არქივი

ციფრული კამერების მოწინავე მწარმოებლები

eafdd9cbf871

ციფრული კამერების მოწინავე მწარმოებლების შექმნის ისტორიები და ინფორმაციები მათზე

1. Canon
5efc2f5cf109
ფირმა დაარსდა 1937 წელს ტოკიოში. Canon-ი დღეს ტრანსნაციონალური კომპანია და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წამოდგენილი. 1986 წელს ფირმამ გამოუშვა პირველი ციფრული კამერა RC-701, და ამის შემდგე 100-ზე მეტი ახალი მოდელი შეიქმნა. Canon-ი ყოველთვის ინარჩუნებდა ლიდერის პოზიციებს ციფრული კამერების ბაზარზე. მისი ყველაზე პოპულარული მოდელებია PowerShot და Reble-ს სერიის კამერები.

 

2.Sony
7f9fe94e6d5e
,,Sony Corporation” იაპონური მულტინაციონალური კონგლომერატია, რომელიც მსოფლიოში ელექტრონული ტექნიკის წარმოების ერთ-ერთი ლიდერია. კორპორაცია დაყოფილია რამდენიმე ნაწილად: Sony Computer Entertainment, Sony Pictures Entertainment, Sony Financial Holdings და ა.შ. ციფრული კამერების წარმოების დაწყებამდე Sony არ წარმოედგენდა ამ სფეროში ლიდერს, მაგრამ Cyber-Shot სერიის კამერებმა კომპანიას დიდი წარმატება მოუტანა. Sony დღეს ციფრული კამერების წარმოებაში მეორე ადგილს იკავებს.

 

3. Olympus
ffbb445e5f12
კომპანია არსებობის საწყის წლებში თერმომეტრებს და მიკროსკოპებს აწარმოებდა, დღევანდელი სახელწოდებით დარეგისტრირდა 1921 წელს , იაპონიაში. პირველი კამერა ფირმამ 1936 წელს დაამზადა. წლების განმავლობაში ფირმა ინარჩუნებდა წამყვან პოზიციებს ჯერ ფირიანი კამერების ხოლო შემდეგ ციფრული კამერების წარმოებაში. დღეს Olympus მესამე ადგილს იკავებს ამ სფეროში.

 

4. Kodak
8d613900f5b1
Kodak-ი მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი ამერიკული ბრენდია, რომელიც 1889 ნიუ-იორკში ჯორჯ ისტმენმა დააარსა. კოდაკი წლების განმავლობაში ლიდერი იყო ფირიანი კამერების წარმოებაში, მაგრამ ახალ ციფრულ ტექნოლოგიებზე დაგვიანებით გადასვლამ მას ლიდერის პოზიციები დააკარგვინა. 2007 წლიდან კომპანიამ აღმასვლა დაიწყო და დღეს ის მეოთხე ადგილს იკავებს.

5. Fujifilm
8edf805da570
Fujifilm-ი 1934 წელს დაარსებული იაპონური ბრენდია. თავიდან კომპანია მხოლოდ იაპონიის მთავრობის შეკვეთებზე მუშაობდა, თუმცა შემდეგ მოახერხა რამდენიმე ქარხნის გახსნა და კამერების მასობრივი წარმოება დაიწყო. დღეს Fujifilm-ი მსოფლიო ბაზრის 6.3%-ს იკავებს ამ სექტორში.

6. Samsung
c69cfd2bb4fb
Samsung Electronics -ი მსოფლიო ელექტრო ტექნიკის წარმოების ლიდერი გახდა 2010 წელს 138.78$ მილიარდი შემოსავლით. სამსუნგი სამხრეთ კორეული ბრენდია რომლიც სათაო ოფისი სეულში მდებარეობს. სამსუნგის ქარხნები მსოფლიოს 65 ქვეყანაში ფუნქციონირებს. რაც შეეხება ციფრულ კამერებს ამ სფეროში სამსუნგი მსოფლიოში მეექვსე პოზიციას იკავებს.

7.Nikon
1c0efafa1f1f
Nikon-ი მსოფლიოში კარგად ცნობილი იაპონური ბრენდია რომელიც ტოკიოში 1917 წელს დაარსდა. 1932 წლიდან ფირმამ დაიწყო კამერის ობიექტივების წარმოება ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უშუალოდ კამერების წარმოებაზე გადაერთო. ნიკონის კამერები გამძლეობით და ხარისხით გამოირჩევა. მსოფლიო კამერების წარმოებაში კი მეშვიდე პოზიციას იკავებს.

8. Panasonic
1473adb31d1c
Panasonic Corporation მულტინაციონალური კომპანიაა რომლის სატაო ოფისი იაპონიაში, ოსაკაში მდებარეობს. კომპანია დაარსდა 1918 წელს და დაარსების წლიდან ტოშიბასთან და სონისთან ერთად იაპონიის ყველაზე დიდ ელექტრო ტექნიკის მწარმოებელს წარმოადგენდა. ციფრული კამერების წარმოებაში Panasonic-ი მერვე პოზიციაზეა.

9. GE
72205dbc4a65
General Electric თომას ედისონის დაარსებული კომპანიაა 1892 წელს. ციფრული კამერების წარმოებაში კომპანია დიდი გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა მათი კამერები საკმაოდ ხარისხიანია. მსოლიო კამერების წარმოებაში დღეს General Electric-ი მეცხრე პოზიციაზეა.

10. Pentax
74fe0f3d45f5
Pentax 1919 წელს ტოკიოს გარეუბანში დაარსდა, მისი თავდაპირველი სახელწოდება ასეთი იყო : Kogaku Goshi Kausha. ფირმამ კამერების და ობიექტივების წარმოება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო. 2008 წელს ის შეერწყა Hoya Corporation-ს რამაც კომპანია მნიშვნელოვნად წინ წასწია კამერების წარმოებაში. დღეს ის ათეული ბოლო ადგილს იკავებს.

მსგავსი ამბები

Back to top button