გასართობისაკითხავისასარგებლო

ტყის შვილები


მუქ მწვანე ოკეანეში, ჰორიზონტზე მოჩანს მარადმწვანე კუნძული შრი-ლანკა. არაბებისთვის იგი იყო „სერენდიბი“-დალოცვილი კუნძული, ბერძნებისთვის -„ტაპრაბანა“- ბრინჯაოს პალმების სანაპირო, ახლა კი წიგნებში, რეკლამებსა და სტატიებში მოიხსენიება როგორც „აღმოსავლეთის მარგალიტი“.
კუნძულის თანამედროვე სახელწოდება აღებულია შორეული წარსულიდან. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მას შრი-ლანკა -(მშვენიერი მიწა) დაარქვეს. ძველი სახელი კუნძულმა მხოლოდ განთავისუფლების შემდეგ დაიბრუნა (1972 წელს). მისი სილამაზე და სიმდიდრე იყო მიზეზი კუნძულის ხელიდან ხელში გადასვლისა (პორტუგალიები, ჰოლანდიელები, ფრანგები და ბოლოს ინგლისელები), მაგრამ 1972 წელს შრი-ლანკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. მიუხედავად ძარცვა-გლეჯისა და ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროებისა, აქ ჯერ კიდევ შემორჩნენ უძველესი აბორიგენი ტომები -ვედები. კოლონიზატორებმა აიძულეს ისინი, დაეტოვებინათ თავიანთი მიწა-წყალი და ჯუნგლებში ეპოვათ თავშესაფარი.

ვედი ტყის ხალხს ნიშნავს; ვედები ცხოვრობენ ხშირ მწვანეში ჩაფლულ უკედლო და უფანჯრო ქოხებში. სახლის სახურავი ქოქოსის ფოთლებისაა, ყველაზე დიდი ქოხი ტომის ბელადს ეკუთვნის. ისინი მისდევენ ნადირობას, აგგროვებენ კენკრასა და მცენარეთა ფესვებს, გარეული ფუტკრის თაფლს
ჩვენს წელთაღრიცხვამდე კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი დაიპყრეს ბენგალებმა, რომლების თავიანთ თავს უწოდებედნენ „სინჰას“ (ლომს). კუნძულს უწოდებდნენ „ცეილონს“. სახელმწიფო ღერბსა და დროშაზე დღემდე გამოსახულია ლომი. თუმცა კუნძულზე ნამდვილი ლომი არასოდეს ყოფილა. მოსახლეობის ორი მესამედი სინჰალელებია. სამხრეთ ინდოეთიდან თითქმის იმავე პერიოდში გადმოსახლდნენ ტამილები, რომლებიც ამჟამად შრი-ლანკის მცხოვრებთა მეხუთედს შეადგენენ. გადმოსახლებულებმა დაივიწყეს, რომ კუნძული ვედების საკუთრება იყო და მათ ისეთივე ტრაგედია დაატეხეს თავს, როგორიც ამერიკელ ინდიელებს ევროპელებმა. გადარჩენილმა ვედებმა ისწავლეს მიწათმოქმედება: მოჰყავთ ბრინჯი, ბატატი, სიმინდი, მაგრამ რამდენიმე წელიწადში მიწა იფიტება და ისინიც სხვა ადგილზე გადადიან.
ვედები ხორცს ნკვერჩხალზე და ცხელ ნაცარში წვავენ. ბოსტნეულს კი თიხის ქოთნებში ხარსშავენ. ძველებურად აგროვებენ თაფლს , რომლის შემგროვებელზეც ჰიმნია შეთხზული. ქოხებში არ არის არავითარი ავეჯი, მხოლოდ გარეული ცხოველების ტყავი აქვთ დაფენილი, ისიც ყველას არა. მამაკაცებსაც და ქალებსაც ერთნაირი სამოსი აქვთ -წელს ქვემოთ შემოხვეული ქსოვილი.
1972 წლის შემდეგ შეიცვალა მათი ცხოვრება: ახლა მთავრობა უფასოდ აწვდის მათ ბრინჯს, წამალს, განსაკუთრებით მალარიის საწინააღმდეგოს, გაუვალ ტყეებშსი შვეულმფრენით გადაჰყავთ აგრონომები, ექიმები. ბევრმა ვედმა მიატოვა ჯუნგლები და ახალი ცხოვრება დაიწყო. ადრე შევიწროებული და დევნილი ვედები სულ უფრო და უფრო ებმებიან ცხოვრების საერთო ფერხულში.იხილეთ შრი-ლანკის ფოტოები






blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close