TECH & მეცნიერებაგართობა

უოლტ დისნეი და “დისნეილენდი”

cc4335520592

დისნეილენდი – უოლტ დისნეის მიერ დაარსებული გასართობი პარკი. მდებარეობს ანაჰეიმში (კალიფორნია, აშშ). პარკში წარმოდგენილია მრავალი ატრაქციონი, კინოთეატრი, სასტუმრო თუ მუზეუმი.

დისნეილენდი გაიხსნა 1955 წლის 17 ივლისს. მანამდე უოლტ დისნეისათვის ასეთი ტიპის პარკი წლების განმავლობაში ნამდვილი ოცნება იყო. პარკის მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად ზრდის მასში დისნეის ანიმაციური ფილმების გმირებად გადაცმული მსახიობების მონაწილეობა. ამასთან, მსგავსი პარკები გახსნილია ტოკიოში, ჰონგ კონგსა და პარიზში, თუმცა ერთად-ერთი პარკი, რომელზეც უშუალოდ უოლტ დისნეი მუშაობდა, არის ამერიკული დისნეილენდი.

დისნეის ბიოგრაფია

უოლტერ ელიას დისნეი (Walter Elias Disney) ამერიკელი კინოპროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი, გამხმოვანებელი, ანიმატორი და ფილანტროპი. ” დაიბადა 1901 წლის 5 დეკემბერს, ჩიკაგოში.
“უოლტ დისნეი პროდაქშენზის” თანადამფუძნებელი (მის ძმა როისთან ერთად), დისნეი მსოფლიოში ყველაზე კარგად ცნობილი კინოფილმების მწარმოებელი გახდა. მის მიერ დაფუძნებულ კომპანიას, ამჟამად The Walt Disney Company, ყოველწლიურად დაახ. $30 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს.

უოლტ დისნეი განსაკუთრებით ცნობილია როგორც კინოპროდიუსერი, პოპულარული შოუმენი, ინოვატორი ანიმაციაში და თემატური პარკების დიზაინში. მიღებული აქვს 26 ოსკარი (მათ შორის ოთხი ერთ წელიწადში) და დამატებით 59 ნომინაცია, რის გამოც ინდივიდუალურ რეკორდს ფლობს, როგორც ნომინაციებში, ასევე მიღებულ ოსკართა რაოდენობაში.[1] მას ასევე მიღებული აქვს შვიდი ემის ჯილდო. დისნეის შექმნილი აქვს რამდენიმე მსოფლიოში ყველაზე განთქმული პერსონაჟი, მათ შორის მიკი მაუსი, რომელსაც დისნეის ალტერ ეგოდ მიიჩნევენ. მისი სახელი ქვია დისნეილენდს და დისნეიუორლდის თემატურ პარკებს აშშ-ში, იაპონიაში, საფრანგეთსა და ჩინეთში.

დისნეი გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი 1966 წლის 15 დეკემბერს ფლორიდაში მისი ოცნების პროექტის დისნეიუორლდის გახსნამდე რამდენიმე წლით ადრე.

cc4335520592

08869cae0090

96e2575c6fa1

2aab045b5650

a4a0f841f658

69cfec1556b3

22d5a2978b38

8c5a8db817e7

42163c0aea57

13caae94143a

f9191c54af49
პოსტის ავტორი : გიორგი პაპელიშვილი

bloggerBro

Just simple internet user , video editor and future bloger ;) & FBer
Back to top button