კულტურაუცნაური

ბრაზილიის ჯუნგლებში აღმოჩენილი ტომი დროის გარეშე

6ca00743d2e8
ამაზონის ჯუნგლებში ტომი აღმოაჩინეს, რომლისთვისაც დროის ცნება უცნობია – ამონადავას ინდიელების ენაში შესაბამისი სიტყვა საერთოდ არ არსებობს.

ამ აღმოჩენამ დიდი კამათი გამოიწვია. მეცნიერები კვლევას განაგრძობენ, რათა გაარკვიონ, საერთოა თუ არა ეს შემთხვევა ამაზონის სხვა ტომთა ენებისთვის.

ამონადავას ინდიელებში ცივილიზაციამ პირველად 1986 წელს შეაღწია. ამჟამად პორტსმუტის უნივერსიტეტის ბრიტანელი მეცნიერები ბრაზილიელ კოლეგებთან ერთად ენაში დროის ასახვის პრობლემას იკვლევენ.

“ვერ ვიტყვით, რომ ეს ადამიანები დროის გარეშე ცხოვრობენ ან დროის მიღმა. ამონადავას ტომს მოვლენებისა და მათი თანმიმდევრულობის შესახებ საუბარი შეუძლიათ”, – აცხადებს პორტსმუტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი კრის სინხა.

“თუმცა მათ ენაში დროისა და მისი მსვლელობის გაგება არ არსებობს. მათ ენაში არ არის სიტყვა “დრო”, “წელი” ან “თვე”. ისინი არ ასახელებენ თავიანთ ასაკს. ტომში ცხოვრების ერთი ეტაპის მეორეთი ჩანაცვლებას, ამონადავას ინდიელი სახელის შეცვლით აღნიშნავს. მათ არ გააჩნიათ კალენდარი და საათი”, – განაცხადა პროფესორმა.

წყარო : ambebi.ge

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

Back to top button