საკითხავისასარგებლოუცნაური

გაყოფილი კუნძულები


მსოფლიოში არსებობს მაგალითები იმისა, როცა ერთი კუნძული განაწილებულია ორ ან მეტ ქვეყანას შორის. პოსტში წარმოგიდგენთ ამ ტიპის ყველაზე ცნობილ კუნძულებს.


ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ირლანდია. ირლანდიის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც კუნძულის 5/6-ს იკავებს, ხოლო დანარჩენი 1/6 უკავია ჩრდილოეთ ირლანდიას, რომელიც დიდი ბრიტანეთის საკუთრებაა. კუნძულის გაყოფა მოხდა 1920 წელს, დიდი ბრიტანეთსა და ირლანდიის მთავრობებს შორის დადებული ხელშეკრულების შედეგად. ჩრდილოეთ ირლანდია თვითმმართველი ერთეულია.


პოლიტიკურად დაყოფილ კუნძულს წარმოადგენს თვითონ დიდი ბრიტანეთი. შოტლანდია და უელსი ავტონომიური ერთეულებია და მათ თავიანთი დამოუკიდებელი ინსტიტუტებიც გააჩნიათ, რომელიც ინგლისისაგან არ კონტროლდება. დღეს შოტლანდიაში აქტიურად მიდის საუბარი დამოუკიდებლობაზე და თუ ეს მოხდა კუნძული უკვე ოფიციალურად გაიყოფა შუაზე.

კუნძული კვიპროსიც მსგავსი პრობლემის წინაშე დგას. ბრიტანეთის ყოფილი კოლონია დღეს ორ ქვეყანად არის გაყოფილი. კუნძულის 2/3 უკავია კვიპროსის რესპუბლიკას, რომელიც ევროკავშირის წევრია, ხოლო 1/3-ზე მდებარეობს ავტონომიური ოლქი, რომელსაც აქტიურად მფარველობს თურქეთი. ქვეყნის ორად გაყოფა კვიპროსზე თურქების შეჭრის შემდეგ მოხდა 1974 წელს. კუნძულზე მდებარეობს ბრიტანეთის სამხედრო ბაზა 1960 წლის ხელშეკრულების შესაბამისად და ასევე დემილიტარიზებული ზონა რომელიც გაეროს კონტროლის ქვეშ იმყოფება, რათა თურქულ და ბერძნულ მხარეს შორის კონფლიქტი იქნას აცილებული.

კარიბის ზღვაშიც გვხვდება გაყოფილი კუნძულები. ქრისტეფორე კოლიმბის აღმოჩენილ კუნძულ ესპანილოაზე 2 დამოუკიდებელი ქვეყანა მდებარეობს: დომინიკის რესპუბლიკა და ჰაიტი. კუნძული გაყოფილი იყო 1804 წლამდე საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. 1865 წელს კი საბოლოოდ ორივე კოლონიზატორმა დატოვა ტერიტორია.

საფრანგეთს და ჰოლანდიას საერთო საზღვარი არ აქვთ, მაგრამ ეს მხოლოდ ევროპაში. კარიბის ზღვაში არსებობს წმინდა მარტინის კუნძული რომელიც 1648 წლიდან საფრანგეთსა და ჰოლანდიას შორისაა გაყოფილი.

მალაის არქიპელაგი მსოფლიოს უდიდესი კუნძულთა სისტემაა, სადაც რამდენიმე გაყოფილი კუნძული მდებარეობს.

ახალი გვინეა ორ , დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად იყოფა. აწმოსავლეთი ნაწილი წარმოადგენს დამოუკიდებელ ქვეყანას, რომლის სახელია პაპუა-ახალი გვინეა. ეს ტერიტორია გერმანიის კოლონიას წარმოადგენდა. ხოლო დასავლეთი ნაწილი კი ინდონეზიის საკუთრებაა. მას შემდეგ რა დასავლეთი ნაწილი ჰოლანდიელებმა დატოვეს , კუნძულის ანექსია ინდონეზიამ მოახდინა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დღევანდელი ,,პაპუა-ახალი გვინეა” ავსტრალიას გადაეცა, მაგრამ ამ ქვეყანამ 1975 წელს მიიღო დამოუკიდებლობა. პაპუა ახალი გვინეა სახელმწიფოს მეთაურად დიდი ბრიტანეთის დედოფალს აღიარებს.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close