გართობაუცნაური

უცნაური შემთხვევა ნიუ ჯერსიში

5a5ad68be602

ნიუ ჯერსის მცხოვრებმა დეიზი ვალდივიამ პოლიციას აცნობა იმის შესახებ რომ მას სახლის უკან ეზოში ედგა
ბასეინი რომელიც ღამე მოიპარეს დაახლოები ღამის პირველი საათიდან, როცა მისმა ქმარმა დაიძინა ღამის ხუთამდე,
როცა მისმა ქმარმა გაიღვიძა. 

თითქოს ამაში უცნაური არაფერია მაგრამ როცა ქალმა პოლიციას უთხრა რომ მისი
ბასეინი დაახლოებით 1,000 გალონ (3,785 ლიტრი) წყალს იტევდა და ისე იყო მოპარული რომ ერთი წვეთი
წყალიც არ იყო დაქცეული, პოლიცია გადაირია და დაიწყეს შესაძლო ვარიანტების ძებნა. საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ არ იციან როგორ შეიძლებოდა 4საათის განმავლობაში მოეპარათ 4ტონიანი ბასეინი თავისი წყლით
ისე რომ არც ხმაური გაეგო ვინმეს და არც წყალი დაქცეულიყო სადმე.

ერთი რაღაც გამახსენდა. ვარკეთილში მოხუცებულთა თავშესაფარს ვიღაც უნამუსოებმა მოპარეს გენერატორი,
ოღონდ ეს გენერატორი იყო დაქოქილი და მოხუცები ტელევიზორს უყურებდნენ. უცებ შუქი რომ ჩაქრა გავიდნენ
და ნახეს რომ ვიღაცეები ამათი დაქოქილი გენერატორით გამწარებულები გარბოდნენ.

მსგავსი ამბები

Back to top button