოთწყობის დახვეწა. საბეჭდი მანქანის შემქმნელების წინაშე იდგა ამოცანა, მაქსიმალურად შეემცირებინათ მანქანის კონსტრუქციული ნაკლოვანებები. ბეაჭდვის სიჩქარის შეფერხებას უმთავრესად ასოების ბერკეტების არასწორი ურთიერთგანლაგება იწვევდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო კლავიშების ზუსტი რაოდენობის დადგენა: კლავიატურაზე ანბანის თითოეული ასო, ყველა ციფრი, სასვენი ნიშანი და აუცილებელი სიმბოლო უნდა განელაგებინათ.

შოულზი ამერიკელი იყო და შესაბამისად 26 ასო-ნიშანს ითვალისწინებდა თავის მოდელში. გარდა ამისა, კლავიატურაზე 10 ციფრისა და ძირითადი სასვენი ნიშნებს განთავსებაც იყო საჭირო.

გამომგონებლები ერთობლივად მივიდნენ შეთანხმებამდე, ბეჭდვის დროს მხოლოდ დიდი ასოები გამოეყენებინათ. ამრიგად, 45 კლავიშისა და ერთი “ხარვეზის” ღილაკის (სიტყვებს შორის მანძილისთვის) გარკვეული თანმიმდევრობით განლაგება დადგა დღის წესრიგში.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ დროისათვის ამ პრობლემის ინჟინრულ დონეზე გადასაწყვეტად მხოლოდ კლავიშიანი ინსტრუმენტების მექანიზმი არსებობდა და შოუზლის ჯგუფმა, წინამორბედების მსგავსად სწორედ ეს მექანიზმი გამოიყენა:

1868 წელს შოულზის დაპატენტებულ პირველ მაქნქანაზე სიმბოლოები 2 რიგად განლაგდა, ასოები ანბანის მიხედვით განათავსეს, ციფრები კი 2-დან 9-მდე აარჩიეს (1-იას და 0-ის მაგივრობას ასოები “I” და ” O” ასულებდნენ). 36 კლავიშიანი კლავიატურა თავისი უზარმაზარი კონსტრუქციით როიალს ჰგავდა და საკმაოდ ფართე გახლდათ. გარდა ამისა, ბერკეტები და ლიტერები ართმანეთში იხლართებოდა. ამგვარი არასასურველი მოვლენა თავიდან რომ აეცილებინათ, ბეჭდვის პროცესი შესვენებებით მიმდინარეობდა.

სამრიგიანიდან

ოთხრიგიანამდე

1870 წლის აპრილში კლავიშები ღილაკისმაგვარმა დასარტყამებმა შეცვალა და ტექნიკურად შესაძლებელი გახდა ღილაკების სამ რიგად განლაგება:

A E I Y U O

B C D F G H J K L M

Z X W V T S R Q P N

როგორც ვხედავთ, კლავიატურის ამ ვარიანტში ასოების განლაგება კვლავ ანბანურ თანმიმდევრობას ეფუძნება: მეორე რიგში მარცხნიდან მარჯვნივ, ქვედა რიგში კი მარჯვნიდან მარცხნივ. 1872 წლის ივნისში სამეცნიერო ჟურნალში Scientific American გამოქვეყნდა ფოტო. მასზე გამოსახული საბეჭდი მანქანის კონსტრუქცია ძალიან გავდა პირველ ქარხნულ მოდელს ოთხრიგად განლაგებული ღილაკებით. თანამედროვე მოდელისგან მას მხოლოდ 4 ნიშანი განასხვავებდა.

1873 წელს შეიქმნა Sholes & Glidden – ფაქტობრივად სწორედ ეს მანქანა დაინერგა სერიულ წარმოებაში, მას საბოლოოდ Remington No.I ეწოდა და 5000 ეგზემპლიარი გაიყიდა.

1875 წლის 8 მარტს დაპატენტდა სრულყოფილი და შევსებული მოდელი “QWERTY”

2 3 4 5 6 7 8 9 – , ?

Q W E R T Y U I O P :

| A S D F G H J K L M

& Z C X V B N ? ; . ‘

მას მომავალში კლავიშ Shift დაემატა. 1878 წელს კი Remington No.2 გამოუშვეს. ეს მანქანა აბსოლტური სიზუსტით შეესაბამება თანამედროვე ასოთწყობას, აქვს 40 კლავიში, ღილაკი Shift დიდი ასოების დასაბეჭდად, რაც საბოლოოდ 76 სიმბოლოს ბეჭდვის საშუალებას იძლევა.

პირგადასაღები

ქაღალდი

საბეჭდი მანქანის შექმნამ ბიძგი მისცა სხვა ტექნოლოგოიებისა დახვეწას, ახალ გამოგონებებს. მათ შორის იყო პირგადასაღები ქაღალდიც, რომლის გარეშე ბეჭდვა ფაქტობრივად წარმოუდგენელი გახლდათ. მისი გამოყენება საგრძნობლად ზოგავდა დროსა და შრომას.

1806 წლის 7 ოქტომბერს რალფ ვედჯვუდისთვის გაიცა პატენტი ტიპოგრაფიული საღებავით გაჟღენთილი, ორმხრივი პირგადასაღები ქაღალდის წარმოებაზე. 1808 წელს კი პელეგრინო ტურიმ შექმნა შედარებით სრულყოფილი პირგადასაღები ქაღალდი. თანამედროვე ტექნოლოგია კი პირველად 1806 წლის 7 ოქტომბერს, დიდ ბრიტანეთში დაპატენტდა. 1820 წლიდან ის წარმოებაში გაუშვეს, ხოლო 1870 წლიდან, საბეჭდ მანქნის პოპულარიზაციასთან ერთად მისი ფართოდ გამოყენება დაიწყეს.

თუმცა, ორგტექნიკისა და სხავა თანამედორვე აპარატების გამოგონების შედეგად პირგადასაღებ ქაღალდზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა.

ავტორი: მაკა ლდოკონენი

წყარო: 24saati.ge

მსგავსი ამბები

Back to top button