არქივი

მარტვილის მონასტერი

4062d798dfb5
კომპლექსი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთში,მარტვილის მუნიციპალიტეტში..მარტვიილთან ახლოს მაღალ გორაკზე.


მონასტერი მდებარეობს რაიონის ცენტრში მარტვილში(გეგეჭკორი)..გეგმის მხრივ ძალიან გავს “ჯვარს”…აქ გუმბათის დიამენტრი შედარებით მცირეა , ნიშები უფრო დიდი,აქ უწყვეტი მთლიანი ფრიზებია, ფრიზებში ბიბლიისა და სახარების სიუჟეტები(დანიელი ლომთა ხაროში, სამსონი და ლომი, ქრისტეს ამაღლება და სხვ.).ეკლსია საფუძვლიანად გადააკეთეს გიორგი II დროს „შექმნა საეპისკოპოსოდ და განაშენა იგი ნაწილთა სიმრავლითა წმიდათა მარტჳლთათა“., დაემატა გვერდითი კედლები , ააგეს გუმბათის ახალი ყელი.ტაძრისთან ახლლოს დგას მცირე ორსართულიანი ეკლესია, X ს – ისა. ტაძრის ზომები: სიგრძე 21 მ-მდე,სიგანე-17,5 მ; სიმაღლე – 23 მ.

09d96c4a0a9a

მარტვილი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან რაც ქართულად ნიიშნავს წამებუულს.მეგრული სახელწონდება-ჭყონდიდი წარმოიშვნა “დიდი ჭყონის”-დიდი მუხისგან.ლეენდის თანახმად ტაძრის ადგილად ვეებერთელა მუხის ხე იდგა, რონელზედაც თუჯისგან დამზადებული „კაპუნია-ს“ კერპი, რომელიც გამოსახავდა პირღია ადამიანს იყო მიმაგრებული და აქ ხდებოდა ჩვილ ბავშვთა მსხვერპლად შეწირვა.ანდრია პირველწოდებულმა გაანადგურა კერპი , მოჭრა მუხა და აღმართა ჯვარი.ტაძრის აგების თარიღად VI-VII საუკუნეების მიჯნას მიიჩნევენ.
მარტვილის მონასტერს შემოვლებული აქვს მაღალი, მძლავრ ბურჯებზე დაყრდნობილი გალავანი.

 

აღმოსავლეთ მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდურზე, პირდაპირ
გალავანში ამოყვანილია ოთკუთხა სათავსი.
კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
მონასტერთან ჩრდილოეთის გალავანში დგას სამსართულიანი ჯვრის ტიპის პატარა ჩიქვანების ეკლესია.

მონასტრის მეორე, მცირე ერთეულია „სვეტი“

ნაგებობათა კომპლექსში შედის ულამაზესი სამსართულიანი სამრეკლო, რომლის სიმაღლე 20 მეტრს აღემატება.

cc647ce9f4fe

მარტვილის მონასტერი ბაგრატ IV-ის (1027-1072)მეფობის დროს უპორველესად ითვლებოდა…ცნობილია რომ საქართველოში ჩამოსულ იორგი მთაწმინდელს ბაგრატმა ჭყონდიდის კათედრა შესთავაზზა..აქვე დააარსა მეფემ საუკეთესო დასასვენებელი ადგილები..
772c6d30bff6

დავით IV აღმაშენებელის აღმზრდელი ,ჭყონდიდელი როგორც ცნობილია,ძველ საქართVელოში დიდი პტივით სარგებლობდა..იყო პერიოდები , როდესაც ის მწიგნობართუხუცესის საქმიანობააც ითავსებდა . მას „ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესად და ვაზირთა ყოველთა უპირველესსად” იხსენიებდნენ… შესაბამისად აქ მოღვაწეობდა.მონასტერი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო.
აქ მოღვაწეობდნენ…გიორგი ჭყონდიდელი,რომანოზ მესვეტე, დავით ჭყონდიდელი, იოანე მესვეტე, იოანე მთავარეპისკოპოსი, იოანე მინჩხი(ჰიმნოგრაფი),მღვდელმთავარი ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი.
მარტვილის მონასტერში იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებები, ითარგმნებოდა და იწერებოდა წიგნები, იყო კრიპტერია – გადამწერ ბერთა საბჭო..

აღსანიშნავია ის ფაქტი , რომ სრულიად საქართველოს

კათალიკოს პატრიარქი , წმინდა ამბროსი აღმსარებელი (ამბროსი ხელაია) დაიბადა მარტვილის რაიონში, სოფელ ინჩხურში 1861 წელს…ის დაუღალავად იბრძოდა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენისათვის, ამის გამო რუსეთში კი გადაასახლლეს..1921 არჩეულ იქნა საქართველოს კათალიკოს პატრიარქად იმავე წწლის 25 თებერვალს ერის სულიერმა მამამ 1922 წლის 7 თებერვალს გენუის კონფერენციის წარმომადგენლებს გაუგზავნა მემორანდუმი, რომლის თითოეული სიტყვა სამშობლოს სიყვარულითა და მასზე თავდადებით იყო განმსჭვალული.. ის დდააპატიმრეს… მისი ბოლო სიტყვები იყო: ”სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული საქართველოს, გვამს კი, რაც გნებავთ, ის უყავით”..1994 წელს ამბროსი ხელაია შერაცხულ იქნა წმიდათა დასში, ამბროსი აღმსარებლის სახელით.

be0e73bd6244

bba85c595a55

8673367f0d5d

მსგავსი ამბები

Back to top button