მასტიმულირებელი კოქტეილი
რა შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე გემრიელი და გამაგრილებელი კოქტეილი ცხელი ზაფხულის სიცხეში ? ზოგიერთ რეცეპტს შემოგთავაზებთ, სურათები ხომ ძალიან ლამაზია და მადაზე მომყვანი:
კოქტეილი, cocktail, სიტყვასიტყვით „მამლის ბოლოს“ ნიშნავს; კოქტეილი სხვადასხვა სპირტიანი ნაყენის, ღვინის, არყის, კონიაკის, რომის, ჯინის, ხილის, ნაღების, კვერცხის, თაფლის, ნაყინის, ყინულისა და სხვათა შერევით მიღბული სასმელია.
მაგრამ, სიტყვა “კოქტეილის” (cocktail) წარმოშობის ისტორია დღემე სადავოა და ალბათ ზუსტად არც არასდროს გაირკვევა. ლექსიკონებში კოქტეილი განმარტებულია, როგორც მასტიმულირებელი სასმელი, რომელიც სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის, შაქრისა და მწარე ნაყენისგან მზადდება.
ეს არის “ცეცხლოვანი კოქტეილი” შეიცავს მცირე რაოდენობით აალებად მაღალგრადუსიან ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც დალევამდე იწვის.
მაგარია… (cool)
კოქტეილის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ კოქტეილი მცირეალკოჰოლიანი სასმელია, რომელიც სამ ან მეტ ინგრედიენტს შეიცავს. თუ შერეული ინგრედიენტი მხოლოდ ორია, მაშინ ეს სასმელი მხოლოდ შერეულია, მაგრამ კოქტეილად არ ითვლება.
პირველად კოქტეილი ნიუ-იორკში, 1806 წელს “Balance and Columbian Repository” -ის ცნობარში ახსენეს, სადაც სასმელს შემდეგი განმარტება ჰქონდა: “მასტიმულირებელი ლიქიორი, რომელიც ნებისმიერი სპირტიანი სასმელისაგან შედგება. აგრეთვე მას ემატება შაქარი, წყალი და მცენარეული ნაყენი”.
ერთ-ერთი ვერსიით, ვირჯინიელი ვინმე ბეტსი ფლანაგანი ჯარისკაცს შერეულ სასმელს ასმევდა. მასში ყველა ის ფერი იყო, რომელიც მამლის კუდშია (cock-მამალი, tail-კუდი). ის ამ სასმელს კოქტეილს უწოდებდა.
უძველესი დროიდან “cocked tail” (ზემოთ აწეული კუდი) ამაღლებული განწყობის მქონე ადამიანს ან ცხენს აღნიშნავდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სასმელს, რომელსაც ადამიანების განწყობის ამაღლება შეუძლია, სწორედ კოქტეილი უწოდეს.
როგორც ყველაფერს, რასაც გაურკვევლობის ბურუსი ფარავს, კოქტეილის წარმოშობასაც ლეგენდებით მოსავენ. ერთ-ერთის თანახმად, მექსიკელმა პრინცესამ, რომელსაც სახელად ჰოკტლმა ერქვა, ამერიკელ სტუმარს სასახლის კარზე დამზადებული სასმელი მიართვა. სტუმარს იგი ძალიან მოეწონა, მასპინძლის სახელი სასმელისაში აერია და კოქტეილად “მონათლა”.
მეორე ლეგენდით, კოქტეილი ინგლისური “კოკ ელისგან” წარმოიშვა და ”მამლის ლუდს” ნიშნავდა, დღეს ასეთი სახელწოდების სასმელი არ არსებობს. ძველად კი, როდესაც მამლების ბრძოლა ერთადერთი სანახაობა გახლდათ, მოჩხუბარ მამლებს ალკოჰოლიანი სასმელების ნაზავით გაჟღენთილი ხორბლის მარცვლებით კვებავდნენ. ეს მათ ძალას მატებდა და ბრძოლაც უფრო საინტერესო იყო. ერთხელაც ”მამლის ლუდი” კაცებს საკუთარ თავზე გამოუცდიათ (რა თქმა უნდა, ხორბლის მარცვლების გარეშე), ძალიან მოსწონებიათ და მალე ახალი სასმელი დასავლეთის სალონების აუცილებელ ატრიბუტად გადაიქცა.
სხვა ვერსიაში ქალი, ვინმე ელიზაბეტ ფლენეგენი ფიგურირებს. იორკთან ახლოს ლუდხანა ჰქონია და ჯარისკაცებს ვისკის, რომისა და სხვადასხვა ხილის წვენის ნაზავით უმასპინძლდებოდა. სასმელის ფერების დანახვისას, ერთ ფრანგ ოფიცერს უთქვამს: გაუმარჯოს მამლის კუდსო!. სხვა გადმოცემით, ქალმა მამლის კუდით სასმისი შეამკო და ამის გამო დაიმკვიდრა სასმელმა ასეთი სახელი. ესპანელები კი ირწმუნებიან, რომ კოქტეილი ესპანური სიტყვაა – კოლა დი გალო და ისიც მამლის კუდს ნიშნავს.
1920 წელს, როცა მშრალი კანონის ძალით ამერიკაში ალკოჰოლიანი სასმელი აიკრძალა, მათ შენიღბვას ხილის წვენების დამატებით ცდილობდნენ, შესაძლოა, სწორედ ესაა კოქტეილის გავრცელების ბოლო საწყისი წერტილი ისტორიაში.
კოქტეილის ჭიქა
თუ სიტყვა “კოქტეილის” წარმოშობა დღემდე სადავოა, ზუსტადაა ცნობილი, რომ კოქტეილის ჭიქა ფრანგმა ფარმაცევტმა, პეიშომ გამოიგონა.
კოქტეილის დამზადება ხელოვნებაა
აღიარებული ფაქტია, რომ კოქტეილის დამზადება სასმელების მექანიკური არევა კი არა, ხელოვნებაა. კოქტეილი სულ მცირე, ორ სხვადასხვა სასმელს უნდა შეიცავდეს. როგორც წესი, მთავარი კომპონენტია – ვისკი, ბრენდი, არაყი, ყინული.
კოქტეილ-ფლიპი: შამპანურის საგანგებო ჭიქით სვამენ. მასში კვერცხის გული, შაქარი და სპირტიანი სასმელები შედის. ყველაფერს თქვეფენ და ჭიქაში გადატანისთანავე მიირთმევენ, რომ ნაფიფქი არ გაუჩნდეს.
ყველაზე მარტივი რეცეპტები:
ფორთოხლის კოქტეილი: მასალა – ფორთოხლის წვენი, მშრალი შამპანური.
მომზადების წესი: შამპანური ჭიქაში ნახევრამდე ფორთოხლის წვენს ვასხამთ, შემდეგ შამპანურით ვავსებთ.
შოკოლადის კოქტეილი “ღმერთების სასმელი”
მასალა:
1-2 სუფრის კოვზი კაკაო; 2 სუფრის კოვზი შოკოლადის ფხვნილი; 100 გრამი რძე; 1 სუფრიუს კოვზი თაფლი; 1-2 ნაჭერი ყინული
მაღალ ჭიქაში ჩავდოთ თაფლი, შევურიოთ მოხარშული და გაცივებული შოკოლადიანი კაკაოს ნაზავი და რძე დავუმატოთ. სუფრაზე მიტანის წინ გავწუროთ და ზემოდან გახეხილი შოკოლადი ან კაკაოს ფხვნილი მოვაყაროთ.
და კიდევ ბევრი რეცეპტია კოქტეილებზე…