ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

”შანთი თაუნს” იგივე ღარიბთა დასახლებები

შანთი თაუნი , ზოგჯერ არალეგალური და უუფლებო, წარმოადგენს ღარიბთა დასახლებას. იქაური მოსახლეობა ცხოვრობს ღარიბულ სახლებში რომელიც დამზადებულია ხისგან ან კარდონისგან. ძირითადად შენდება ქალაქის გარეუბნებში, არ გააჩნია არანაირი ელექტროობა და სატელეფონო სერვისები. 2005 წლის მონაცემებით, ერთი მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა შანთი თაუნებში.

შანთი (”Shanty”) წარმოშობილია ირანული სიტყვისგან ”seantigh” , რომელიც წარმოითქმება როგორც ”Shanty” და ნიშნავს ”ძველ სახლს” . ეს სიტყვა გამოჩნდა 1880იან წლებში, როდესაც ირანელი მიგრანტები დაიტბორნენ ნიუ-იორკის მრავალბინიან საცხოვრებლებში.

ღარიბი დასახლებები წარმოდგენილია უამრავ ქვეყანაში. ყველაზე დიდი აზიაში არის ”ორანჟის გარეუბანი” (პაკისტანში), აფრიკაში ”კაიელიტშა” (კეიპ ტაუნი), ევროპაში ნაკლებადაა მაგრამ მაინც გვხვდება, ყველაზე დიდი რაოდენობით საბერძნეთსა და საფრანგეთში.

შანთი თაუნებს ყველგან სხვადასხვა სახელწოდება გააჩნია :

გვატემალა – ასენტამენტო
იტალია – ბარაკოპოლი
კოლუმბია -ბარიო
ინდოეთი -ბასტი
საფრანგეთი – ბიდონვილი
ვენესუელა – ბარიო
ბრაზილია – ფაველა
სამხ.აფრიკა – სკუატერი
არგენტინა- ვილა მისერია
პანამა – გეტო
ჩილე – კამპამენტო (მაშრუმ თაუნი )
ურუგვაი – ასენტამიენტო
თურქეთი – გეჯეკონდუ
ა.შ.შ – ჰუვერვილი

შანთი თაუნების შესახებ წარმოდგენას შეგიქმნით ფილმი სახელწოდებით ” ღარიბი მილიონერი ” , რომლის ნახვის შემდგომ გულგრილი არავინ დარჩებით ამ ხალხის მიმართ.

”Slumdog Millionaire”

აქვე წარმოგიდგენთ რამოდენიმე სიტყვის განმარტებას რომელთა მნიშვნელობა უნდა იცოდეთ( განსაკუთრებით მათ ვისაც მოგზაურობა გიყვართ, თუ სადმე მსგავს წარწერებს ნახავთ მიაქციეთ ყურადღება) :

dormitory- საერთო საცხოვრებელი

squatting- უკანონოდ მითვისებული

urban decay – მიტოვებული ადგილები

favela – ბრაზილიის ღარიბი უბნები

skid row- იაფი საცხოვრებელი (კომუნალური მომსახურების გარეშე)

Hobo – მუშათა დასახლება

Trailer park- ვაგონებში საცხოვრებელი

მსგავსი ამბები

Close
Close