გასართობისაკითხავისაქართველო

ლიტერატურული სალონი IV

ლიტერატურული მარგალიტების მომდევნო ნაკრები…ქართველთა შემოქმედებიდან…

“… სიცოცხლეს ალბათ უცრემლოდ რაღაც დააკლდებოდა, მაგრამ მე მაინც მინდა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ტიროდნენ ადამიანები…”

  • გაგზავნეთ გული საითაც გინდათ, ის უმარკოდაც ჰპოვებს ადრესატს
    მორის ფოცხიშვილი
  • გული სიყვარულით ისე უნდა აივსო, სიავისთვის ადგილი არ დაიტოვო …
    ოტია იოსელიანი
  • ღმერთი არ იძლევა დიდი ნიჭს დიდი განსაცდელის გარეშე. ღმერთი ყველა იმ ზომით მოგვივლენს განსაცდელს, რისი ატანაც შეგვიძლია, შესაბამისად გვეძლევა ღვთის მადლიც.
    მამა გაბრიელი
  • ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამქვეყნად.
    კონსტანტინე გამსახურდია-“დავით აღმაშენებელი”
  • დიადია იგი, ვინც იტყვის “ჩვენ” და “მეს” გულისხმობს. ვინც “მეს” იტყვის და “ჩვენს” ნიშნავს.
    კონსტანტინე გამსახურდია
  • იმღერო ფონოგრამაზე იგივეა შემოგთავაზონ ღვინის დეგუსტაცია და მოგაწოდონ ცარიელი ბოთლი.
    თამარ გვერდწითელი
  • და ჭიამაიას
    ვუმზერ ჩემს მუხლებზე დაჩოქილს მუხლებით,
    ყვავილის სადარს…
    რატომ არ დასველდი, თუ წვიმდა წუხელი,
    გეძინა სადა?
    თქვი ჭიამაია, სით მიგიხარია?
    თქვი, ჭიამაია!
    ანა კალანდაძე
  • ჩვილმა თვალები გაახილა
    და ორი ვარსკვლავი დაინახა
    და მერე,მთელი ცხოვრების მანძილზე,
    უფრო მშვენიერი ვარსკვლავები
    არც ერთ
    ცაზე არ შეუმჩნევია.
    ვაჟა ხორნაული-დედაშვილლობა
  • ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა.
    ვაჟა-ფშაველა
  • ჩემი დუმილიც მიითვალე შენდამი ლოცვად
  • სასაცილოა, ბერიკაცი რომ ყმაწვილობდეს და საბრალოა, როს ჭაბუკი ბერიკაცობდეს!ნიკოლოზ ბარათაშვილი
  • “ადრე ნუ ჰკარგავ იმედსა,მალევ ნუ დაწვრილმანდებით. ქედს ნუ მოიხრით მონურად,მალევ ნუ დაიჩაგრებით. აღსდგება ქრისტე, ნუ სტირით,შემოიკრიბეთ მხნეობა! რად მალე გული გაგიტყდათ და დაგიმჩატდათ მხნეობა?! დაგვატკბობს ერთხელ ჩვენაცა თავისუფლების დღეობა. სისხლ გულით ნადენს, ცრემლს-თვალით შესცვლის ლხინი და ღრეობა!…
    ვაჟა-ფშაველა
  • გაიცინე გენაცვალე, იცოდე მზე მხოლოდ ერთხელ ამოდის დღეში, ახალგაზრდობაც ერთხელაა მოცემული. მოწყენა მაშინაც გვეყოფა, ლანდების სამყაროში რომ ჩაგვიყვანენ.
    „მთვარის მოტაცება“
  • დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.
    გურამ დოჩანაშვილი
  • ელი ელამდა,
    ზღვა ბიბინებდა;
    ზღვისა პირსა კარავი იდგა,
    შიგ ქალი იწვა,
    ფარჩა ეხურა,
    ფარჩა ავხადე, სამი ვაკოცე,
    სამმა კოცნამა ფერი უცვალა,
    ფერმა ნაცვალმა წიგნი დაწერა,
    ვის გაუგზავნა?..გიორგი ლეონიძე
  • აი, ყველაფერი ასე, წუთისოფელი იცინოდა, დრო კი მიდიოდა, დრო – წამალი და სენი ყველაფრისა გოდერძი ჩოხელი


და აქვე სამოსელი პირველი .. ნაწარმოები ,რომელიც ერთ-ერთია ცხოვრებაში აუცილებელად წასაკითხ წიგნების შორის

 

  • ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენ ქალაქი, ოღონდ ხანდახან არც ვიცით ხოლმე… თვალებზე ქუდჩამოფხატულნი, მხრებაწურულნი მივიპარებით – ვინმემ არ გვიცნოს… ჩვენი ქალაქის, ლამაზ-ქალაქის მოცისფრო და ვარდისფერი სახლები, ჯერ კიდევ ნედლი, მზეზე ორთქლადენილი კრამიტის სახურავები – თოვლი რომ დნება… ნაუცბათევი გაზაფხულის ამღვრეული სითბო, და მსუბუქად თავბრუდახვეული ლამაზქალაქელები… გატრუნული და მიყუჩებული ხეები მზეში… საოცრად აბზინებული, გამოცოცხლებული ქერქი… ჩრდილში, სახლს უკან ჩარჩენილი დაუმდნარი თოვლი, ჭუჭყიანი ნამცეცებით დაჭორფლილი… ჩვენი ქალაქი, პირველი თბილი დღით არეული, დარეტიანებული ქალაქელები – ლანდოს კოფოზე ჩაძინებული ულვაშა კაცი…

  • “ეს უცნაური, ეს გიჟი მარტი – გაზაფხულის თამაშობანი იწყებოდა, მოსარიდებელი, უნდო…”
  • “ისევ თქვენა ხართ? შეწუხებული… ერთი მეც მკითხეთ… და მაინც, მოდით, ჩამჭიდეთ ეგ უნდო ხელი და ლამაზ-ქალაქი მიმოვიაროთ. ყვავილდაყრილი მომცრო გორაკი, ქალაქის განაპირას, ტყესთან… ლოგინზე პირქვე დამხობილი დომენიკო, და მის თავთით დაყუდებული, სიკეთითა და თანაგრძნობით უნებურად დამნაშავე ხალხი – მარტოობა უყვარს გლოვას. გულაჩუყებულნი, მხარზე ადებდნენ ხელს, იმას კი ბალიშში ჩაერგო თავი… ანა-მარიას თმის შორეული, მოთიბული სუნი… მიწაში იწვა! იქ რა უნდოდა! …მერე ბურუსი და დამძიმება, ვიღაცის ხელი, “რა უბედურებაა, აჰ,” “საბრალო ქალი…” და ისევ სხვისი “აჰ,” სხვისი “ეჰ,” გულწრფელად წუხდნენ ორიოდე დღით ამაღლებული ლამაზ-ქალაქელები, მაგრამ ჭეშმარიტი გლოვა მაინც სხვა იყო – თანხმოვნები არ ერია… ყველაზე დიდი უბედურება – ხმოვნებია, სად “უხხ, ახხ,” და სად გამწარებული სულის ღრიალი – იააიაუოოუუ… ეგდო, გლოვობდა. ვინ რა იცოდა, როგორ უყვარდა…”

  • …ხოლო მე გეკითხებით, ხალხისკენ გაიშვირა ხელები ალექსანდრომ, – რა მიგვიყვანს უკეთესობისაკენ?
  • “სიკვდილი რომ არ იყოს – აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარვა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და არც უბედურნი – აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს… მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი, ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე – სიცოცხლეა, მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, თავად წვიმაც და ჰაერიც აღარაფერი არ იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე, სიკვდილი რომ არ იყოს…”
loading...

მსგავსი ამბები

Close
Close