არქივი

ტვინისათვის მავნებელი საკვები

db07d447c2f4
ყველამ ვიცით, რომ საკვები როგორიცაა რძე, თევზი, სტაფილო, ხახვი სასარგებლოა ტვინის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის, მაგრამ არსებობს საკვების გარკვეული ჯგუფები რომელიც საზიანოა ტვინისათვის. გამოკვლევებმა დაადგინეს, რომ თუ ადამიანი ამ კატეგორიის საკვებს აქტიურად ღებულობს , მისი ტვინის ფუნქციონირება ნელდება და მეხსიერება მცირდება.

პირველი ჯგუფი: ძალიან მარილიანი საკვები
132910290499
ადამიანის ყოველდღიური მოთხოვნილება მარილისადმი ძალიან მცირეა, ზრდასრულებისათვის 7 გრამი , ბავშვებისათვის 4 გრამი. ძალიან მარილიანი საკვების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიების დაზიანება, და ტვინის კვების შეფერხება. ეს ყველაფერი გამოიწვევს მეხსიერების პრობლემებს და ტვინის ნაადრევ დაბერებას.

მეორე ჯგუფი: ტყვიის შემცველი საკვები
6ab6af3570d2
ტყვიამ შეიძლება შეცვალოს რკინისა და კალციუმის აქტიური სტატუსი ნერვულ სისტემაში. ის ტვინის უჯრედების ერთგვარი ,,მკვლელია”. ტყვიას შეიცავს პოპკორნი, იხვის კვერცხი, სხვადასხვა სახის გამაგრილებელი სასმელები და ა. შ. ასე რომ ტყვიის შემცველ საკვებს სასურველია მოვერიდოთ.
a8c5fd79f71e
61aab0901494
მესამე ჯგუფი: ამ ჯგუფში შედის საკვები, რომელიც იწვება ზეთში 200 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე, და ასევე ის საკვები რომელიც დიდხანს იმყოფებოდა მზეზე. მაგალითად: შებოლილი თევზი, შემწვარი ბატი ან იხვი. მსგავსი საკვების მიღება იწვევს ადამიანის ორგანიზმში მავნებელი ცხიმების დაგროვებას. დიდი რაოდენობით ამ საკვების მიღება იწვევს მეტაბოლური სისტემის მოშლას, რის შედეგადაც ტვინი მალე ბერდება და მისი მოქმედება იზღუდება.
09697689457f
მეოთხე ჯგუფი: საკვები რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს. ასეთი საკვები იწვევს ტვინის უჯრედების დაზიანებას. მცირე რაოდენობით შაქარი , პირიქით აუცილებელია ჯანმრთელობისათვის. განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი საკვების მიღება ერთ ლამდე ბავშვებზე და ორსულებზე. ორსულობის დროს დიდი რაოდენობით შაქრის შემცველმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვში აუცილებელი მინერალების დეფიციტი.

მსგავსი ამბები

Back to top button