ახალი ამბებიგასართობიუცნაური

უცნაური და საინტერესო ამბები, ნაწ 40

8 ახალი , უცნაური და საინტერესო ფაქტი…

 

1. კაფე ისლანდიაში
Kollgata Arkitektur-მა წარმოადგინა ახალი კაფე ბოტანიკურ ბაღში, რომელიც ისლანდიის ქალაქ აკურეირიში მდებარეობს







2. უნივერსალური სამკაული:


Shawish-შვეიცარულმა საიუველირო კომპანიამ შექმნა უნივერსალური სამკაული , ამ სამკაულს საიუველირო კომპანიის თანამშრომლები “მსოფლიოში პირველ ბრილიანტის ბეჭედს” ეძახიან. ბეჭედი 150,05 კარატიანია , ხოლო ფასი მერყეობს 70 მლნ დოლარიდან 75 მლნ დოლარამდე. მასზე იუველირები 1 წლის და 6 თვის განმავლობაში შემართებით და მონდომებით მუშაობდნენ. საქმე იმაშია, რომ :
ბეჭედი ერთი უზარმაზარი, დაუმუშავებელი ალმასისგან გამოიკვეთა. მას არ აქვს ბუდე, არ ურევია რაიმე ძვირფასი მეტალი, ან ძვირფასი ქვა. მისი დიზაინი ჯერ კიდევ შარშან, აპრილში შექმნეს, თუმცა ახლა “მსოფლიოს პირველი ბრილიანტის ბეჭედი” უკვე რეალურად არსებობს.

ამ ბეჭედმა თავისი უნიკალურობით ყველა რეკორდი მოხსნა. მან დაჩრდილა ელიზაბეტ ტეილორის – 33.19 კარატიანი, კიმ კარდაშიანის – 20.5 კარატიაიანი და ბიონსეს – 18 კარატიანი ბრილიანტის ბეჭდები.
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მუჰამედ შავეშმა ერთ-ერთ ინტერვიუში წარმოსთქვა თავისი აზრი, რომ მას უნდოდა რაიმე ახლის შექმნა , უნდოდა თავიანთი მომხმარებლების ოცნება და ნატვრა რეალობად და სინამდვილედ ექცია; ტექნიკურად უნიკალური ბრილიანტის ბეჭდის შექმნა საკმაოდ რთული იყო. ამისათვის იუველირებმა სპეციალური ლაზერი გამოიყენეს…
ნახეთ ვიდეო:

3. სუში საუკეთესო მეგობრისათვის

თქვენ ხომ გახსოვთ პოსტი „ უგემრიელესი ნუგბარი?“ – თუ არ გახსენდებათ, მაშინ გთავაზობთ კიდევ ერთ მსგავსს პოსტს, მხოლოდ სხვა ზაზუნას მონაწილეობით; მას მოუმზადეს სუში და ისიც მზადაა , რომ დროულად დააგემოვნოს !!!

4. ჰოლივუდის ვარსკვლავი ელიზაბეტ ტეილორი
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 70 კარატიანი ბრილიანტი, რომელიც ცნობილმა მსახიობმა რიჩარდ ბარტონმა აჩუქა მაშინ ჯერ კიდევ მის შეყვარებულს, ელიზაბეტ ტეილორს. საერთოდ, 70 კარატი არც თუ ძალიან ბევრია, მაგრამ ალმასი საოცრად იყო გამოთლილი და უზარმაზარი ფასი ჰქონდა. შესაძლოა, ამან ითამაშა დიდი როლი იმაში, რომ ბარტონი – ერთადერთი კაცი იყო, ვისაც ტეილორი ორჯერ გაჰყვა ცოლად. ეს წარმოუდგენელი ამბავია, რომ ელიზაბეტა ორჯერ გაჰყვა ცოლად ბარტონს…

რიჩარდ ბარტონი და ელიზაბეთ ტეილორი “კლეოპატრას” გადაღებისას დაახლოვდნენ და ისე შეუყვარდათ ერთმანეთი… გადაღების დასრულებისას ელიზაბეთი იტყვის: “მინდა რიჩარდ ბარტონის ჩრდილიც ვიყო, შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მასთან ერთად უდაბნოშიც კი ვიცხოვრებდი!”

ელიზაბეთისგან ახალი ქორწინება გასაკვირვი არ იყო, იგი ხომ რიჩარდამდე ოთხჯერ იყო გათხოვილი, აი, ბარტონს კი, მეგობრები აფრთხილებდნენ: ტეილორი მონსტრია, გაგანადგურებს, მასთან საქმე არ დაიჭიროო. ყველაზე უახლოესმა მეგობარმა ლოურენს ოლივიემ კი ასეთი დეპეშა გაუგზავნა რიჩარდს: “აირჩიე, რა გინდა იყო – ცნობილი დრამატული მსახიობი თუ საფირმო საქონელი?” მაგრამ რიჩარდმა საყვარელ ქალს ზურგი არ შეაქცია.

ელიზაბეთი 18 წლის გათხოვდა. მისი პირველი ქმარი – ნიკ ჰილტონი სასტუმროების ცნობილი ქსელის მაპატრონე გახლდათ. მათი ქორწინება მხოლოდ ერთ წელს გაგრძელდა. პირველი განქორწინების შემდეგ ერთმანეთს მიჰყვა ელიზაბეთის შემდეგი ქორწინებები… მეორე ქმარი ინგლისელი მსახიობი, მაიკლ უილდინგი უფროსი იყო ელიზაბეთზე, მას ჭკუის დაკარგვამდე უყვარდა თავისი “პატარა ანგელოზი”… ისინი 5 წელი იყვნენ ერთად და ორი ვაჟიშვილი შეეძინათ; შემდეგი ქმარი, პროდიუსერი მაიკლ ტოდი, იუდეველი იყო და მისი ხათრით ელიზაბეთიც იუდეველი გახდა. მათ ქალიშვილი შეეძინათ და არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანდა მათი ცოლქმრობა, რომ არა ტრაგიკული შემთხვევა. მაიკლის თვითმფრინავი ავიაკატასტოფისას დაიმსხვრა. ელიზაბეთი მაშინ 25 წლის იყო. სასოწარკვეთილ, მაგრამ უღმერთოდ ლამაზ ქვრივს ტოდის მეგობარი, მომღერალი ედი ფიშერი ამშვიდებდა. მათ შორის სასიყვარულო სიმები გაიბა. ედიმ ლიზის გამო ოჯახი მიატოვა და ტეილორი მოიყვანა ცოლად…
“კლეოპატრას გადაღებისას”, ეს უკვე ბედისწერა გახლდათ. ის შეხვდა მამაკაცს, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა.
მათი თანაცხოვრება ყველაზე დიდხანს – 12 წელი გაგრძელდა! ისიც ხანმოკლე დაშორებებით. მათ ორჯერ იქორწინეს; ისინი ძვირადღირებულ საჩუქრებს აძლევდნენ ერთმანეტს, თითქოს ეჯიბრებოდნენ სიყვარულის გამოხატვაში -როცა ელიზაბეთმა რიჩარდს ვან გოგის ნახატი უყიდა, ბარტონმა მას თვითმფრინავი აჩუქა, შემდეგ კი ორივემ ერთად შეიძინა თეთრი იახტა. ბარტონმა იცოდა, რომ ელიზაბეთს ძვირფასი სამკაულები უყვარდა. მან ცოლს 23-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი, მარგალიტი “პრეგრინა” (რომელიც თავის დროს მარია ტიუდორს აჩუქეს) და უნიკალური კოლიე უყიდა. ამ კოლიეს ამშვენებდა ბრილიანტი ტაჯ-მაჰალი…

რომ ეშინოდა იმ დღისა, როცა რიჩარდის გარეშე დარჩებოდა: “რიჩარდის გარეშე!! ალბათ მოვკვდები”, – თქვა მან.
1984 წლის აგვისტოში, როცა რიჩარდ ბარტონი გარდაიცვალა, იგი კარგა ხანს ვერ გამოვიდა დეპრესიიდან და აღიარა: მე ახლა უბრალოდ ვარსებობ, რიჩარდთან კი ვცხოვრობდიო…
…ცოტა ხნის წინ, 79 წლის ასაკში XX საუკუნის უდიდესი და ულამაზესი მსახიობი – ელიზაბეთ ტეილორი გარდაიცვალა…
5. ახალგაზდრდა მოზარდის მშობლები 10 დღით წავიდნენ გადაუდებელ საქმეზე და მარტოდ დარჩენილმა 15 წლის ბიჭმა თავის მეგობრებთან ერთად გადაწყვიტეს გაეკეთებინათ თავიანთი სახლის სახურავიდან- წყლის ჩამოსასრიელებელი მთა…
ნახეთ ვიდეო:

6. მანდილოსნის ძვირადღირებული ფეხსაცმელი: არ დაგეგანება ჩაცმა? ის ხომ 200 000-ზე მეტი ღირს !


კარგი ფეხსაცმლის წარმოება დღესდღეობით არავის გაუკვირდება, მაგრამ აი, ბრიტანელმა დიზაინერმა Christopher Michale Shellis-მა,შეძლო წარმოედგინა ჭეშმარიტად უნიკალური ფეხსაცმელი,რომლის რეკორდული ფასი-140 ათასი ფუნტი,ან ოდნავ მეტი 228 ათასი დოლარია.ისინი დამზადებულია სუფთა ოქროსა და 30კარატიანი, 2,200 ბრილიანტისგან. ( ეჰ, რას იზამ…)




7. უდაბნოს წვიმის ბაყაყი, რომელიც კნუტივით კნავის-
ნახეთ ვიდეო…

8. ირმებთან შერკინება…
იხილეთ ვიდეო

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close