გასართობისაკითხავისასარგებლო

ლიტერატურული სალონი VI


ეს, ის ადგილია, სადაც მუდამ თბილა, ან თბილოდა, ან დათბება. მიყვარს ეს საოცარი გრძნობა და ეს გრძნობა, ჩემს თბილისში იგრძნობა. ეს ქალაქი დიდ, ცხელ ბუხარს მაგონებს. აქ დიდი ურთიერთობების ჯაჭვია, რომელიც აინთება და ქვრება, ბობოქრობს და სძინავს, განიცდის და კვდება, კვდება და თავიდან იბადება, მერე ისევ კვდება და ეჰ… ვინ იცის სადამდე გაგრძელდება ასე…

ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან.
ერთი ოთახის ამარად დავრჩით,
ჩვენს სახლს,ძვირფასო,სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე,
შენ და ბავშვი….ნიშნიანიძე

  • უშიში, ვითარცა უხორცო
  • “გიყვარს” გეტყვის კაცი ამ სიტყვას და მკაცრად მოიტხოვს იმის პატიებას რაც სხვა დროს და სხვა შემთხვევაში შეუძლებელია….
  • -…იმ ღამით ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი, რაღაცნაირად, ღრმა და მაღალი ფიქრი იყო; განთიადისას ერთ რამეს მივხვდი !
    – რას…
    -რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო.გურამ დოჩანაშვილი

  • “იდიოტი დარწმუნებულია, რომ მის გარდა ყველანი იდიოტები არიან.”

  • “უსულო საგნებს სული ჩავუდგი
    ავასაუბრე ლოდები კლდისა
    და როგორც მეფე, გავათამამე
    მორცხვი ბალახი, ის ქუჩი მთისა
    მადლი მფენია მარჯვენაზედა
    იმ შემოქმედი მაღალი ღვთისა…”
  • “რამ შემქმნა ადამიანად
    რატომ არ მოველ წვიმადა,
    რომ ვყოფილიყავ მუდამა
    ღრუბელთ გულმკერდის მძივადა…”ვაჟა
  • ვიგრძენი,როგორ უხმაუროდ ტრიალებს დედამიწა.განუზომელ,უზარმაზარ სივრცეში.
    ისეთი ძალით ვიგრძენი ეს,რომ ბალახს ჩავეჭიდე,შემეშინდა – არ წამიღოს-მეთქი
  • ისე ეშინოდა სიბერეს, რომ სიამოვნებით მოჰკურცხლავდა ბავშვობისაკენ,
    მაგრამ საუბედუროდ, ბავშვობა არ ჰქონდა, და რაც მთავარია, ეს შეუძლებელი იყო,
    ამიტომ იდგა, ელოდა და კანკალებდა. ნოდარ დუმბაძე
  • საკვირველი ხალხია გურჯები: მუშაობენ – მღერიან, იბრძვიან – მღერიან, ქორწილი აქვთ – მღერიან, კვდებიან და მაინც მღერიან! ან დიდი ჭკუისაგან სჭირთ, ან დიდი უჭკუობისაგან!
    ლევან გოთუა
  • ვარსკვლავები ძლივსღა ჩანდნენ ცაზე, აჟივჟივებული ჩიტების ხმა სიჩუმეს კენკავდაგურამ დოჩანაშვილი
  • ინგლისური იმიტომ მომწონს, რომ კაცი ვერ გაიგებს თქვენობით ელაპარაკები ვინმეს თუ შენობით.აკა მორჩილაძე
  • “საოცარია…საოცარია,რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი,როდესაც უყვარს..”
  • “როგორ შეუძლია წარსულს ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს?
    – ძალიან უბრალოდ,სწორედ იმიტომ,რომ ის წარსულია”
    ერიხ მარია რემარკი “ტრიუმფალური თაღი”

 

ამ სამყროს უბედურება ისაა რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს

  • “ნუ მკითხავთ, როგორ გამოიყურებოდა დედაჩემი, ნუთუ შეიძლება მზის აღწერა?”
  • “აბა, წარმოიდგინე: კაცი ყოველდღე ცდილობდეს მთვარის მოკვლას! მთვარე კი გაურბოდეს მას. ანდა, რა იქნებოდა, რომ კაცი ყოველდღე მზეს დასდევდეს მოსაკლავად? არა, რაც გინდათ, თქვით, ჩვენ – ადამიანებს _ მაინც იღბალი გვაქვს”
    ერნესტ ჰემინგუეი
  • “თუ არ იქენი რაც არ ხარ იგი,
    ვერ ეღირსები რომ გახდე რაც ხარ”
    მუხრან მაჭავარიანი
  • “- მომიშინაურე!.. – შეევედრა იგი უფლისწულს….
    – როგორ უნდა მოგიშინაურო? – ჰკითხა პატარა უფლისწულმა.
    – ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, – მიუგო მელიამ. – ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები… “
  • ჩვენ მთელი მსოფლიოს ადამიანები.ფაქტიურად ერთ ენაზე ვლაპარაკობთ მაგრამ ერთმანეთის ყურისგდება არ ვიცით და ამიტომ არ გვესმის ერთმანეთის კუკარაჩა
  • …მზემ თეთრი ბაირაღი მომაწოდა და ჩემს გვერდით დადგა. მე გავშალე თეთრი ბაირაღი.მაღლა ავღმართე და ავხედე.ქვეყნიერების თავზე თოვლივით თეთრი ბაირაღი ფრიალებდა.როგორც სიკეთის, სათნოებისა და სიყვარულის სიმბოლო.თეთრი ვეებერთელა და უსპეტაკესი თეთრი ბაირაღი ფრიალება ქვეყნიერევის თავზე თეთრი ბაირაღები
  • როგორი საშინელიც არ უნდა იყოს ცხოვრება, იუმორი თავდაცვის კარგი საშუალებაა. საბოლოოდ, მაინც იღლებით, უფრო და უფრო თავზარდამცემი ამბები გესმით და იუმორი ვეღარ გშველით. მარკ ტვენს ემსგავსებით, რომელიც ფიქრობდა, რომ ცხოვრება საშინელი იყო, მაგრამ ხუმრობის და ასეთი რამეების დახმარებით ამ საშინელებას გულთან ახლოს არ უშვებდა, ბოლოს კი ვეღარ გაუძლო. მისი ცოლი, საუკეთესო მეგობარი და ორი ქალიშვილი გარდაიცვალნენ. თუ საკმაოდ დიდხანს იცოცხლებთ, ბევრი თქვენი ახლობელი მოკვდება..

  • ყველა ადამიანი დიდებულია, მაგრამ არა იმით რასაც აკეთებს, არამედ იმით, რის გაკეთებასაც აპირებს…
  • ადამიანი სინდისია,სინდისის გარდა,რაც არ უნდა წაართვა,მაინც ადამიანი იქნება.სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება.სინდისი იგივე სულია ადამიანისა,ანუ სული იგივე სინდისია.აქედან შეგვიძლია დავასკვნათ,რომ თუ კი რამე ყოფილა,სინდისი ყოფილა უკვდავი
  • დაკაცება ბავშვური გულუბრყვილობის , ბავშვური სისუფთავის შენარჩუნებსაც გულისხმობს – რასაც ბავშვობით მოვიპოვებთ, სიკვდილამდე ჩვენი საკუთრებაა, ისაა ჩვენი მთელი სიმდიდრე , ანუ , ჩვენი მადლი , ყველაზე საიმედო ადგილას , ისევ ჩვენს საკუთარ ბავშვობაში გადამალული.
  • რაც უფრო ადრე განეწყობი სასიკვდილოდ მით უკეთესი, მერე მშვიდად იცხოვრებ დარჩენილ დროს. ოთარ ჭილაძე
  • არ გაუკეთო სხვას ის,რაც გსურს რომ შენ გაგიკეთონ.შესაძლოა, თქვენი გემოვნება არ ემთხვეოდეს ერთიმეორისას.
    ბერნარდ შოუ

მსგავსი ამბები

Close
Close