საკითხავისასარგებლოსაქართველო

დავით აღმაშენებელი

1089 წელს საქართველოს სამეფო კარზე პოლიტიკური გადატრიალება მოხდა. ქვეყნის მომავლით დაინტერესებულმა სახელმწიფო მოღვაწეეებმა აიძულეს გიორგი II გადამდგარიყო და მეფობა თავისი 16 წლის ვაჟისთვის დავითისთვის დაეთმო.

დავით IV-ის გამეფებით და ქვეყნის მართვის ამ მოღვაწეთა ხელში გადასვლით სრულიად შეიცვალა საქართველოს პოლიტიკური კურსი როგორც თურქების, ისე დიდგვაროვანი აზნაურების მიმართ. დავით მეფის ყოველ მოქმედებაში და ყოველ ნაბიჯში ჩანდა წინდახედულება და შორსგამიზნულობა. რა თქმა უნდა, ეს ამ ქვეყნისთვის თავდადებულ პირთა გამოცდილება და დამსახურება იყო, რომლებიც ერთგულად ამოუდგნენ მხარში ახალგაზრდა მეფეს. მათ სათავეში იდგა დავითის აღმზრდელი და მისი უფროსი თანამოღვაწე გიორგი მწიგნობართუხუცესი.
ქვეყნის წინაშე გადაუდებელ ამოცანად იდგა უძლიერეს ფეოდალთა თვითნებობის აღკვეთა და თურქი დამპყრობლების საქართველოდან განდევნა. დავით მეფე, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო ძალის რეორგანიზაციას შეუდგა. მან წვრილ და საშუალო აზნაურთაგან ჩამოაყალიბა კარგად გაწვრთნილი ჭაბულ-რაინდთა რაზმები, რომლებითაც იგი თურქებს თავისუფალი მოქმედების საშუალებას აღარ აძლევდა. იგი თურქ მომთაბარეებს აიძულებდა, თანდათან დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია. ქართველი მოსახლეობა თანდათან უბრუნდებოდა მამა-პაპათა ნასახლარებზე და ქვეყანა ნორმანულ ცხოვრებას უბრუნდებოდა.
დავითმა გააძევა საქართველოდან ბაღვაშთა შთამომავალი ლიპარიტი. ასევე დაუნდობლად გაუსწორდა დავითი მეამბოხე ძაგან აბულეთის ძეს და მის ძმას მოდისტოსს, მღვდელთმთავარ-ეპისკოპოსს.
მალიქშაჰის გარდაცვალების შემდეგ დასავლეთიდან ჯვაროსნების ლაშქრობები დაიწყო. დავითმა თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა და დაიწყო დამპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება. 1101-1104 წლებში მან კახეთ-ჰერეთი ადგილობრივ დიდაზნაურთა მეცადინეობით შემოიერთა და მისი ნაწილი სამეფო დომენად აქცია; 1104 წელს კი ერწუხთან სასტიკად დაამარცხა განძის ათაბაგი, რომელიც საქართველოს მეფეს კახეთ-ჰერეთს ეცილებოდა.

დიდგორის ბრძოლა
ქვეყნის შიგნით მდგომარეობის განმტკიცებისთანავე დავით მეფემ გააძლიერა საქართველოში ჩამოსახლებულ თურქთა წინააღმდეგ ბრძოლა. 1110 წ. მან აიღო უმნიშვნელოვანესი ციხე-ქალაქი სამშვილდე, რის შემდეგაც თურქებმა უბრძოლველად დატოვეს ქვემო ქართლის დიდი ნაწილი. 1115 წელს რუსთავიც გაათავისუფლეს. 1117 წელს ჰერეთის ქალაქი გიში, 1118 წელს ციხესიმაგრე ლორე მხოლოდ დარჩა ქვეყნის დედაქალაქი თბილისი. 1120 წელს დავითის ვაჟის დემეტრეს წინამძღოლობით სამხრეთ კავკასიაში ქალაქი ყაბალა აიღო.
საქართველოს ასეთმა წარმატებებმა შეაშფოთა თურქ სელჩუკთა სულთანი მაჰმუდი. მან შეკრიბა უზარმაზარი ჯარი და სათავეში ჩაუყენა ჯვაროსანთა ბრძოლებში სახელმოხვეჭილი სარდალი, ბაღდადის განმგებელი “ნეჯმ ად-დინ ილ-ღაზი”.
1121 წლის ზაფხულში ნეჯმ ად-დინ ილ-ღაზი-ის მეთაურობით უზარმაზარი ლაშქარი შემოვიდა ქართლში რამდენიმე გზით და წალკა-მანგლის-თრიალეთის მიდამოებში განლაგდა. ქართველთა მცირე რიცხოვან 56 ათასიან ლაშქარს მტერთა ჯარი რიცხობრივად რამდენჯერმე აღემატებოდა. მაგრამ ქართველები არ უშინდებოდნენ და მედგრად იდგნენ ქვეყნისა და დავით IV-ის გვერდში. დავითმა მტერი აიძულა დიდგორის ველზე განლაგებულიყო სადაც მტერი ვერ მოახერხებდა მისი მთლიანი ძალის გამოყენებას იმიტომ რომ დიდგორის ველი თრიალეთის ქედის მაღალ თხემზე მდებარეობს. ბრძოლა ზუსტად ისე წარიმართა როგორც დავითმა ჩაიფიქრა. მცირე ცხენოსანთა ჯგუფი გამოეყო ქართველთ ჯარს და მტრისაკენ გასწია, ნეჯმ ად-დინ ილ-ღაზი-მმა მცირე რაოდენობის ქართველთა ჯარი მიიღო იმ იმედით რომ ისინი მოღალატეები იყვნენ ქართველთ ჯარში, მაგრამ ქართველმა მცირე რიცხოვანმა მხედართა ჯარმა მტრის ჯარის ცენტრში მოხვედრის თანავე იშიშვლა ხმალი და ძლიერი დარტყმა მიაყენა მტერს, ამ დროს ჯარის მთავარმა ნაწილმა დარტყმა მიაყენა გარედან მტრის ჯარზე, ამას დაერთო დავითის ვაჟის დემეტრეს მეთაურობით მტრის უკან ჩასაფრებული ჯარის დარტყმა ზურგიდან რამაც მტრის ჯარის პანიკა გამოიწვია, ამან კი მტრის მთელი ჯარი არია, მტერმა უკან გაქცევა გადაწყვიტა ქართველებმა უამრავი ტყვე აიყვანა, ქართველთა ჯარმა ნისის საზღვრამდე სდია ნეჯმ ად-დინ ილ-ღაზი-ის ჯარს და მტერი თითქმის მთლად გაანადგურეს. ამბობენ რომ ნეჯმ ად-დინ ილ-ღაზი-ი ქვეყანაში 20-იოდე ჯარის ამალა დაბრუნდა.
დავით IV-ის გამარჯვებამ ნეჯმ ად-დინ ილ-ღაზი-ზე არამარტო საქართველო არამედ მთელი სამხრეთ კავკასია იხსნა.
დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებულმა დავითს გზახსნილი ჰქონდა თბილისისკენ და დმანისისკენ. 1122 წელს თბილიში დაიმორჩილა და ქუთაისი რეზიდენცია თბილისში გადმოიტანა. 1123 წელს კი დმანისი, ამით გააერთიანა დავითმა მთელი საქართველო.

წყარო: 11 კლასის ისტორია, გამომცემლობა ბაკურ სულაკაური.

თეგები
Close
Close