გამოგონებასაკითხავისასარგებლო

ელექტრომობილების ისტორია (ნაწილი I )


ელექტრო მანქანა საწვავზე მომუშავე ძრავის ნაცვლად, ელექტრო ძრავს იყენებს. მსგავსი ტიპის ძრავები უკვე ფართოდ გამოიყენება მოტოციკლეტებში, კატერებში , მატარებლებსა და თვითმფრინავებში. საინტერესოა, როგორი ისტორია აქვს ელექტრო ძრავის და მასზე მომუშავე ავტომობილის შექმნას.

ის, თუ ვინ შექმნა პირველი ელექტრო მანქანა ბოლომდე გარკვეული არ არის, რადგან მასზე რამდენიმე გამომგონებელი აცხადებს პრეტენზიას. 1928 წელს უნგრელმა გამომგონებელმა Ányos Jedlik-მა ააწყო მცირე ზომის ელექტრო ძრავით აღჭურვილი ავტომობილი. 1932 წელს შოტლანდიელმა რობერტ ანდერსონმა ელექტრო ძრავზე მომუშავე ეტლი გამოიგონა. 1935 წელს კიდევ ერთმა ჰოლანდიელმა პროფესორმა სტრატიგ გრონინგენმა აამუშავა ავტომობილი ელექტრო ძრავით. იმავე წელს ამერიკელმა ინჟინერმა თომას დევანპორტმაც ააწყო ავტომობილი ელექტრო ძრავით.

ელექტრო მანქანების გაუმჯობესებული მოდელი ააწყვეს ერთობლივად თომას დევანპორტმა და რობერტ დევისონმა 1942 წელს. მაგრამ მცირე მოცულობის ბატარეების გამო ეს ავტომობილები არაპრაქტიკული იყო. 1865 ფრანგმა მეცნიერმა გასტონ პლანტემ გააუმჯობესა ბატარეების მოცულობა, მისმა შვილმა კი 1881 წელს კიდევ უფრო გააუმჯობესა ბატარეები, მაგრმა ელექტრო ავტომობილებით დიდ მანძილზე გადაადგილება კვლავ პრობლემად რჩებოდა.

1800-იან წლებში საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იყვნენ პირველი ქვეყნები რომლებმაც ელექტრომობილების ფართო წარმოების განვითარებას ხელი შეუწყვეს. 1899 წელს ბელგიელი მეცნიერის Camille Jénatzy-ის აწყობილმა ელექტრომობილმა რეკორდი დაამყარა, ეს იყო 68 მილი/საათში. ამერიკაში ელექტრო მანქანების წარმოებას ყურადღება მას შემდეგ მიაქციეს, რაც უილიამ მორისონმა 6 მგზავრზე გათვლილი ელექტრო ძრავზე მომუშავე ავტომობილი გამოიგონა. სწორედ მორისონის აწყობილი ელექტრომობილი ითვლება ხშირად თანამედროვე ელექტრომობილების წინაპრად, რადგან ის ადამიანებისათვის პრაქტიკული და ადვილი გამოსაყენებელი იყო.

მეოცე საუკუნეების დასაწყისში შეერთებულ შტატებში უკვე ავტომობილების ბუმი დაიწყო, 1899 -1900 წლებში ელექტრომობილების გაყიდვამ სხვა ტიპის ავტომობილებს გადააჭარბა. ერთი ასეთი მოდელი იყო Phaeton-ი რომელიც ჩიკაგოში მზადდებოდა და ერთი დატენვით 18 მილის გავლა შეეძლი, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე კი 14მლ/საათი (23 კმ/სთ) იყო , მანქანის ღირებულება კი 2000$-ს შეადგენდა. უკვე 1916 წლისათვის გამოიგონეს ჰიბრიდი, რომელი ორი, საწვავზე და ელექტროენერგიაზე მომუშავე ძრავით იყო აღჭურვილი.

1900-იან წლებში ელექტრომობილები საწვაზე მომუშავე მანქანებისაგან განსხვავებით, უპირატესობებით სარგებლობდა: მანქანაში არ იყო საწვავის სუნი, ვიბრაცია და ხმაური. საწვაზე მომუშავე მანქანებში სიჩქარის გადართვა სერიოზულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, მაშინ როცა ელექტრომობილს სიჩქარის გადართვა არ ჭირდებოდა. ამ უპირატესობების გამო ხალხში სწორედ ელექტრომობილები სარგებლობდა პოპულარობით. 1910-1920 იან წლებში ელექტრომობილების ფასი 1000-3000$-ამდე მერყეობდა.

მიუხედავად ასეთი პოპულარობისა ელექტრომობილმა დომინანტის პოზიცია შემდეგ ათწლეულებში დაკარგა.

თეგები
Close
Close