არქივი

დედამიწა 1000 წლიანი ოქროს ხანის მოლოდინშია…

8ed2cfece3df

მოვლენებს წინ ნუ ვუსწრებთ შეიძლება პირიქით ყველაფერი კარგად დამთავრდეს , მაგრამ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ნამდვილად დამშვიდდებით . თუმცა როცა 2012 წელი დადგება ვნახავთ ყველაფერს :P :thanks: :thanks: ;) რაც აქ წერია ის რომ მოხდეს ჩვენი პლანეტა ისევ ისეთი და უფრო ლამაზი იქნება :):) :thanks: :happy:

დედამიწა 1000 წლიანი ოქროს ხანის მოლოდინშია

ამ ბოლო დროს ინტერნეტ საიტებში უამრავი მასალა ქვეყნდება, სადაც 2012 წლისთვის კაცობრიობის დაღუპვაზეა საუბარი. გამოჩნდა რუსულ ენაზე დაბეჭდილი წიგნებიც, რომლებშიც 3 წელიწადში სამყაროს აღსასრულია ნაწინასწარმეტყველები. ადამიანებს ასეთი პროგნოზების ადვილად დაჯერება სჩვევიათ. ბევრს, მართალია, არ სჯერა, მაგრამ აინტერესებს, რას ემყარება ეს წინასწარმეტყველებანი.

“სარკე” ამ თემაზე სასაუბროდ ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილს შეხვდა და, მათ გასახარად, ვინც შიშით მოელის უახლოეს წლებში სამყაროს აღსასრულს, გაცილებით ოპტიმისტური ვარაუდები მოისმინა. ჩვენი რესპონდენტის თქმით, 2012 წელს არათუ კაცობრიობა არ განადგურდება, არამედ განვითარების მაღალ საფეხურზე ავა და ადამიანები თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოიყენებენ. შეიძლება 3 წელიწადში სწორედ ის ათსაუკუნოვანი ოქროს ხანაც დაიწყოს, რაზეც ნოსტრადამუსი წინასწარმეტყველებდა.

– ბატონო დავით, საიდან გავრცელდა თეორიები 2012 წელს სამყაროს აღსასრულის შესახებ?

– ორ თარიღს ასახელებენ – 2012 წლის 21 და 23 დეკემბერი. მაიას ტომების კალენდარი, რომელსაც ცოლკინი ჰქვია, 2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება. ალბათ მათი ვარაუდიც ამას ემყარება, თუმცა მაიას უძველეს წყაროებში მითითებულია, რომ ამ წელს სრულდება ერთი ციკლი და მერე სხვა დაიწყება. მანამდე კი დედამიწაზე მიმდინარე პროცესების სინქრონიზაცია მოხდება.

– ეს რას ნიშნავს?

– დედამიწაზე მიმდინარე პროცესები ჰარმონიაში მოვა კოსმიურ ენერგიებთან. მაიას წყაროებში ოთხი ეპოქაა აღწერილი. პირველი, ანუ მზის ეპოქა, 4800 წელი გაგრძელდა და გარკვეული კატაკლიზმების შემდეგ დასრულდა. მეორე ეპოქა 4010 წელი გრძელდებოდა, მესამე – 4081 წელი, მეოთხე – 5026 წელი. ამ დროს ბიბლიური წარღვნა მოხდა. ჩვენი ეპოქა მეხუთეს მიეკუთვნება, მაგრამ წყაროებში არაფერია ნათქვამი, რომ მეხუთე ეპოქის აღსასრული დადგება. კატაკლიზმები კი, რა თქმა უნდა, იქნება, თუმცა ეს სიახლე არ არის. მეცნიერები ადასტურებენ, რომ დათბობის პერიოდი 1998 წლიდან უფრო აქტიურად მიმდინარეობს. ბუნებრივი კატაკლიზმები 2012 წლამდე გაგრძელდება, მერე კი ჩაცხრება.

– კოსმოსსა და დედამიწას შორის სინქრონიზაცია, ჰარმონია როგორ ან რა ფორმით დამყარდება?

– სინქრონიზაცია გარკვეული ასტრონომიული მოვლენის დროს მოხდება. მზე ჩვენი გალაქტიკის ცენტრს გაუსწორდება, სადაც ე. წ. შავი ხვრელია, რომელიც დიდ ენერგიას ატარებს. შავი ხვრელის მასა 4,3 მილიონჯერ მეტია მზის მასაზე, მისი რადიუსი 6,25 სინათლის საათია. როცა მზე შავ ხვრელს გაუსწორდება, მისგან მომდინარე ენერგეტიკა მზის ენერგიაზე გავლენას მოახდენს. შესაბამისად, ეს დედამიწაზეც აისახება. შეიძლება ამ წელს ბუნებრივი კატაკლიზმები გახშირდეს, მაგრამ ეს კაცობრიობიის აღსასრულის მომასწავებელი არ იქნება.

– მსგავსი ასტრონომიული მოვლენა ოდესმე მომხდარა?

– ასეთი რამ 26 ათას წელიწადში ერთხელ ხდება. 26 ათასი წლის წინ ეს მოვლენა მოხდა და მან მხოლოდ პოზიტიური ძვრები გამოიწვია. მაშინ პირველყოფილი ადამიანის გარდაქმნა მოხდა, ანუ ის განვითარების გაცილებით მაღალ საფეხურზე ავიდა. ასე რომ, ეს მოვლენა ნებისმიერ შემთხვევაში კაცობრიობის განვითარებაზე დადებით გავლენას ახდეს. 26 ათასიანი ციკლი 72 წლიან ციკლებად იყოფა, ყოველ 72 წელში ერთხელ მზე ერთი გრადუსით უახლოვდება გალაქტიკის ცენტრს.

– ალბათ გამოთვლილი გაქვთ, იმ წლებში რა ხდებოდა.

– 2012 წელს თუ გამოვაკლებთ 72 წელს მივიღებთ 1940 წელს. ამ წელს ევროპა მეორე მსოფლიო ომმა მოიცვა, რამაც შემდგომში კაცობრიობის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. 1940 წელს თუ გამოვაკლებთ 72 წელს 1868 წელს მივიღებთ. მოგეხსენებათ, რომ მე–19 საუკუნის 60–იან წლებში ამერიკაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რამაც ადამიანები მონობისგან იხსნა, ევროპაში კი ბატონყმობა გაუქმდა… ასე რომ, ყოველ 72 წელში ერთხელ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა ხდება.

– ყველა ამ გარდამავალ პერიოდს ომები და სისხლისღვრა ახლდა თან. ეს ახლო მომავალშიც მოსალოდნელია?

– რა თქმა უნდა, ეს პროცესები ომების გარეშე არ ჩაივლის.

––საქართველოშიც?

– საქართველოს ჰოროსკოპში 2012 წელი იმდენად პოზიტიურია, რომ კატაკლიზმები ნამდვილად არ ემუქრება, რასაც ვერ ვიტყვით ესპანეთზე, პორტუგალიაზე, საბერძნეთზე, თურქეთზე, ინდოეთზე, ინდონეზიასა და რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილზე. საქართველო ისეთი ქვეყნების ჯგუფში მოხვდა, სადაც ნეგატიური მოვლენები ყველაზე ნაკლებად გამოვლინდება.

– რა არის მოსალოდნელი 2012 წლიდან?

– ახალი ორგანიზაციები შეიქმნება, რომლებიც მთლიანად ეკოლოგიაზე იქნება ორიენტირებული. ბუნების მიმართ მეტ ყურადღებას გამოიჩენენ. ეზოთერიკაში ადამიანის ტვინი განიხილება, როგორც გამტარი. კოსმიური ენერგიები ადამიანის ტვინში იდეებს წარმოშობს. მერე ეს იდეები ცალკეული ადამიანების მხრიდან დედამიწაზე ხორციელდება. მოვა დრო, როცა ადამიანი თავისი ტვინის ას პროცენტს გამოიყენებს. 2012 წლიდან ადამიანის ტვინი მეტად ამუშავდება და შეცდომებს გამოასწორებს. ბევრი ექსპერტი ამბობს, ეკონომიკური კრიზისი დამთავრდა, მაგრამ 2011 წლიდან ყველაზე წარმატებულ ქვეყნებშიც კი სოციალური აფეთქებები მოხდება, მსოფლიოში დემოკრატიის ახალი სისტემა დაინერგება, რადგან ძველმა დრო მოჭამა. შეიძლება დედამიწაზე ახალი ორგანიზაცია შეიქმნას, რომელიც თავისი ძალით გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გაუტოლდება.

– ომი რომელ ქვეყნებს შორის მოხდება?

– ძლიერ სახელმწიფოებს შორის. ბირთვული ომების საფრთხეც გაჩნდება. 2011 წლიდან ამის პირველი ნიშნები გამოჩნდება. 2012 წელს შეიძლება რომელიმე ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოში რაღაც მოხდეს, რაც კაცობრიობას იძულებულს გახდის, ბირთველი იარაღი ან მთლიანად მოსპოს, ან მაქსიმალური კონტროლი დააწესოს. 2012 წლიდან სერიოზული მეცნიერული აღმოჩენები მოხდება, რაც ბევრ რამეს შეცვლის. ასე რომ, ჩემი პროგნოზი მხოლოდ ოპტიმისტურია.

– არსებობს ვერსია, რომ ნოსტრადამუსი სამყაროს აღსასრულს სწორედ 2012 წელს წინასწარმეტყველებდა.

– რამდენიმე ხნის წინ ნოსტრადამუსის ნახატები აღმოაჩინეს. ამ ნახატებს შიფრავენ და 2012 წელს უკავშირებენ. ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების მიხედვით, კაცობრიობის დაღუპვას 1999 წელს ელოდნენ, მაგრამ მაშინაც არასწორად გაშიფრეს. ნოსტრადამუსი ამ წელს მნიშვნელოვან მოვლენას წინასწარმეტყველებდა და ეს მოხდა კიდეც. გლობალური დათბობის პერიოდი აქტიურ ფაზაში შევიდა. შუა საუკუნეებში ინკვიზიცია ქვეყნის აღსასრულზე ლაპარაკს კრძალავდა. ამ პროგნოზების ძალიან მეშინია, რადგან აზრი მატერიალიზდება. საერთოდ ერთი და იმავე რამის რაც უფრო მეტ ადამიანს ეშინია, მეტი შანსია, რომ მართლაც მოხდეს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბოროტ ძალას აწყობს, სამყაროს აღსასრულის რაც შეიძლება მეტ ადამიანს ეშინოდეს. მინდა, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ მათი შიში უსაფუძვლოა! 2012 წლიდან ადამიანების ცხოვრება მხოლოდ სასიკეთოდ შეიცვლება. ამ წელს დაბადებულ ბავშვებს უნიკალური ექსტრასენსული უნარი ექნებათ.

– იმის ალბათობაზე რას იტყვით, რომ ადამიანებმა თავიანთი გაზრდილი შესაძლებლობები შეიძლება ბოროტად გამოიყენონ?

– როცა ადამიანები თავისი ტვინის 100 პროცენტს გამოიყენებენ, ბოროტება აზრს დაკარგავს. სენსიტური, ანუ მგრძნობიარე ადამიანები სულებს ხედავენ ან შეიგრძნობენ. ისინი ჩვენგან იმით განსხვავდებიან, რომ ტვინის მეტ უჯრედებს იყენებენ. დადგება დრო, როცა სივრცეში მობინადრე სულებს ყველა დავინახავთ, ანუ ცოცხალ ადამიანებსა და სულებს შორის ზღვარი წაიშლება. ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა, რომ დედამიწაზე დადგება პერიოდი, როცა ფაქტობრივად ადამიანი უკვდავი გახდება. გარდაცვლილი ადამიანების სულებს დავინახავთ და სიკვდილისადმი მიდგომაც შეიცვლება. ადამიანი სიკეთეს მეტად დაუახლოვდება. ნოსტრადამუსს ისიც აქვს ნათქვამი, რომ დედამიწაზე 1000 წლიანი მშვიდობა, ანუ ოქროს ხანა დამყარდება. ეს პერიოდი კი სწორედ 2012 წლიდან დაიწყება.

წყარო: sana.ge ;)

იხილეთ ასევე
Close
Back to top button