გასართობისაკითხავისასარგებლო

ბაიკალი


იაკუტების ენაზე ბაი-მდიდარი, ყალ-ტბა ანუ მდიდარი ტბა.ბურიტების ენაზე კი ეს სიტყვა ბუნებრივ ზღვას ნიშნავს .ბაიკალი მსოფლიოს ყველაზე ღრმა და ერთ-ერთი ულამაზესი ტბაა.იგი მაღალ მთებს შორის ღრმა ტექტონიკურ ნაპრალშია მოქცეული და გამჭვირვალე წყლითაა სავსე.ტბის ზედაპირი საოცრად წყნარია და ირეკლენბა სანაპიროს თოვლიანი მთები.ბაიკალის ტბაში იმდენივე წყალია, რამდენიც ბალტიის ზღვაში.აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე არც ერთ ტბაში არ არის დაგროვილი (ბუნებრივად!) იმდენი მტკნარი წყალი, რამდენიც ბაიკალის ტბაში. მისი ფართობი ისეთი სახელმწიფოების ტოლია , როგორიცაა ბელგია ან ჰოლანდია.ბაიკალში 386 -ზე მეტი დმინარე ჩაედინება და გამოედინება მხოლოდ მდინარე ანგარა.ამიტომაც ამბობენ ბურიტები 386 ძმის ნაშრომს, ერთი ანიავებსო .ბაიკალში მდინარეები რომ არ ჩაედინებოდეს და მდინარე ანგარას წლის განმავლობაში თანაბრად გამოჰქონდეს წყალი, ტბა დაახლოებით 400 წელიწადში დაიცლებოდა.ტბაში სკამაოდ ბევრი თევზია, ზოგი სახეობა მხოლოდ აქ გხვდება , მაგალითად ცოცხლადმშობი თევზი გოლომიანკა, რომელიც 1000 მეტრის სიღრმეში დაცურავს და მხოლოდ ღამით ამოდის 50-100 მეტრ სიღრმემდე. იგი იმდენად ცხიმიანია, რომ გამჭვირვალე ქერცლითაა დაფარული. ზაფხულში ტალღის მიერ ამოგდებული ეს თევზი მზეზე დნება და მიწაზე ცხიმის ლაქას ტოვებს.ბაიკალის ბინადართა შორის მეორე საოცრებაა სელაპი, რომელიც ჩვეულებრივი ყინულოვანი ოკეანის სელაპისგან არაფრით განსხვავდება, მაგრამ ნელნელა აქ მისი რაოდენობა მცირდება





blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close