გართობაკულტურაუცნაური

მკვდრეთით აღდგომა, ვან დამის სასიკვდილო ნომერი!

9b9471a7b2bc

1960 წლის 18 ოქტომბერს დაბადებული ვიწრო პუბლიკისთვის ცნობილი, წარმოშობით ბელგიელი, თუმცა ამერიკაში ფეხადგმული მსახიობი და სცენარისტი ჟან კლოდ ვან დამი, ქართველი მაყურებლისთვის ყველაზე საყვარელ და მისაბაძ პიროვნებად იყო მიჩნეული. უამრავი, ქართული თაობა აღუზრდია ვანდამის კინოებს. შეიძლება ბევრს გაეცინოს და დაგვცინონ ამგვარი გემოვნების გამო, თუმცა ჩვენი თაობა გარდამავალ ეპოქაში აღზრდილთა(ფაქტობრივი მიზეზების და გამო) რიცხვს მიეკუთვნება და დღევანდელი ბავშვებისგან განსხვავებით, ფანტაზიებს და ოცნებებს “ავატარისა” და სხვა მსგავსი მაღალბიუჯეტიან და მაღალი გარჩევადობის ფილმებისგან როდი იკმაყოფილებდნენ, არამედ ბავშურ ჟინს ვანდამისა და ჯეკი ჩანის ყურებით იკლავდნენ.
116a8e0c0a25

ბევრი ქართველისთვის ვან დამი ბავშვობასთან ასოცირდება. მისი ყურება მეოცე საუკუნეში გვაბრუნებს და გვახსენებს ჩვენს უმწიფრობას.

დიახ, გზას გადავუხვიე. ვან დამმა 53 წლის ასაკში ისეთი რამ გააკეთა, რაც ახალგზრდა სისხლ მჩქეფარე კასკადიორებსაც ამ ნაბიჯის გადადგმაზე დააფიქრებდა სერიოზულად.

კერძოდ, მან ვოლვოსთვის რეკლამა გადაიღო, რითაც მან ამერიკის მედია სივრცე დაიპყრო. მის ამგვარ მოქმედებას “აღზევება” და “მკვდრეთით აღდგომა” უწოდეს.
8f76d73bbdbe
დიახ, 53 წლის ასაკში ისეთ წარმატებას მიაღწია, რაც მთელ მის კარიერაში ოდენ ოცნებად რჩებოდა დღევანდლამდე. შეიძლება ეს არაფრად მოგეჩვენოთ, თუმცა ეს მართლაც სასწაულის ტოლფასია, ნახევარსაუკუნე გადაცილებული მამაკაცისთვის, ისიც აღსანიშნავია ამ ტრიუკს ყოველგვარი დამხმარე საშუალებებისა და დაზღვევის გარეშე აკეთებს, ეს ის სიტუაციაა, სადაც უმცირესი ტექნიკური შეფერხება და სერიოზული ტრამვა გარდაუვალია. Respect!

მაინც, ტკბილ ბავშვობასთან ასოცრდება ეს “ყოვლის შემძლე” და “დაუმარცხებელი” ადამიანი.ამ ინფორმაციის არ დადებას ჩემ თავს არ ვაპატიებდი. ძალიან გამიხარდა ჩემი და ბევრის ბავშვობის კუმირის ასეთი ქმედება. თუმცა ეს მსახიობი ყოველთვის დარჩება, როგორც იაფასიანი კნოების გმირი, რომელმაც ბევრი მიმდევარი გაიჩინა თავისი მსუბუქად უნიჭო კინოებით….თუმცა საშუალო დონს კინოებიც ბევრი აქვს გადაღებული.

იხილეთ ვიდეო:

იხილეთ ვიდეო:

მსგავსი ამბები

Back to top button