გასართობისაკითხავისასარგებლო

მდინარე ბეციბოკა

ბეციბოკა არის მდინარე მადაგასკარზე. მდებარეობს კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მისი სიგრძე 525 კმ-ია და წარმოადგენს კუნძულის უდიდეს მდინარეს. ცნობილია თავისი მოწითალო-მოყავისფრო ფერით რაც გამოწვეულია სედიმენტების დიდი რაოდენობით, რომელსაც მდინარე რეცხავს. მდინარის სათავე მდებარეობს კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მთებში ზღვის დონიდან 820 მეტრზე, ხოლო შესართავი ზღვის დონეზე და ჩაედინება ბუმბეტუკის უბეში (მოზამბიკის სრუტე). წარმოიქმნება მდინარეების მანანარუსა და ძაბუს შეერთების შედეგად მადაგასკარის დედაქალაქიდან 85 კილომეტრით ჩრდილოეთით. მდინარე სანაოსნოა შესართავიდან 130 კილომეტრის მანძილზე. მის ქვედა ნაწილში განლაგებულია ბრინჯის პლანტაციები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბეციბოკის მოწითალო-მოყავისფრო ფერი წარმოადგენს ეკოლოგიური კატასტროფის ნიშანს. ტროპიკული ტყეების მასშტაბურმა ჭრამ, რომელიც წარმოადგენს კუნძულის ერთადერთ საფარს, დააჩქარა ნიადაგის ეროზიული პროცესები მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.
მდინარის მიერ ჩამოტანილი სედიმენტები ილქება მდინარის ესტუარში და იწვევს ბუმბეტუკის უბის მოშლამვას. ამ პროცესების გამო 1947 წელს საჭირო გახდა ქალაქ მახაძანგის საპორტო ნაგებობების გადატანა რათა არ მომხდარიყო ან ადგილებში საოკეანო გემების გაჭედვა.

 მდინარის ნორმალური მდგომარეობა

 მდინარე წყალდიდობის პერიოდში

თეგები

ლოლუა ირაკლი

მხიარული ადამიანი

მსგავსი ამბები

Close
Close