არქივი

საუკეთესო ქალი მძღოლები. (TOP 5)

88db9a728aa2

გამარჯობათ.წინასწარ ვულოცავ მანდილოსნებს 8 მარტს და უსურვებ ყველაფერს კარგს. იყავით ყველაზე ბედნიერები და ისეთივე ლამაზები როგორც ეხლა ხართ. პირველ რიგში ულოცავ ქართველ მანდილოსნებს, რომლებიც ამაყად ატარებენ ქართულ მანდილს. იცოცხლეთ, იხარეთ და იბედნიერეთ. ეხლა კი პატარა საჩუქარი მაქვს თქვენთვის. რადგანაც ავტო სიახლებით ვანებივრებ უცნაურის საზოგადოებას არ გადაუხვევ თემიდან და მოგიძღვნით ამ სიახლეს, სადაც გაგაცნობთ ყველაზე ცნობილ და ძლიერ ქალ მძღოლებს.

თქვენ ცოტა დაჩაგრულები ხართ, სულ გეუბნებიან აი თქვენ და მანქანა შორს ხართ და ასე შემდეგ. შეიძლება ბევრმა თქვენგანამა არც კი იცოდეს ამ ქალების შესახებ და მინდა იამაყოთ, თქვენ ყველაფერში ნიჭიერები ხართ თქვენს გარეშე ჩვენ, კაცებს არაფერი გვეშველება. აბა დავიწყებ თემას. ეს თემა ეძღვნებათ მანდილოსნებს. .

========================================

b0a23e80608b

1. დანისა პატრიკი: ქალბატონი რომელიც გახლავთ ლეგენდა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მისი აქტიური კარიერა რასაც ქვია გაბრწყინება იწყება 2000 წლიდან. იგი მონაწილეობას იღებდა ბევრ რბოლებში ისეთებში როგორიცა: Formula Ford, IndyCar, ARCA Racing, და რა საკვირველია NASCAR ში. მანდილოსნებო ამ გოგონას შედეგი განუმეორებელია დამყარებული 500 რეკორდიდან ნასკარის რბოლებში ეს ქალბატონი 3 ადგილს იკავებს მთელს მსოფლიოში. 2005 წლიდან იგი ითვლება ერთ ერთ ყველაზე რეიტინგულ მრბოლერად მსოფლიოში კაცებსა და ქალებს შორის იგი 100 იან რეიტინგშიც კი არის შესული. იგი არა მხოლოდ ლამაზი და მშვენიერია არამედ უდიდესი ტალანტის მფლობელია. დღეს დღეობით მონაწილეობას იღებს ამერიკის ყველაზე პოპულარულ რბოლებში NASCAR სადაც იგი 3 ადგილს იკავებს.

========================================

baf822d72306

2. ჟანეტ გუტიერი: კიდევ ერთი ლეგენდა იგი არა მხოლოდ შესანიშნავი მრბოლერი იყო არამედ იგი იყო აეროდინამიკის სპეციალისტი საჰაერო ინსტრუქტორი, შემდეგ კი თვითონვე ქმნიდა აეროდინამიკურ დიზაინს. ასევე იგი იყო პირველი ქალი მრბოლერი რომელსაც ქონდა ლიცენზია.მან გაიმარჯვა ნასკარზე და აიღო სპიდვეის თასი ერთ ერთი პრესტიჟული ამერიკაში. იგი არა მხოლოდ ისტორიაში შევიდა არამედ მისი მანქანა და შლემი დღესაც განთავსებულია სიმტსონის ინსტიტუტში. ახლახანს გამოვიდა წიგნი მის შესახებ რომელზეც უახლოეს მომავალში გადაიღებენ ფილმს. წინგნს ქვია ჟანეტი მაქსიმალური სიმძლავრით. მან კარიერა დაასრულა 1980 წელს.

========================================

2cbc1c9aedfb

3. მილკა დუნო: ოოოოო ქალი ლეგენდა, პირველ რიგში ულამაზესი, შემდეგ კი პროფესიონალი. იგი გახლავთ ლათინო ამერიკელი პირველი ქალი რომელსაც მიენიჭა პროფესიონალი მრბოლერის სტატუსი. იგი არა მარტო ჟურნალ გაზეთების პირველ გვერდზე მოექცა არამედ მან მოახდინა ფურორი იგი მონაწილეობდა LeMan ში. დებიუტშივე მილკა ლემანსზე გავიდა მესამე ადგილზე და შოკში ჩააგდო მთელი ქვეყანა. 2001 წელს კი იგი გავიდა მეორე ადგილზე. იგი იყო პირველი ქალი მძღოლი რომელმაც გაიმარჯვა Ferrari Challenge race ში ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკან ჩამოიტოვა ყველა კაციც და ქალიც. იგი არის პირველი ქალი ვინც დააგროვა ქულები Nissan Championship ში. იგი გახლავთ პირველი ქალი რომელმაც ატარა ყველაზე სწრაფი ავტომობილი. პირველი მრბოლელი ქალი ვინც გაიმარჯვა სამხრეთ ამერიკის რბოლებში. ყველაზე სწრაფი ფინიშირება ქალებს შორის Rolex ის ჩემპიონატში. იგი გახლავთ ქალი რომელმაც აჯობა ბევრ პროფესიონალ კაც მრბოლერს.

========================================

ac1a87869c4d

4. კატერინა ლეგე: ქალი რომელმაც პირველად გაიმარჯვა Toyota Atlantic ჩემპიონატში ამერიკაში. წარმოშობით ბრიტანელია. მონაწილეობას იღებდა ფორმულა 3 ში ფორმულა რენაულტში და ფორმულა ფორდში. იგი გახლავთ პირველი ქარი რომელმაც ერთგვარი ტესტ რეისი ჩაატარა A1 Grand prix ში არცერთ ქალს არ გაუკეთებია მსგავსი რამ. 2006 წელს მოყვა ყველაზე ცუდ ავარიაში რაც კი შეიძლება სარბოლო ტრეკზე მოხდეს მაგრამ გადარჩა კარგათა ჯამრთელადა და აგრძელებს კარიერას. მისი ტალანტი პირველად შეამჩნია ინგლისელმა მრბოლერმა და შესთავაზა მას მონაწილეობა მიიეღო პროფესიონალურ რბოლებშI.

========================================

8fe41e2747b9

5. საბინა შმიტცი: გერმანელი ქალბატონი რომელიც ჩემი ფავორიტია პროფესიონალიზმით ამ 5 ეულში. საბინა არ იღებს პროფესიონალურ ოფიციალურ რბოლებში მონაწილეობას მაგრამ იგი გახლავთ კონკრეტულად Nürburgring ანუ მსოფლიოში ცნობილი სარბოლო გზის სახე ასევე იგი გახლავთ Nurburgring Taxi Bmw M5 ის მძღოლი რომელიც მოძრაობს მხოლოდ ამ გზაზე და ყვლა მსურველს შეუძლია იკატაოს მასთან ერთად. იგი ამ სარბოლო გზაზე დადის ყველაზე ჩქარა ერთხელ მიხაელ შუმახერსაც კი აჯობა დროში. 16 წლის ასაკიდან ამ სარბოლო გზაზე მოღვაწეობს და იგი სრულუფლებიაბნი წევრია საერთო კოლექტივის. შესანიშნავი მრბოლერი ვიდეოებშიც ნახავთ. ასევე ერთი საიტნერესო ფაქტი ერთ ერთი ტესტის დროს მერსედეს სლ 55 ამგ დუგებიდან ამოაგდო მოსახვევში შესვლისას მოსახვევში შევიდა 210 კილომეტრი საათით. 90 გრადუსიანი არ იყო უფრო ნაკლები იყო. თუმცა წარსულში საკმაოდ ბევრი ტიტული აქვს მოგებული ოფიციალურ რბოლებში.

ეს გახლავთ პირადად ჩემი შერჩეული და ვიცი რომ ბევრი სწორედ მათ ანიჭებს უპირატესობას. შემიძლია ვრცლად გაგაცნოთ მათ შესახებ თუ ისურვებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ასე რომ იცოდეთ მანდილოსნებო თქვენ მაგრები ხართ.

========================================

1. დენისა პატრიკი.

2. ჟანეტ გუტიერი.

3. მილკა დუნო.

4. კატერინა ლეგე. ეს კი მისი საშინელი ავარია. ბედიც ამას ქვია.

5. საბინა შმიტცი

მსგავსი ამბები

Back to top button