არქივი

იბნ ხალდუნი

c8b5c29c2700f4fb0adf21e9

სხვადასხვა შეხედულებებით, შუა საუკუნებიის ისლამური ცივილიზაცია ქრისტიანულზე უფრო დაწინაურებული იყო. ზოგიერთმა მუსლიმმა ისტორიკოსმა ბევრად გაუსწრო ევროპელ თანამოკალმეებს საზოგადოებრივი და კულტურული განვითარების პრინციპების თვალსაზრისით.

მუსლიმი ისტორიკოსები გამოირჩეოდნენ მოვლენათა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შეფასებებით და უკეთ ერკვეოდნენ ქრონოლოგიურ საკითხებში. ისინი გაცილებით ზუსტად ათარიღებდნენ თავიანთ მასალას, ვიდრე ამას ევროპელი ისტორიკოსები აკეთებდნენ. საგულისხმოა ის ფაქტი. რომ ევროპული მწერლობისგან განსხვავებით მუსლიმურ მწერლობაში თითქმის იშვიათად გვხვდება ცაკეული ქვეყნების ისტორია, არსებობდა სხვადასხვა დინასტიების ისტორიები, მაგრამ მთავარი ადგილი ძირითადად მუსლიმურ სამყაროს შეეხებოდა. მუსლიმური საისტორიო მწერლობის შესანიშნავი მაგალითები იყვნენ: ალ-ტაბარი (838-923), ალ-მასუდი (გარდ. 956), იბნ მისკავაიჰი (932-1030), რაშიდ ად-დინი (1247-1318), მაგრამ ყველაზე ცნობადი და გავრცელებული ალბათ მაინც იბნ ხალდუნია.

იბნ ხალდუნი დაიბადა 1332 წელს, ტუნისში. ტუნისის შემდეგ ხალდუნი ცხოვრობდა ფესში, ესპანეთსა და მაროკოში. მისი მთავარი თხზულებაა „მუკადიმა“ – „შესავალი“ (ისტორიაში). იბნ ხალდუნს სწამდა, რომ ისტორია მეცნიერებაა და მაინ უნდა შეისწავლოს საზოგადოების განვითარება, ეს განვითარება კი ბუნებრივი გარემოსა და ადამიანების თანაცხოვრების ურთიერთქმედების შედეგია. „მუკადიმაში“ იბნ ხალდუნი მსჯელობს ისტორიის საზრისზე, ჭეშმარიტების შეცნობის გზებზე, მართებული ისტორიული ცოდნის მოპოვების ხერხებზე, ბუნებრივი გარემოს განმსაზღვრელ ზეგავლენაზე ადამიანებზე და მათ საზოგადოებაზე, ოჯახური, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ცხოვრების ფორმების ევოლუციასა და ბევრ სხვა სოციალურ საკითხზე. ამიტომ იბნ ხალდუნს „სოციოლოგიის მამადაც” მოიხსენიებენ.

ადგილი ტუნისში, სადაც დაიბადა იბნ ხალდუნი:
1e95b268ce39

იბნ ხალდუნის გარდაცვალებიდან კიდევ ოთხი საუკუნის განმავლობაში მისი აზრები დაფარული იყო განათლებული ევროპისათვის, მანამ, ვიდრე სიძველეებზე საყოველტაო „შეშლილობის“ საუკუნეში, 1806 წელს, მისი ნაწარმოებების ფრანგულად ნათარგმნმა ფრაგმენტებმა დღის სინათლე არ იხილეს.

იბნ ხალდუნის ბიუსტი კაიროში:
f4fb0adf21e9

მას შემდეგ ბევრ მეცნიერს, ვისაც კი შეუსწავლია იბნ ხალდუნის ნაშრომები, აოცებს ერთი რამ: დროითი და კულტურული სხვაობის მიუხედავად, ის ყოველთვის აღიქმება როგორც თანამედროვე და ხშირად როგორც თანამოაზრე. ამიტომაა, რომ მის მიმართ დღესაც ქებას არ იშურებენ. უბნ ხალდუნს აფასებენ როგორც „უდიდდეს ისტორიკოსსა და ფილოსოფოსს, რომელიც ოდესმე უშვია ისლამურ სამყაროს და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეტესოტაგანს“, მის ნაშრომებს კი, როგორც „კაცობრიობის მნიშვნელოვან ტრიუმფს“.

იბნ ხალდუნი გამოსახულია 10 ტუნისურ დინარზე:
55d53b263b1f

მსგავსი ამბები

Back to top button