ახალი ამბებიგამოგონებაუცნაური

“დოჯ რემი” ტორნადოსთან საბრძოლველად

TIV-2 – 6.4-ტონიანი ჯავშნიანი “დოჯ რემი” ტორნადოსთან საბრძოლველად

ტორნადო, იგივე ქარბორბალა, გაბრაზებული ბუნების ერთ-ერთი იმ გამოვლინებათაგანია, რომლის მოთვინიერებაც, ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება.

თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც დიდი ხიფათის მიუხედავად, თავიანთი ცხოვრება ამ სტიქიური უბედურების შესწავლას მიუძღვნეს. ასეთ ადამიანებს “დისქავერი ჩენელმა” გადაცემათა მთელი ციკლი მიუძღვნა სახელწოდებით “შტორმ ჩეისერზ” (შტორმზე მონადირეები).

ამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი შონ კეისი და მისი ქმნილება – ჯავშნიანი მანქანა “ტორნედო ინტერსეპტ ვიიქლ-ია” (TIV), რომლის დახმარებითაც, თავზეხელაღებული მეცნიერი-მონადირეები ტორნადოს წარმოშობის, ხასიათის შესწავლას ცდილობენ, რათა შემდეგ მისგან თავის დაცვის საშუალებები შეიმუშაონ. კეისიმ პირველი ჯავშანმანქანა 2003 წელს შექმნა და მას TIV დაარქვა.

ოთხი წლის შემდეგ, მან და მისმა გუნდმა, “დოჯ რემ 3500-ის” ბაზაზე, TIV-2 შეიმუშავეს. მაგრამ ექვსბორბლიან ჯავშნოსან მანქანას დეფექტები აღმოაჩნდა, რის გამოც, სახაზავ დაფას დაუბრუნდა. მანქანის მოდიფიცირება წელიწადნახევარში დასრულდა.

განახლებული TIV-2 გარედან სქელი ჯავშანითაა დაფარული, რომელიც ფოლადის, ალუმინისა და კევლარის კომპოზიტის ფენებისგან შედგება. მანქანა ფოლადის სპეციალური ფირფიტებითაა აღჭურვილი, რომლებიც კარგ ამინდში აკეცილია, ქარბორბალასთან შეხვედრის წინ კი იშლება და მანქანის ძირსა და გზას შორის არსებულ სიცარიელეს ფარავს. ეს იმისთვის კეთდება, რომ იქ ქარის ძლიერმა ნაკადმა არ შეაღწიოს და მანქანა ჰაერში არ აიტაცოს. თუ ქარი მეტისმეტად ძლიერია, მაშინ საქმეში სპეციალური ფეხ-შუბები ჩაებმება, რომლებიც გრუნტში ერჭობა და მანქანას დამატებით სტაბილურობას ანიჭებს. რა თქმა უნდა, ქარბორბალასთან შეხვედრისას, ის უმოძრაოდ უნდა იყოს.

TIV-2 ასევე აღჭურვილია სპეციალური კოშკურით, რომელსაც 360 გრადუსით მოტრიალება შეუძლია. ამ კოშკურას და თავად ავტომობილის ფანჯრები, დარტყმაგამძლე შუშებითაა აღჭურვილი. კეისი ამბობს, რომ ქარისგან წაქცეული სატელეფონო ანძის დაცემაც კი ვერ გატეხავს ამ შუშებს. ამგვარად, კოშკურიდან ვიდეოგადაღებაა შესაძლებელი და მისი წყალობით, ქარბუქზე მონადირეებმა არაერთი საინტერესო მომენტი ჩაწერეს.

დაბოლოს, ჯავშნიანი ავტომობილი 6.4 ტონას იწონის. ამ მასის სატარებლად კი მანქანა “ქამინზის” წარმოების 6.7-ლიტრიანი ტურბოდიზელით აღიჭურვა, რომელიც 625 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი წყალობით, ავტომობილს მაქსიმუმ 160 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია. ეს საკმარისზე მეტია ასეთი ჯავშნოსნისთვის და საკმარისი იმისათვის, რომ მისი მეშვეობით, ქარბორბალას დევნა იყოს შესაძლებელი.

 

 

წყარო : http://icode.ge

kapanadze

my name is georgi

მსგავსი ამბები

Close
Close