გართობაუცნაური

ჩვენი დროის ყველაზე მდიდარი მონარქები

228a21285d8d8b9dd1470b3c

აპრილში ნიდერლადების სამეფო გვირგვინი გადაეცემა 45 წლის მეფისწულს ვილემა-ალექსანდრეს, ნიდერლანდების მონარქიისათვის ეს დიდი მოვლენაა, იმიტომ, რომ ბოლო 120 წლის განმავლობაში მეფის ტახტზე იჯდა ქალი. დედოფალი ბიატრისა, რომელსაც პლანეტის მდიდარი მონარქების რეიტინგში მე-7 ადგილი უკავია, თავის ვაჟს გადასცემს არა მარტო ტიტულს და გვირგვინს, არამედ თავის დიდი ქონებას. თქვენს წინაშეა ყველაზე მდიდარი მონარქების ჩამონათვალი, რომელთაც თავისი პოსტი უკავია 2013 წლის 31 იანვრის მდგომარეობით. (რეიტინგი შეადგინა, გამომცემლობა – Forbes-მა, ინგლისის ჰერალდიკური ალმანახზე დაყრდნობით Almanach de Gotha)

1. ელიზაბეტ II, დიდი ბრიტანეთის დედოფალი

d26847b47864

ასაკი – 86 წელი
გამეფების წელი – 1952
მისი ქონება შეაფასებულია 60 მილიარდ ევროდ ( პრაქტიკულად 94,42 მილიარდი $)

ინგლისის დედოფალის ქონების დათვლისას არ ითვალისწინებენ იმ უნიკალური ობიექტების ღირებულებას, რომლებიც ითვლება სახელმწიფო ქონებად, მაგრამ თუ ჩავთვლით ბუკენგემის და კენსიონტონის სასახლეებს, უინდზორის ციხესიმაგრეს, ჰოლირუდის სასახლეს, სენტ-ჯეიმსის სასახლეს და სხვა უძრავ ქონებას, რომლებიც იმყოფება დედოფალის ოჯახის განკარგულებაში, აგრეთვე მეფის ხელოვნების ნიმუშების კოლექციას, მაშინ ელიზაბეტ II დგას რეიტინგის პირველ ადგილზე.

2. აბდალა იბნ აბდელ აზიზ ალ საუდ, საუდის არაბეთის მბძანებელი

996ff6402a24

ასაკი – 88 წელი
გამეფების წელი – 2005
მისი ქონება შეფასებულია 40 მილიარდ ევროდ (პრაქტიკულად 62,95 მილიარდი $)

საუდის არაბეთის ქონების მთავარ წყაროს წარმოადგენს ნავთობი, რომლის რეალიზაციის შედეგად ქვეყანა იღებს 1 მილიარდ დოლარს დღეში, რომ არაფერი ვთქვათ ძალიან ბევრი საუკეთესო ჯიშის არაბული ცხენებზე (აბდალა იბნ აბდელ აზიზ ალ საუდი ბრძანდება დიდი მოყვარული ცხენოსნობის და საცხენოსნო კლუბის ერ-რიადეს ფუძემდებელია) და ამასთან უამრავი ანტიკვარიატი და ექსკლუზიური ავტომობილი.

3. შეიხი ხალიფა იბნ ზაიდ ალ-ნაჰაინ, აბუ-დაბის ემირი

9b2c4c5c8043

ასაკი – 65 წელი
გამეფების წელი – 2004
მისი ქონება შეაფასებულია 30 მილიარდ ევროდ ( პრაქტიკულად 47,21 მილიარდი $)

აბუ-დაბის შეიხი, არის არაბეთის გაერთიანებული ემირატების მოქმედი პრეზიდენტი, ფლობს უზარმაზარ ქონებას, ასევე ნავთობის წყალობით. პრაქტიკულად არაბეთის გაერთიანებული ემირატების ნავთობის მარაგის 80 % თავმოყრილია აბუ-დაბის ემირატში, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ის დიდ ფულს აბანდებს მსოფლიო ეკონომიკის სხვადასხვს დარგებში, რასაც მისთვის დიდი შემოსავალი მოაქვს.

4. პხუმიპონ ადულიადელი, ტაილანდის მბრზანებელი

02c2f55c1e72

ასაკი – 85 წელი
გამეფების წელი – 1946
მისი ქონება შეაფასებულია 28 მილიარდ ევროდ ( პრაქტიკულად 44,06 მილიარდი $)

ჩვენს რეიტინში მე-4 ადგილზე მყოფი მონარქი, შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე უფრო მხარჯველად, მისი ქონების დიდი ნაწილი იხარჯება 3 ათასსზე მეტი პროექტის რეალიზაციაზე, კონკრეტულად ტაილანდის სასოფლო-სამეურნეო მიწების განვითარებაზე. ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ის არის ტაილანდის უძრავი ქონების სამეფო სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელსაც გააჩნია კოლოსალური მიწის ნაკვეთები ქვეყანაში. ამასთან ის არის მფობელი ძვირფასი ქვების, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ მის ქონების რაოდენობაზე.

5. შეიხი მოჰამედ იბნ რაშიდ ალ-მაკტუმი, დუბაის ემირი

81e444bac20d

ასაკი – 63 წელი
გამეფების წელი – 2006
მისი ქონება შეაფასებულია 25 მილიარდ ევროდ ( პრაქტიკულად 39,34 მილიარდი $)

ამჟამად შეიხი მოჰამედი არის გაერთიანებული არაბეთის ემირატების პრემიერმინისტრი. ისიც თავის სიმდიდრეს ნავთობს უნდა უმადლოდეს, არის აგრეთვე ძვირფასი ჯიშის ცხენების მლობელი. ამასთან მისთვის დიდ შემოსავალი მოაქვს ინვესტიციებს, რომელსაც ის აბანდებს მთელს მსოფლიოში.

6. ჰასანალ ბოლკიაჰ, ბრუნეის სულთანი

37d6efd22b33

ასაკი – 66 წელი
გამეფების წელი – 1967
მისი ქონება შეაფასებულია 24 მილიარდ ევროდ ( პრაქტიკულად 37,77 მილიარდი $)

ბრუნეის სულათანის ყველაზე უფრო ცნობილ ქონებას წარმოადგენს ავტომანქანების კოლექცია, რომელიც ითვლის 3-6 ათასს მანქანას (რომ არ ჩავთვალოთ ქვეყანაში ამოღებული ნავთობი) პრაქტიკულად ყველა მათგანი გამოვიდა შეზღუდული სერიით ან ერთადერთ ეგზემპლიარად. მთელს მსოფლიოში ცნობილია აგრეთვე სულთანის სასახლე (‘სინათლის სასახლე”) ფართობით 200 ათასი კვ.მ/ 1788 ოთახით და 257 აბაზანით.

7. ბეატრისა, ნიდერლანდების დედოფალი

fe671e506a37

ასაკი – 57 წელი
გამეფების წელი – 1980
მისი ქონება შეაფასებულია 10 მილიარდ ევროდ ( პრაქტიკულად 15,74 მილიარდი $)

საერთოდ დედოფალ ბეატრისას ქონებს შეფასებულია 300 მილიონ ამერიკულ დოლარად, თუ არ გავითვალისწინებთ კომპანია Royal Dutch Shell-ის აქციების სამეფო წილს (დაახლოებით 25%), საიუვილერიო ნაკეთობების და ხელოვნების ნიმუშების ღირებულებას. თუ გავითვალისწინებთ ყველა ამ სიმდიდრეს, მაშინ ნიდერლანდების დედოფალის საერთო ქონება ათჯერ უფრო მეტი გამოდის, რომელიც მას აძლევს საშუალებას იყოს ჩვენი დროის, ყველაზე უფრო მდიდარი მონარქების ათეულში.

8. საბაჰ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ას-საბახ, ქუვეითის ემირი

b82180d7bf32

ასაკი – 83 წელი
გამეფების წელი – 2006
მისი ქონება შეაფასებულია 9 მილიარდ ევროდ ( პრაქტიკულად 14,17 მილიარდი $)

ქუვეითის მონარქის შემოსავლების ყოველწლიური წილი გროვდება ნავთობის რეალიზაციიდან, რაც უდრის 188 მილიონ ამერკულ დოლარს და წარმოადგენს მის ძირითად ქონებას. შეიხი საბაჰი აცნობიერებს, რომ ნავთობის მარაგი როდესმე გამოილევა, ამიტომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა მზად იყოს პოსტ ნავთობის პერიოდისათვის: ატარებს ეკონომიკურ რეფორმებს, ქმნის პირობებს უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.

9. ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი, კატარის ემირი

7ed15c635e65

ასაკი – 61 წელი
გამეფების წელი – 1995
მისი ქონება შეაფასებულია 7 მილიარდ ევროდ ( პრაქტიკულად 11,02 მილიარდი $)

საკუთარი მამის ტახტიდან გადმოგდების გზით (რომელიც დასასვენებლად შვეიცარიაში იყო წასული) , ხელისუფლებაში მოსული შეიხი ჰადამი ცნობილია როგორც პროგრესიული მმართველი: მისი მმართველობის დროს კატარი გახდა პირველი სახელმწიფო რეგიონში, რომელმასც ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა. კატარის ემირმა შექმნა სამაგალითო პირობები, რაც იზიდავს უცხოელ ივნესტორებს, მსოფლიოს ყველაზე უფრო მოწინავე კომპანიებიდან.

10. ქაბუს ბენ საიდ ალბუსაიდ, ომანის სულტანი

c47a9c78b72d

ასაკი – 72 წელი
გამეფების წელი – 1970
მისი ქონება შეაფასებულია 6 მილიარდ ევროდ ( პრაქტიკულად 9,44 მილიარდი $)

იმამათის ომანისა და სულთანათ მასკატის გაერთიანებით, ქაბუს ბენ საიდ ალბუსაიდმა დააარსა საერთო ხელისუფლება. სულათანი ომანა, როგორც ამ რეგიონის სხვა მონარქები, არის “სანავთობე” ქონების მფლობელი. ამასგარდა ის არის 1972 წელს აშენებული მეფის სასახლის კასრ ალ-ალამის მფლობელი, აგრეთვე რამოდენიმე იახტის მფლობელიც (რომელთაგანაც ერთ-ერთი არის 155 მეტრიანი იახტა “ალ-საიდ”).

11. ჰანს-ადამ II, ლიხტანშტეინის პრინცი

7ad051e37153

ასაკი – 67 წელი
გამეფების წელი – 1989
მისი ქონება შეაფასებულია 4 მილიარდ ევროდ ( პრაქტიკულად 6,29 მილიარდი $)

პატარა ალპური სახელმწიფოს ჰერცოგის მთავარ ქონებს წარმოადგენს , საშინაო ბანკი LGT. ამასთან , ლიხტენშტეინის ახლანდელი მონარქი ფლობს XVII საუკუნის რამდენიმე სასახლეს ვენაში, ხელოვნების ნიმუშების განუმეორებელ კოლექციას, რომლებიც შეგროვებულია ჰერცოგის წინაპრების მიერ 4 ასეული წლის განმავლობაში, აგრეთვე 20 ათასი ჰექტარი მიწა.

12. ჰამად იბნ ისა ალ-ხალიფა, ბახრეინის მბრზანებელი

8a1ba87c3df0

ასაკი – 63 წელი
გამეფების წელი – 2002
მისი ქონება შეაფასებულია 3,5 მილიარდ ევროდ ( პრაქტიკულად 5,50 მილიარდი $)

ბახრეინის მბრზანებელი არის არაბული ცხენების დიდი მოყვარული. 1977 წელს მან შექმნა ამირის თავლა, რომელიც ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდა არაბული ცხენების გლობალური ორგანიზაციის სიაში. მას დიდი შემოსავალი აქვს ნავთობიდან, აგრეთვე საერთაშორისო ინვესტიციებიდან, რომლითაც დაკავებულია სამეფო ფონდი.

13. ანრი, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი

54e4750ee5f3

ასაკი –57 წელი
გამეფების წელი – 2000
მისი ქონება შეაფასებულია 3 მილიარდ ევროდ ( პრაქტიკულად 4,72 მილიარდი $)

ევროპელი მონარქებს არ შეუძლიათ დაიტრაბახონ თავიანთი შემოსავლებით აღმოსავლეთის კოლეგებთან შედარებით, რომლებიც თავიანთ ქონებას ზრდიან ნავთობის წყალობით. ამიტომაც ჰერცოგ ანრის ქონება ეს არის: საბანკო ანგარიშები, უძრავი ქონება, ოქროს ნივთები, აგრეთვე სხვადასხვა კომპანიების აქციები. აღსანიშნავია, რომ ჰერცოგის შემოსავლების ნაწილი მიდის გარემოს დაცვაზე.

14. ალბერტ II, მონაკოს პრინცი

c9c8a8cf8bb2

ასაკი – 54 წელი
გამეფების წელი – 2005
მისი ქონება შეაფასებულია 3 მილიარდ ევროდ ( პრაქტიკულად 4,72 მილიარდი $)

მონაკოს პრინცის მფლობელობაშია ხელოვნების ნიმუშების მდიდარი კოლექცია, შეგროვებული პრინცის ოჯახის მიერ. აგრეთვე ის დიდ შემოსავალს იღებს მონტე-კარლოს კაზინოებისაგან.

15. აღა ხან IV, ისმაილიტებისა და ნიზარიტების იმამი

8b9dd1470b3c

ასაკი – 76 წელი
გამეფების წელი – 1957
მისი ქონება შეაფასებულია 2 მილიარდ ევროდ ( პრაქტიკულად 3,15 მილიარდი $)

აღა ხან IV არის ისმაილიტებისა და ნიზარიტების უდიდესი სექტის სულიერი ხელმძღვანელი, რომლებიც ცხოვრობენ ტაჯიკეთში, ინდოეთში, სირიაში და ზანზიბარში. ვინაიდან ნიზარიტებს არ გააჩნიათ საკუთარი ქვეყანა, მათი ხელმძღვანელი გაიგივებულია მონარქთან. 1957 წელს დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ მას მიართვა ტიტული “მისი აღმატებულება”. ის არის 900 სუფთა სისხლის არაბული ცხენების მფლობელი, აგრეთვე ინგლისში ერთერთი საცხენოსნო აუქციონის სახლის ნაწილის მფლობელი, რასაც მისთვის დიდი მოგება მოაქვს – 300 მილიონი ამერიკული დოლარი წელიწადში. აგრეთვე ის ღებულობს შემოსავალს რამდენიმე ავიაკომპანიების და ძვირფასი სასტუმროების მართველობიდან, ტურისტული ბიზნენსის ინვესტიციებისაგან და არის უდიდესი სამრეწველო კომპანიების აქციების მფლობელი.

 

მსგავსი ამბები

Back to top button