გასართობისაკითხავისასარგებლო

ტიბეტი

ტიბეტი

ტიბეტი ჩინეთის ავტონომიური რესპუბლიკაა, რომელიც განთქმულია თავისი მრავალფეროვანი კულტურითა და მდიდარი ისტორიით. შეიძლება ითქვას, რომ ტიბეტი ბუდისტებისათვის ისეთივე წმინდა ადგილია, როგორც ისრაელი-ქრისტიანთათვის.

საინტერესო ფაქტები:

* ტიბეტი მდებარეობს აზიის ცენტრში. მისი ფართბია 2.5 მილიონი კმ². იგი ესაზღვრება ინდოეთს, ნეპალს, ბღუტანს, ბურმასა და ჩინეთს.

* ტიბეტის დედაქალაქია ლჰასა.

დალაი-ლამა ტიბეტის პოლიტიკური და სულიერი ლიდერია.

* ადრე ტიბეტი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. მისი ანექსია ჩინეთმა 1949 წელს მოახდინა. ამ ფაქტს ემსხვერპლა ათასობით ტიბეტელი; განადგურდა 6,000-ზე მეტი მონასტერი და ციხე-კოშკი. ტიბეტი დღემდე უშედეგოდ იბრძვის დამოუკიდებლობისათვის.

ტიბეტი

* ტიბეტში მთვარის კალენდარს იყენებენ. იგი 60 წლიან ციკლს მოიცავს. წლის პირველ დღედ მიიჩნევა ლოსარის ფესტივალი-ტიბეტური ახალი წელი.

* ტიბეტელებმა საუკუნეების წინ მოიშინაურეს იაკები-ხარის მსგავსი ცხოველები, რომელთაც შეუძლიათ 50 კგ ტვირთის 5 კმ-ზე წაღება და თავისუფლად ძლებენ -30°C ყინვაში.

* ცეკვას ტიბეტის კულტურაში დიდი ადგილი უკავია. ხშირად ტიბეტელები ცეკვით ჰყვებიან ისტორიებს და გადმოსცემენ ემოციებს.

* ყველაზე მაღალი მწვერვალი, ევერესტი, სწორედ ტიბეტში მდებარეობს.

ტიბეტი

* ტიბეტური მედიცინა, რომლის მთავარი პრინციპიც მედიტაციაზეა დამყარებული, მთელს მსოფლიოშია განთქმული თავისი სასწაულებრივი ეფექტის გამო.

* ტიბეტელები სტუმრისადმი პატივისცემას მათ კისერზე დეკორატიული ნაჭრის მოხვევით გამოხატავენ. ამ ყელსახვევს კატა ეწოდება. კატა შეიძლება იყოს ყვითელი ან თეთრი; მოქარგული ან სადა.

* ყველაზე ცნობილი ტიბეტური კერძი არის წამფა. ტრადიციულად, მას მიირთმევენ ჩასუიმასთან ერთად (ტრადიციული ტიბეტური სასმელი, რომელიც მზადდება ჩაის ფოთლებით, იაკის რძითა და მარილით) .

* ტიბეტში ყველაზე გავრცელებულ “დაკრძალვის ცერემონიას” შემდეგი ხასიათი აქვს: გარდაცვლილი ადამიანის სხეულს მთის მწვერვალზე ტოვებენ, რომელსაც შემდგომში ფრინველები ჭამენ. ტიბეტელთათვის, ეს ცხოვრების გაგრძელების სიმბოლოა.






















წყარო : http://www.angel.ge

მსგავსი ამბები

Close
Close