საკითხავისასარგებლოსაქართველო

თამარ მეფის ეპოქა

თამარ მეფე — საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი.

გიორგი III-ს ვაჟი არ ჰყავდა და ამიტომ 1179 წელს ქვეყანა თავის ქალიშვილს გადასცა და ერთად განაგებნენ გიორგი მეფის გარდაცვალებამდე, 1184 წლამდე. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია „გიორგი რუსის“ სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 წელს დავით სოსლანზე.
თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო. ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195 წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები.

საგარეო პოლიტიკა
თამარ მეფე ყოველმხრივ ცდილობდა, რომ მამის, გიორგი III-ისა და დიდი პაპის, დავით IV აღმაშენებლის პოლიტიკური კურსი განეგრძო როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებში. ამ პერიოდში თურქები უკიდურესად შევიწროებულები იყვნენთარგი:ვისგან. მდგომარეობამ ისინი აიძულა გაერთიანებასა და კოალიციურ ლაშქრობაზე ეფიქრათ. მათ ბაღდადის ხალიფას მიმართეს და განზრახული ლაშქრობის მოწყობაში დახმარება სთხოვეს. ბაღდადის ხალიფა ფაქტობრივად აღმოსავლეთის მუსლიმანური რელიგიის მეთაურად თვლიდა თავს და ქრისტიანების წინააღმდეგ „მართლმორწმუნეთა დასაცავად“ ყოველთვის მზად იყო. ხალიფამ ლაშქრობის მოსაწყობად დიდი თანხები გამოჰყო.
იმ დროისთვის, ირანის ადარბადაგანის მმართველი აბუ-ბაქრი, ერთპიროვნული მბრძანებელი გახდათარგი:სად. სწორედ აბუ-ბექრმა ისარგებლა ხალიფას მატერიალური დახმარებით და მისი მოწოდებაც თავის სასარგებლოდ გამოიყენა. მან აღმოსავლეთის თურქთა თარგი:? დიდძალ ლაშქარს მოუყარა თავი. აბუ-ბექრი პირველად შირვანისკენ გაემართა. შირვანშაჰი აღსართანი და მისი სიძე ამირ-მირმანი ვერ გაუმკლავდნენ მტერს. შირვანი საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა იყო, შესაბამისად, საქართველოს შირვანის მიმართ გარკვეული ვალდებულებაც ეკისრა.
საქართველოს სამეფო კარის გადაწყვეტილებით დიდძალი ლაშქარი შეიკრიბა. ქართველთა ლაშქარი ბრძოლისათვის გაემართა, შამქორისაკენ. ცხენოსანთა ლაშქარი მტკვრის მარჯვენა ნაპირიდან დაიძრა და მდინარე ხრამიდან შამქორისწყლამდე მანძილი დღე-ღამეში გაიარა. შამქორის ბრძოლა 1195 წელს გაიმართა ისტორიული ქალაქი შამქორი მდინარე შამქორისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა და მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო. აბუ ბაქრი ქალაქში გამაგრდა, ამიტომ ქართული ლაშქრის მთავარი დარტყმის ობიექტად ქალაქი შეირჩა. ციხესიმაგრეზე შეტევას, ლაშქრის მარჯვენა ფრთა ახორციელებდა. დავით სოსლანის რაზმი ცუდი გზების გამო დაყოვნდა. მისმა მოსვლამ არსებითად შეცვალა ბრძოლის ვითარება. ამ ბრძოლაში გამარჯვება ქართველებს ხვდათ წილად.
ქართველთა ლაშქარი ბასიანში მივიდა, სადაც სულთანი იყო დაბანაკებული ბასიანის ბრძოლა 1203 წელს გაიმართა. ხანგრძლივი ბრძოლის დროს ზაქარია გაგელს, შალვა და ივანე ახალხციხელებს ცხენები დაუხოცეს, სარდლებიბრძოლას ქვეითად განაგრძობდნენ. ქართველთა ლაშქარში, ამ ფაქტმა მცირედი არეულობა გამოიწვია თუმცა, დავით სოსლანმა ბრძოლის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი გადაჯგუფება განახორციელა – მან ცხენოსანთა რაზმი მოწინააღმდეგის გვერდებზე შეტევისთვის მოამზადა, მარცხენა ფრთას თვითონ ჩაუდგა სათავეში, ხოლო მარჯვენაზე ზაქარია მხარგრძელი განაწესა. შეტევა ერთდროულად განხორციელდა. დავით სოსლანის მიერ დასახულმა გეგმამ გაამართლა: მტერი პანიკაში ჩავარდა და ბრძოლა ქართველების გამარჯვებით დასრულდა. ბასიანის ბრძოლაში ქართველების გამარჯვებას, უდიდესი პოლიტიკური ნიშვნელობა ჰქონდა, საქართველომ კიდევ უფრო განიმტკიცა თავისი პოზიციები რეგიონში და სამხრეთის საზღვრები სრულიად გაამაგრა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელში აღმოჩნდა კავკასიის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტები: განძა, ანისი, კარი, თურქთა გავლენა რეგიონში მნიშვნელოვნად შეცირდა. ციხე-ქალაქი კარი თავისი სიძლიერით გამოირჩეოდა და მთელ ამიერკავკასიაში თურქთა საიმედო საყრდენად ითვლებოდა. ბასილი ეზოსმოძღვარი გადმოგვცემს რომ, „მრავლით ჟამთაგან“ იბრძოდნენ კარისათვის სარგის თმოგველი, შალვა თორელი და მესხნი. მათ კარის ირგვლივ არსებული ყველა ქალაქი და სოფელი დაიმორჩილეს, კარის აღება კი ვერ შეძლეს. თამარ მეფემ ქალაქის ასაღებად დავით სოსლანი გააგზავნა, თვითონ თამარი ჯავახეთში დადგა და აქ დაელოდა „ამბავსა მათსა“. ქართველებმა შეძლეს ციხე-ქალაქის აღება და ეს ტერიტორია უშუალოდ საქართველოს შემოუერთეს. კარის აღებას უდიდესი პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იგი ანის-არზრუმის დიდ სავაჭრო გზაზე მდებარეობდა.

წყარო: 11 კლასის ისტორიის წიგნი,
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close