ახალი ამბებისასარგებლოსურათები

2012-13 წლების ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილები

Forbes-მა გამოაქვეყნა 2012-13 წლების ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების სია, რომელიც ხელმისაწვდომი არის იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მაცხოვრებლებისათვის.

Porsche 918 Spyder Concept / Porsche

ეს ავტომობილი 2013 წელს გამოვა. მისი დაახლოებითი ღირებულება $ 850 000 აშშ დოლარია.

SSC Tuatara / Shelby Super Cars

ეს ავტომობილი 2,5 წამში ავითარებს 96 კმ/სთ-მდე სიჩქარეს. გააჩნია 1350 ც/ძ-ის მქონე 6,8 ლიტრიანი ძრავა. მისი ღირებულება $ 970 000 აშშ დოლარია.

Hennessey Venom GT

სიმძლავრე 1200 ც/ძ. სავარაუდო ფასი $ 1000 000 აშშ დოლარი.

Pagani Huayra / Pagani

იტალიური ავტომობილი. ძრავა V12, სიმძლავრე 700 ც/ძ. 100 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს 3,3 წამში. მაქსიმალური სიჩქარე 370 კმ/სთ. მისი ღირებულება $ 1 300 000 აშშ დოლარია.

Aston Martin One-77 / Aston Martin

ბრიტანული ავტომობილი, 7,3 ლიტრის 12 ცილინდრიანი ძრავით. სიმძლავრე 50 ც/ძ. დაახლოებითი ღირებულება $ 1 400 000 აშშ დოლარი.

Maybach Landaulet / Maybach

გერმანული მძლავრი ლიმუზინ-კაბრიოლეტი 12 ცილინდრიანი ძრავით. 100 კმ/სთ-ს ავითარებს 5,2 წმ-ში. სიმძლავრე 620 ც/ძ. მისიღირებულება $ 1 400 000 აშშ დოლარია.

Koenigsegg Agera R / Koenigsegg

შვედური ავტომობილი 1115 ც/ძ-ით. ძრავის მოცულობა 5 ლიტრი. 96 კმ/სთ-ს ავითარებს 2,9 წამში. ღირებულება $ 1 700 000 აშშ დოლარი.

Zenvo ST1 / Zenvo Automotive

კიდევ ერთი სკანდინავიური ავტომობილი, ამჯერად დანიური. სიმძლავრე 1250 ც/ძ. მაქსიმალური სიჩქარე 375 კმ/სთ. 100 კმ/სთ-ს ავითარებს 2,9 წამში. ღირებულება $ 1 800 000 აშშ დოლარი.

Ferrari 599XX Evoluzione / Ferrari

იტალიური ავტომობილი 730-მდე ც/ძ სიჩქარით. 6,3 ლიტრიანი V12 ძრავით. მისი ღირებულება $ 1 750 000 აშშ დოლარია.

Bugatti Veyron Super Sport / Bugatti

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილი. 16 ცილინდრიანი ძრავა 1200 ც/ძ-ის სიმძლავრით. 96 კმ/სთ-ს ავითარებს 2,4 წამში. მაქსიმალური სიჩქარე 415 კმ/სთ. მისი ღირებულება $ 2 600 000 აშშ დოლარია.

თეგები

ლოლუა ირაკლი

მხიარული ადამიანი

მსგავსი ამბები

Close
Close