უკატეგორიო

ცხენის ისტორია


პირველი ცხენისნაირები დაახლოებით 50 მილიონი წლის წინათ გაჩნდნენ,როცა ხმელეთი ტყეებით იყო დაფარული.ისინი დღევანდელ ცხენებზე გაცილებით პატარები იყვნენ(დაახლოებით 40 სმ),ტყეებში ცხოვრობდნენ და რბილ ფოთლებს ჭამდნენ.ზოგჯერ ცხენებს საშინელი გიგანტური ფრინველები ესხმოდნენ თავს.
თანდათან ტყეები ვრცელმა,ბალახით დაფარულმა ველებმა შეცვალა.ამიტომ თავის გადასარჩენად ცხენებიც უნდა შეცვლილიყვნენ.

დაახლოებით 35 მილიონი წლის წინათ ცხენებს გრძელი ფეხები განუვითარდათ და უფრო სწრაფი სირბილი შეძლეს.კბილებიც ბასრი გაუხდათ მაგარი ბალახის დასაღეჭად.გარდა ამისა, მათ წინა ფეხზე გაუქრათ თითო თითი და სირბილისას მხოლოდ ძლიერ შუა თითს ეყრდობოდნენ.ამის გამო მათ უფრო სწრაფად დაიწყეს მოძრაობა.

დაახლოებით 10 მილიონი წლის წინათ ცხენებმა პატარა პონის ზომას მიაღწიეს.ისინი რემებად ცხოვრობდნენ გაშლილ ტრამალებზე და ბალახს ძოვდნენ,გარეული კატებისა და ძაღლების თავდასხმას სირბილით აღწევდნენ თავს,თუმცა მტრების მოგერიება მაგარი ჩლიქებითაც შეეძლოთ.

დაახლოებით ხუთი მილიონი წლის წინათ ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოიშვა ნამდვილი ერთთითა ცხენი,რომელიც გვარ ექვუსს მიეკუთვნება.ის მერიჰიპუსზე დიდი იყო და ჩლიქით დაფარულ ერთადერთ თითზე დადიოდა.ექვუსები ამერიკიდან აზიაში,შემდეგ კი ევროპაშიც გადავიდნენ,საიდანაც აფრიკასა და ინდოეთში გავრცელდნენ.ის დღეს არსებული ცხენების ერთადერთი სახეობაა.

წყარო:მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედია