გასართობისაკითხავისასარგებლო

ლიტერატურული სალონი III

რამდენიმე ახალი-ძველი,რჩეული მარგალიტი თქვენთვის

  • ტკივილი დიდი მასწავლებელია – ცრემლის წვეთი მეტს დაგანახებს, ვიდრე ჭოგრიტი; მწუხარებაა სიბრძნის მეგზური… ლორდი ბაირონი
  • – სამყაროში ყველაფერი ერთხელ ხდება და არასოდეს მეორდება,მაგრამ თუ რაღაც ორჯერ მოხდა,მესამედაც მოხდება… – ამით რისი თქმა გსურთ? – როდესაც გვიყვარს,მხოლოდ მაშინ ვცდილობთ იმაზე უკეთესები ვიყოთ,ვიდრე ვართ… – რას გულისხმობთ? – უდაბნოში წყურვილისაგან მხოლოდ მაშინ კვდებიან,როცა ჰორიზონტზე ოაზისი გამოჩნდება…. – გთხოვთ,განმარტოთ რისი თქმა გსურთ და რას გულისხმობთ. – ვგულისხმობ იმას,რისი თქმაც მსურს – მე უდანაშაულო ვარ და ეს თქვენც კარგად იცით. ალქიმიკოსი
  • ბედნიერების გასაღები არ არსებობს, კარი ყოველთვის ღიაა!
  • კეთილი სიტყვა იქნებ მოკლეც იყოს და იოლი სათქმელიც. ოღონდ მისი გამოძახილი კი დიდხანს ჩაგვესმის ხოლმე… დედა ტერეზა
  • ცხოვრების გზა თავისუფალი და ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს გზა. სიხარბემ მოწამლა ადამიანთა სულები, მსოფლიო სიძულვილისგან ბარიკადებით გადაიღობა. ჩვენ განვავითარეთ სისწრაფე, მაგრამ მასში ჩავიკეტეთ. მანქანებმა გზა გაგვიხსნეს სიმდიდრისკენ, ცოდნამ ცინიკურები გაგვხადა, ნიჭიერებამ კი – გაგვაბოროტა. ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. მანქანებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება, ნიჭიერებაზე მეტად – სიკეთე და თავაზიანობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება ძალადობრივი გახდება და თავის ნამდვილ არსს დაკარგავს
  • ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის ჩარლზ ჩაპლინი
  • ადამიანის სისუსტეებს შორის ყველაზე საინტერესო და ყველაზე საპატიებელი სიყვარულია ჩარლზ დიკენსი
  • ადამიანებმა შეამკეს სიყვარული სიმორცხვით, პოეზიით,თავგანწირვით, მაგრამ მათვე შეიტანეს მასში ისეთი რამ, რაც ცხოველებსაც არ შეუძლიათ: მეტისმეტობა, ღალატი, გარყვნილება და მლიქვნელობა ალექსანდრე დიუმა (შვილი)
  • ჭკვიანმა კაცმა ხანდახან უნდა დალიოს, თორემ გაგიჟდება
  • მთვარე ისე აღელვებს ზღვას, როგორც ქალს. ერნესტ ჰემინგუეი
  • კანონი რა შავ ქვად გინდათ, როცა ქვეყნის სათავეში არამზადები სხედან. ჰერაკლიტე
  • “გავიხედე და დავინახე, რომ მზის ქვეშ ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში და ვერც ძლიერები — ბრძოლაში; არც ბრძენებს
  • აქვთ საკვები და არც გაგების უნარის მქონეთ — სიმდიდრე; არც მცოდნეთ ეპყრობიან კეთილგანწყობით, რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს.” იოჰან გოტფრიდ ფონ ჰერდერი
  • ყველამ იცის, რომ დრო- ეს სიკვდილია. სიკვდილი, რომელიც იმალება საათებში. ფედერიკო ფელინი
  • როცა ბოლომდე შეაბიჯებ სიყვარულის სამეფოში, სამყარო,მიუხედავად მისი არასრულფასოვნებისა, ხდება საუცხოოდ მშვენიერი და შედგება მხოლოდ სიყვარულის გამოხატვის შესაძლებლობებისაგან სერენ კიერკეგორი
  • როცა ვცრუობთ, ჩვენსავე მოქსოვილ ბადეში ვებმებით. უოლტერ სკოტი
  • თუ ადამიანი იდიოტია, ეს დიდიხნითაა!
  • Бить буду сильно, но аккуратно
  • Шампанское по утрам пьют или аристократы или дегенераты!
  • Руссо туристо! Облика морале! Ферштейн?
  • Чтоб ты жил на одну зарплату! ბრილიანტის ხელი
  • სიყვარული და მუსიკა, ორივე მოკლე დრო და მარადისობაა. თომას მანი
  • ყოველ ადამიანს აქვს მთვარესავით გაუნათებელი ერთი მხარე, რომელსაც არავის აჩვენებს მარკ ტვენი

ირწმუნე საკუთარი თავის და მთელი სამყარო დაგიჯერებს !

  • ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შეძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს მამა გაბრიელი

დანამდვილებით არავინ იცის რა არის სული. სული მე მაინც ზღაპრული ჯინივითბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი
და ოცნება მგონია, რომელიც თავის გაჩენის დღიდან თავისუფლებას
ელოდება, თავისუფლებისაკენ მარადიული სწრაფვა და ლტოლვაახასიათებს. მერე ჩვენ,ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ კი უნებლიედ ვანთავისუფლებთ მას ამ ბოთლიდან, უფრო ხშირად კი იგი თვითონ ინთავისუფლებს თავს. და უკვე თავისუფალი კი სასწაულებს სჩადის მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ლიტერატურაში… ყველა გენიოსი მე ბოთლიდან განთავისუფლებული ჯინი მგონია. მართალია ზოგი დიდია ზოგი პატარა, ზოგი უფრო სუსტი ზოგიც ძლიერი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ბოთლიდან განთავისუფლების ბედნიერებას  ყველა ერთნაირად განიცდის… თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუნიჭებია ღმერთს ადამიანისთვის, სიყვარულის ნიჭია. ცოდოა ის კაცი რომელიც ამ დიდი ნიჭის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან…” კუკარაჩა

 

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close