არქივი

“შაქრის კუნძულები”

1d61ebfca3b9
705295d16f4b
კუნძულ მადაგასკარის აღმოსავლეთით მდებარეობს მასკარენის კუნძულები, რომელთა შემადგენლობაში შედის ორი შედარებით დიდი კუნძული , რეიუნონი და მავრიკია. კუნძული რეიუნონი არც ისე დიდია:სიგრძით 70 კილომეტრი და სიგანით 50კმ.შორიდან იგი გიგანტურ კუს ჰგავს, რომელიც ოკეანეში მიცურავს.კუნძულზე გამოირჩევა ორი მთიანი მასივი ჩრდილოეთისა და სამხრეთის, რომლებიც მდინარის ღრმა და ვიწრო ხეობებით არის ერთმანეთისგან გამოყოფილი.რეიუნონი ოკეანის სიღრმიდან აღმართული გიგანტური ჩამქრალი ვულკანია, მისი დამრეცი კალტების ნაყოფიერ წითელ მიწებზე კი შარქის ლერწმის პლანტაციებია, მთებში შემორჩენილია მარადმწვანე ტროპიკული ტყე.კუნძულზე აგებულია შაქრის ქარხნები,აქედან გააქვთ ვანილიც. ვანილი, როგორც ვიცით, ,ხვიარა მცენარეა.მასზე ჩნდება ქათქათა თეტრი სურნელოვანი კრისტალები, რომელთაც იღებენ, ნაყავენ და პატარა პარკებში ათავსებენ.ვანილი ფაართოდ გამოიყენება მედიცინაშიმ, საკონდირო და საპარფიუმერიო მრეწველობაში, კუნძულზე კარგად ხარობს ბანანი, ქინაქინის ხე, ილანგ-ილანგი, ილანგ-ილანგის ყვავილისგან საფრანგეთში სუნამოს ამზადებენ, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. უნდა აღინიშნოს, რომ კუნძUლი რეიუნონი შედის საფრანგეთის შემადგენლობაში.
ef849431e547
კუნძული მავრიკია ოკეანის უსაზღვრო სივრცეში ზურმუხტს მოგაგონებთ.მარჯნის რიფებში ვიწრო გასასვლელებია და გამოცდილი ლოცმანის გარეშე შეუძLებელია გავლა.გემი, რომელიც ღამით მოდის დედაქალაქ პორტლუიში, გათენებას ელოდება ქალაქში შესასვლელად, რადგან რამრამობით აქ ქარიშხლებია და ათეულობით გემი ახოსვს ისტორიას რიფებზე დამსხვრეული და სანაპიროზე გამორიყული. კუნძUლი მავრიკია რეიუნონის მსგავსად, შაქრის პლანტაციებითაა დაფარყლი. ზოგან პლანტაციათა შორის გამავალი გზა დერეფანს ჰგავს,შაქრის წარმოება აქაც ეკონომიკის საფუძველია. მდიდარია მავრიკიის მცენარეულობა. აქ იხილავთ: პალმის სხვადასხვა სახეობას, მიხაკიზა და ჯავძის ხეებს, პურის ხესაც კი. თიტქმის ყველგან, საცოხვრებელ სახლებთან, ბაღებსა და კსვერებში, გზების განაპირას ჩნდება ბანანი , ქვიან ნიადაგზე კი ხარობს ნესვის ხე პაპაია. კუნძული მავრიკია, რეიუნონისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი სახელმწიფოა.ესეც მავრიკიის ფოტოსურათები:

e0d875a1db99
705295d16f4b
305fa026574e
f109e3dc98e7

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button