გასართობისაკითხავისასარგებლო

სახელმწიფო და ეკლესია


საახელმწიფოსა და ეკლსიის ურთიერთობას ოდითგანვე მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის მომავლის შექმნაში. ისტორიის ფურცლებმა ჩვენამდე მოიტანა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ურთიერთობის დეტალები, რაც სამწუხაროდ, ხშირად არასასურველ ფაქტებზეც მიგვანიშნებს.
ქრისტიანობა IV საუკუნიდან მოყოლებული, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, გადამწყვეტ როლს თამაშობდა სახელმწიფოს ცხოვრებაში. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა ყოველთვის ჰარმონიული იყო.
გავიხსენოთ ვახტანგ გორგასლის ეპოქა. მთავარეპისკოპოს მიქაელსა და ვახტანგ გორგასალს შორის სერიოზული დაპირისპირება იყო.. მას შემდეგ, რაც ეკლესია დამოუკიდებელი გახდა, ის აღარ იყო არც ერთი ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქციაში, ბუნებრივია, ის ძალიან დიდ როლს ასრულებდა სახელმწიფოს ცხოვრებაში. კერძოდ, განსაზღვრავდა როგორი უნდა ყოფილიყო ქრისტიანული სახელმწიფოს სულიერი ცხოვრება და კულტურა. მეფენი დიდ ანგარიშს უწევდნენ ეკლესიას, მის მწყემსთავარს და საერო ხელისუფლების გადაწყვეტილებანი ხშირად დამოკიდებული იყო ეკლესიის პირველი პირის თანხმობა-ართანხმობაზე.
დავით აღმაშენებლი ერთადერთი და განუმეორებელი მეფეა საქართველოს ისტორიაში, მან შეძლო საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის სრული ჰარმონიის მიღწევა, რადგან თვითონ დავითი იყო ღრმად მორწმუნე და კარგად იცოდა, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის საკითხი სერიოზული ტაქტით გაკეთებული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვდა. ამის დასტური იყო რუის-ურბნისის საეკლესიო კრება.
მეფემ უპრეცენდენტო ნაბიჯი გადადგა, კრების შემდეგ ორი საკვანძო თანამდებობა – ჭყონდიდელისა და მწიგნობართუხეცესის თანამდებობები გაერთიანდა.
უფრო დიდი უბედურება დაიწყო XX საუკუნეში. 1918-1921 წლებში მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ეკლესიას, ფაქტობრივად, მეორეხარისხოვან ორგანიზაციად მიიჩნევდნენ. ჟორდანიას ხელისუფლება ათეისტური იყო და მათ ეკლესიის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ. სერიოზული დაპირისპირება არსებობდა კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდესა და მთავრობის თავჯდომარე ნოე ჟორდანიას შორის. თუმცა ეს კიდევ არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ მოხდა. 15 აპრილს, ბოლშევიკური ხელისუფლების საოკუპაციო ორგანომ საქართველოს ეკლესია კანონგარეშე, იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციად გამოაცხადა და ფაქტობრივად, რეალურად სტატუსი საქართველოს ეკლესიას 2002 წლის “კონკორდატამდე”, ანუ “სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებამდე” არ ჰქონდა.


კონსტიტუციური შეთანხმება ხელმოწერილ იქნა 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, წმ. სინოდმა დაამტკიცა 17 ოქტომბერს, ხოლო პარლამენტმა – 22 ოქტომბერს. კონსტიტუციური შეთანხმება ზოგადად ადგენს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის ჩარჩოებს, რის საფუძველზეც და შესასრულებლად უნდა გამოიცეს მთელი რიგი სამართლებრივი აქტები. ეს პროცესი ამჟამად მიმდინარეობს.

დღეს ამ მხრივ საქართველო მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფოა მთელი ევროპის მასშტაბით, სადაც განსაკუთრებით არის დაცული და უზრუნველყოფილი სახელმწიფოს ძირითადი რელიგიის უფლებები.

 

წყარო : http://www.ambioni.ge

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close