არქივი

გამბიტი(პერსონაჟი)

f38a8a723922
გამბიტი
გამბიტი (რემი ეტიენ ლიბიუ) – გამოგონილი პერსონაჟი, მარველის კომიქსების სუპერგმირი, იქს-ადამიანების ყოფილი წევრი. შექმნილია მწერალი კრის კლერმონისა და ილუსტრატორების – ჯიმ ლისა და მიკ კოლინზის მიერ. პირველად, გაკვრით გამოჩნდა კომიქსში შემზარავი იქს-ადამიანები #14 (1990), ამავე კომიქსის 266-ე (1990 წლის აგვისტო) ნომერში კი სრულად. პერსონაჟს გააჩნდა საკუთარი ორი განსხვავებული მინისერია (1993; 1997), გამბიტი გამოჩნდა ასევე მინისერიებში: ”სამურავი/გამბიტი” (1995 წელი) და ”ბიშოფი და გამბიტი” (2001). Gambit & the X-Ternals, რომელიც 1995 წელს გამოიცა, აერთიანებდა განდგომილი მუტანტების გუნდს, გამბიტის მეთაურობით, რომლებიც აპოკალიფსის ჟამის რეალობაში არსებობდნენ.

გამბიტი არის მუტანტი, რომელსაც შეუძლია კინეტიკური ენერგიის მართვა, ასევე ფლობს ჰიპნოზის უნარს. იგი ჩინებული მოჩხუბარია, შეუდარებელია კარტების სროლაში და საუკეთესოდ ფლობს მის კვერთხს.

როგორც პროფესიონალ ქურდს, გამბიტს მხოლოდ რამოდენიმე იქს-ადამიანი ენდობოდა, როდესაც პირველად შეუერთდა გუნდს. ხოლო მას შემდგომ, რაც მისი საიდუმლო კავშირი სუპერბოროტმოქმედ მისტერ სინისტერთან საჯაროდ გაცხადდა, უმრავლესობამ ზურგი აქცია მას, მხოლოდ ცოტას სწამდა გამბიტის გამოსწორებისა. წლების მანძილზე, გამბიტმა მისი მტკივნეული მხარე დაანახა მკითხველს, განსაკუთრებით როუგთან, მის შეყვარებულთან მიმართებაში.

რემი ლებო დაიბადა ახალ ორლეანში, ლუიზიანაში. გამბიტი განსაკუთრებით ამაყობს მისი წარმომავლობით და საუბრობს კეიჯნური აქცენტით. აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაპირველად გამბიტი, სამურავთან და სხვა პერსონაჟებთან ერთად, მწეველი იყო, თუმცა მარველის აღმასრულებელი რედაქტორის, ჯო ქუესადას ანტი-მწეველური პოლიტიკის ზემოქმედებით, პერსონაჟმა ცუდი თვისება მიატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ იგი იქს-ადამიანების პირველი სამი სერიიდან არც ერთში მონაწილეობს, 2009 წელს გამოჩნდა სრულმეტრაჟიან ფილმში იქს-ადამიანების წარმოშობა: ვულვერინი, სადაც პერსონაჟს მსახიობი ტეილორ კიტჩი ანსახიერებს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button