არქივი

რამდენად უსაფრთხოა მობილური ტელეფონები?

24a9bb92e0cb
მობილური ტელეფონი დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას ყველა ადამიანი ატარებს დიდიც და პატარაც. მობილური ტელეფონი დიდი ხანია კომუნიკაციის უმთავრესი საშუალება გახდა და მისი მოხმარება დღითი დღე იზრდება, მაგრამ საინტერესოა რამდენად უსაფრთხოა ის ადამიანის ჯანმრთელობისათვის?

უსადენო ტელეფონები გადასცემენ სიგნალს რადიო სიხშირეების მეშვეობით (RF), ეს იგივე სიხშირეებია რასაც ჩვეულებრივი AM/FM რადიოები იყენებენ. მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია გამოიკვლიეს რომ მაღალი სიხშირის ტალღები , იგივე X სხივები, იწვევენ კიბოს. მაგრამ ცოტაა ცნობილი იმ რისკ-ფაქტორებზე რასაც დაბალი სიხშირის ტალღები იწვევენ, რომლებსაც მობილური ტელეფონები გადასცემენ.
a3871e40ad7a
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მობილური ტელეფონების ფართოდ გამოყენება პრაქტიკულად XXI საუკუნიდან დაიწყო და ეს დრო ჯერ არ არის საკმარისი უტყუარი დასკვნების გასაკეთებლად. დაიწყო დაკვირვებები ადამიანებზე, რომლებიც მობილურ ტელეფონებს იყენებენ, მაგრამ მობილურების გამოყენების ვადა 3-7 წლამდე მერყეობს, რაც დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა. რადიაციული სხივების ზემოქმედებით სიმსივნის ჩამოყალიბებას მინიმუმ 10 წელი მაინც ჭირდება აქედან გამომდინარე რისკ ფაქტორების გამოვლენას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.
88096dda5b78
მობილური ტელეფონი სიგნალებს აგზავნის გარე ან შიგა ანტენების მეშვეობით, უახლოესი სადგურის მიმართულებით. რაც უფრო შორს მდებარეობს სადგური, მით უფრო ძლიერი რადიაციული ტალღები გამოიყოფა ტელეფონისაგან, რათა კავშირი დამყარდეს. აქედან გამომდინარე მეცნიერები ასკვნიან , რომ რადიაციის ზემოქმედების ქვეშ ყველაზე მეტად იმ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები მოხვდებიან, საიდანაც სატელეფონო სადგურები შორს მდებარეობენ.

ძალიან ბევრი მეცნიერი და სამედიცინო ექსპერტი იძლევა რეკომენდაციას მივიღოთ სხვადასხვა ზომები გამოსხივებისაგან თავის დასაცავად. უმთავრესი რეკომენდაცია ის არის, რომ მობილური ტელეფონი მხოლოდ აუცილებლობის დროს უნდა გამოვიყენოდ და აუცილებლა უნდა ვატაროდ მობილური მაქსიმალურად შორს ადამიანის თავისაგან.
aa3940174264
შეერთებული შტატების მთავრობამ უკვე მოთხოვა მობილური ტელეფონის მწარმოებლებს, მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ მომხმარებლებს თითეული მოდელის ტელეფონის გამოსხივების შესახებ.

მსგავსი ამბები

Back to top button