გართობაკულტურაუცნაური

ემუ იგებს ომს

c77d067279a4
ემუს ემტერებიან ავსტრალიაში, კუნძულ ტასმანიასა და კუნძულ კინგზეც. რა დააშავა მსოფლიოში ამ უდიდესმა ფრინველმა? მას ბრალი ედება იმ წყლის მოხმარებაში, რომელიც ცხვრისა და მსხილფეხა საქონლისთვისაა გამიზნული. გარდა ამისა, მას ბრალს სდებენ ხორბლის ყანის დაზიანებაშიც. ემუს სხვა „დანაშაულიც“ აქვს: როდესაც მისდევენ, იმის მაგივრად რომ ეკალ-ბარდებში გაიხლართოს, იგი ეკლიანი მავთულის ღობესაც კი ახტება და თავს გაქცევით შველის. დამსახურებად არ უთვლიან, რომ ეს პატარა სირაქლემები აუარებელ მუხლუხოებს და კალიებს ანადგურებენ. დასავლეთ ავსტრალიაში იქმდეც კი მივიდნენ, რომ მათ მიწის „ საკუთარი“ მაკვეთი გამოუყვეს, მაგრამ „გაუნათლებელმა“, წერა-კითხვის „უცოდინარმა“ სირაქლემებმა ვერ „წაიკითხეს“ დადგენილება და საკმაოდ ხშირად გადადიოდნენ აკრძალულ ზონაში.
…და გაიმართა ომი. დაწესდა ჯილდო სირაქლემის მოკვლაზე. სრული განადგურებისგან ემუ „წითელმა წიგნმა“ იხსნა

5fc7f23865a6
3d8f93ea9694
c9183626b9cd
d3a74aa1f9c4
b09edc5061a0
05f42fdb14ad
e219205aabcd
3516bc01a832
d67e853b84a4
395910134e22
32e14d3ce2a9
875940b09955
17fc75406d4a

blogerlady

age: 14
Back to top button