გასართობისაკითხავისასარგებლო

მუსიკის ფსიქოლოგია

გაგიგიათ ხომ, რომ მუსიკას ძლიერი ფსიქოლოფიური ეფექტი აქვს ხოლმე?

 

თქვენ რომელი სტილის მოყვარული ხართ? გაინტერესებთ, რით ხასიათდებით ასეთი ადამიანები?

  • ნელი  მუსიკა  ბაროკოს სტილში (ბახი, ვივალდი, კორელი, გედელი) სიმყარის, სიმშვიდის, წესრიგის და დაცულობის შეგრძნებას ტოვებს და ძალიან კარგია მეცადინეობისა და სამუშაო პროცესის დროს.
  • კლასიკური მუსიკა (მოცარტი, გაიდენი) გამოირჩევა სიცხადით, ელეგანტურობით და გამჭვირვალობით. მას შეუძლია მეხსიერებისა და სივრცის აღქმის გაუმჯობესება.                                                                                                                                                                                                        
  • იმპრესიონისტების მუსიკა დაფუძნებულია თავისუფალ მუსიკაზე. ის იწვევს სასიამოვნი შეგრძნებებს, ასეთ მუსიკის მოსმენამ 20 წუთის მანძილზე შეუძლია გააღვიძოს თქვენი შემოქმედებითი მხარეები.
  • ჯაზს, ბლუზს და სხვა მიმდინარეობებს, რომლებიც დაფუძნებულია აფრიკულ ჰანგებზე, შეუძლიათ გუნება-განწყობის ამაღლება, შთაგონება, დარდის გაქარვება, იუმორის გამძაფრება, კუმინიკაბელურობის ამაღლება.
  • რუმბა, მაკარენა… ფლობენ ცოცხალ რითმებს და იმპულსებს, რაც ახშირებს გულისცემას, სუნთქვას უფრო ხშირს და ღრმას ხდის, მთელ სხეულს აიძულებს იმოძრავოს.
  • სამბა კი გამოირჩევა იშვიათი თვისებით – მას ერთდროულად შეუძლია აღაგრძნოს და დაამშვიდოს ადამიანი.                                                                                                                                                                                                                                                                                                                       
  • პოპ-მუსიკა, ასევე არა მშობლიური მელოდია პროვოცირებას უკეთებს ჩვენს სხეულს და აიძულებს მას იმოძრავოს. ითვლება, რომ პოპულარული მუსიკა ნეგატიურად მოქმედენს ადამიანის ინტელექტზე. ტვინი პოპულარული მუსიკის მოსმენისას „ინგრევა“,  „ცვდება“, „ჩნდება ვარდნები“. თქვენ რა თქმა უნდა  ვერ შეამჩნევთ, როგორ ხდება დეგრადაცია, მაგრამ მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს პროცესი ნამდვილად მიმდინარეობს. თითქმის ყველას ყურადღებას იპყრობს პოპ მუსიკის ტექსტი, საქმე იმაშია, რომ პოპ მუსიკას აღმერთებენ რომანტიკოსები, რომანტიკოსები კი მსოფლიოში ძალიან ცოტანი არიან ამიტომ ადამიანიები მას კინო და მუსიკალური სამყაროდან იღებენ.
  • როკ-მუსიკას შეუძლია გააღვიძოს გრძნობები, სტიმულირება გაუკეთოს აქტიურ მოძრაობებს, მოხსნას დაძაბულობა, შეასუსტოს ტკივილი და შეასუსტოს ხმამაღალი და მკვეთრო ხმის უსიამოვნო ეფექტი. ამ მუსიკას ასევე შეუძლია დაძაბულობისა და დისონანსის, სტრესისა და ტკივილის გამოწვევა ორგანიზმში. როკ-მუსიკა „დამანგრეველია“ – ასე თვლის მკვლევართა დიდი ნაწილი. როკი უყვარს ბევრს, ეს მიმართულება აჰიპნოზებს ადამიანს და შეიძლება სუიციდამდეც კი მიიყვანოს, განსაკუთრებით მოზარდები.
  • რელიგიურ და რიტუალურ მუსიკას, შეუძლია ადამიანის დამშვიდება.

 

მუსიკის ჯადოსნურ ჰანგებს შეუძლია ადამიანი სასოწარკვეთამდე მიიყვანოს, აიძულოს გაღიმება, ანდა სულაც დაამშვიდოს. მუსიკა უფრო მეტს ამბობს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ვიდრე ჩვენ გვგონია. ადამიანის მუსიკალურმა  მისწრაფებამ ბევრი რამ შეიძლება თქვას მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

 

 

კვლევებმა აჩვენეს, რომ ექსტრავერტები უპირატესობას ლამაზ, ჟღერად მუსიკას ანიჭებენ, რთული მუსიკის მოყვერულები თავს უფრო დახვეწილად მიიჩნევენ, ხოლო ისინი ვინც ჩვეულებრივ მუსიკას უსმენენ – თავს კონსერვატორებად თვლიან. შესაბამისად, სპორცმენები უპირატესობას ენერგიულ მუსიკას ანიჭებენ, ხოლო ისინი ვინც თავს მთელი მსოფლიოსთვის გახსნილად თვლიან – უსმენენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას. ადამიანის განწყობაც დიდ გავლენას ახდენს მუსიკის არჩევაზე, მაგრამ როგორც წესი, ერთი და იგივე მუსიკალური ჟანრის გარშემო ვტრიალებთ.

 

მუსიკაზე ჩატარებული კვლევებით დამტკიცდა, რომ დისკოტეკაზე მყოფი მოზარდები ნახევარი საათის შემდეგ სრულიად კარგავენ თავის თავზე კონტროლს და ემსგავსებიან ჰიპნოზის ქვეშ მყოფ ადამიანებს. ოდესღაც ჯიმი ჰენდრიქსმა თქვა: „მუსიკის საშუალებით ჩვენ ვაჰიპნოზებთ ადამიანებს, დაგვყავს ისინი პრიმიტიულ დონემდე და როცა გავიგებთ მათ სუსტ ადგილს – შეგვიძლია თავში ჩავუდოთ ყველაფერი, რასაც მოვისურვებთ“…

 

პატივისცემით

ესთი ანტოშვილი

წყარო: http://www.facebook.com/psychea.georgia

loading...
თეგები

psychea.georgia

Master of psychology

მსგავსი ამბები

Close
Close