TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

მსოფლიოს შთამბეჭდავი ფესტივალები

5d5211fcbc28
ყველაზე ფერადი და სახალისო ფესტივალები, რომლებსაც ერთხელ მაინც უნდა დაესწროთ ცხოვრებაში:
1. a2723063868c
1. ვენეციური კარნავალი – ვენეცია, იტალია
კარნავალი იტალიის ქალაქ ვენეციაში დასაბამს X საუკუნიდანიდან იღებს და ყოველწლიურად, დიდმარხვის დაწყებამდე, 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. ადგილობრივი მაცხოვრებლები ნაირგვარ კოსტიუმებსა და ნიღბებშია გამოწყობილი და მხიარულობს ქალაქის ქუჩებში…
„კარნავალი ის დღესასწაულია, სადაც ყველა ოინს გასავალი აქვს”, – ასე ამბობენ აპენინების ნახევარკუნძულზე. კარნავალი დღეს აღდგომის რელიგიურ დღესასწაულთანაა დაკავშირებული. მისი სახელი (ლათინურად carnemlevare) ხორცის ამოღებას ნიშნავს და ის ყოველწლიურად თებერვლის თვეში, დიდმარხვის დაწყებამდე, ყველიერის კვირაში იმართება. კარნავალი ხორცთან გამოთხოვების დღესასწაულია. ყველაზე პომპეზურ სანახაობად, ტრადიციულად, ვენეციის კარნავალი მიიჩნევა, რომელსაც საფუძველი 1094 წელს, დოჟმა ვიტალე ფალიერმა ჩაუყარა, 1296 წელს კი ვენეციის რესპუბლიკის სენატმა ის ოფიციალურ დღესასწაულად ცნო.
ნახეთ ვიდეო 2014 წელი- ვენეციის კარნავალი :

კარნავალის მთავარი ატრიბუტი სადღესასწაულო კოსტიუმები და, ბუნებრივია, ვენეციის სავიზიტო ბარათებად ქცეული ნიღბებია. ვენეციაში ნიღბებით სიარული არა მხოლოდ საკარნავალო დღეებში, არამედ თითქმის ყველა გამორჩეულ დღესასწაულზე იყო შესაძლებელი. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან კი შენიღბული სახით მისვლა ქალაქის მრავალრიცხოვან თეატრებშიც გახდა დასაშვები. ნიღბის გამოყენება მხოლოდ დასაოჯახებელ ქალწულებს ეკრძალებოდათ.
ყველაზე ცნობილ საკარნავალო კოსტიუმს „ბაუტა“ ეწოდება. ეს არის ულამაზესი სანახაობა, რომელსაც სანახავად უამრავი ტურისტი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

2. d44e93db9c70
2. ფესტივალი ”Mardi Gras“ – ახალი ორლეანი
2014 წლის მარტის თვეში ახალ ორლეანში (New Orleans) ჩატარდა დღესასწაული Mardi gras–ი. ნიუ-ორლეანური დღესასაული რომელსაც ,,სქელი სამშაბათი” ქვია, ყოველ წელიწადს კათოლიკური დიდი მარხვის დაწყების წინ იმართება.
ნახეთ ვიდეო:

,,მარდი გრას” კოსტიუმირებული კარნავალია, რომელსაც ნიუ ორლეანის გარდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღნიშნავენ და რომელიც 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ,,მარდი გრა”-ს კარნავალში მონაწილეობის მსურველთათვის აუცილებელი პირობაა ნიღბები და კოსტიუმები.
3. 1a1d942c4881
3. მუსიკალური ფესტივალი „Coachella“
კალიფორნიის ქალაქ ინდიოში (Indio) ჩატარდა მუსიკალური ფესტივალი „Coachella“ , რომელიც ყოველი წლის აპრილში იმართება . მუსიკალური ფესტივალი ყოველწლიურად სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრსა (როკი, ინდი, ჰიპ–ჰოპი და ელექტრონული მუსიკა) და უამრავ მსოფლიო მასშტაბის პოპულარობის შემსრულებელს უყრის თავს.

წელს ფესტივალს კინოს, მოდისა თუ შოუ ბიზნესის სხვა უამრავი წარმომადგენლი ესწრებოდა. ფესტივალის ლაინ–აფი კი ისეთ ჯგუფებსა და დიჯეებს აერთიანებდა, როგორებიცაა: Sigur Ros, Red Hot Chilly Peppers, New Order, Franz Fedrinand, Blur , Modest Mouse, Infected Mushrooms, Postal Service, Moby, ბენი ბენასი, ბუკა შეიდი, ნიკ კეივი და სხვ. მთელი კვირის განმავლობაში, კალიფორნიის ქალაქ ინდიოს მაცხოვრებლებსა და სტუმრებს ლამაზ ფეხებზე თვალისმომჭერელი მოკლე შორტები და ფერადი ტუნიკი ეცვათ.
გიგანტური ფესტივალი, რომელიც კალიფორნიის ერთ–ერთ უდაბნოში ყოველწლიურად ტარდება, 19–21 აპრილს დასრულდა.
“კოაჩელას” ფესტივალი ეს ის ადგილია, რომელიც რუტინულად გშლის ჭკუიდან, როგორც წესი, გადასარევი შესრულებებით” – წერს ფესტივალზე MTV.

4. 676d4a0cf932
4. წყლის „Songkran Water“ ფესტივალი .
წყლ;ის ფესტივალი ტარდება ქალაქ ჩიანგ მაიში, ტაილანდი.
ეს წყლის ბძოლა – წყლის პისტოლეტებით, ბურთებითა და წყლით სავსე ბოთლებით გელით თქვენ ტაილანდში რათა მონაწილეობა მიიღოთ სველ და ველურ თავგადასავალში.

5. 9c053f7064c7
5. ტალახის ფესტივალი – (Boryeong Mud Festival), პორიონში, სამხრეთ კორეა.
კორეა საერთოდ განთქმულია ფესტივალევით, მაგრამ ტალახის ფესტივალი ყველაზე ცნობილი ფესტივალია, რომელიც პირველად ჩატარდა 1998 წელს. სამხრეთ კორეის ქალაქ პორიონში ჩატარდა ტრადიციული ზღვის ტალახის ფესტივალი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ცნობილია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 2 მილიონზე მეტმა კაცმა. პორიონის ტალახი ყვითელი ზღვის ნაპირებიდან მდიდარია მინერალური ნივთიერებებით და განსაკუთრებულად სასარგებლოა კანისათვის. ამ მიზეზით ფესტივალზე ჩამოდის ათეულ ათასობით უცხოელი – თან სასარგებლოა, თანაც – ერთობიან.
ამ პოსტში გაჩვენებთ ტალახის ფესტივალის ვიდეოს, რომელიც ჩატარდა 2013 წელს
ნახეთ:

ეს ფესტივალი ტარდება ცნობილი პპლაჟის „Daecheon Beach“ მიმდბარე ტერიტორიაზე, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ტალახში კოლექტიური ბანაობა, და შემდეგ ჩახტეთ ოკეანეში და მოიშოროთ ტალახი. 2014 წელს ტალახის ფესტივალი ჩატარდება 18 ივლისიდნ -27 ივლისის ჩათვლით.
6. 0e95a6d87eb3
6. ჰოლი (Holi) – სიყვარულის, ფერებისა და გაზაფხულის ფესტივალია ინდოეთსა, შრი-ლანკასა და ნეპალში. ჰოლი მთელ მსოფლიოში აღინიშნება, თანაც არანაკლებ მასშტაბურად ვიდრე მის სამშობლოში. თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები ფერად საღებავს აყრიან ერთმანეთს, ასხამენ შეღებილ წყალს. ფესტივალი აღინიშება ზამთრის დასასრულსა და გაზაფხულის დასაწყისში…
ვინაიდან ეს არის საერთო სახალხო დღესასწაული, მასში მთელი ინდოეთი იღებს მონაწილეობას. ეს ფესტივალი ორ დღეს გრძელდება. აღნიშნავენ გაზაფხულის, ფერების, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღეს. თუ კი პირველ დღეს ბოროტი ჰოლიკას ფიტულს წვავენ, დღესასწაულის მეორე დღეს ისინი სეირნობენ, ფერად ფხვნილს აყრიან ერთმანეთს, უღებავენ ტანს ნაირფერი წყლით და მხიარულობენ. ამასთანავე რაც მეტად არის “მოთხუპნული” ადამიანი, ესე იგი მას უფრო მეტმა ადამიანმა უსურვა ბედნიერება.

7. 504d0785d098
7. თოვლის და ყინულის ფესტივალი (Snow & Ice Festival) – ჰარბაინში, ჩინეთი.
თოვლის და ყინულის ფესტივალი ჰარბინში – ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი თოვლის და ყინულის (Snow & Ice Festival) ფესტივალი, რომელიც ტარდება 5 იანვრიდან – 5 თებერვლამდე.
აქ თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ ყინულის სხვადასხვა ფიგურებს, რომელთა სიმაღლე აღწევს დაახლოებით 7 მეტრს. ასევე შეგიძლიათ ნახოთ შენობები, რომლებიც აშენებულია ყინულის უზარმაზარი ბლოკებისაგან.

8. 3b1c472941cf
8. ცეცხლის ფესტივალი „ Up Helly Aa Fire“ – ლერვიკი, შოტლანდია.
ეს ყველაზე დიდი „ცეცხლის“ ფესტივალია ევროპაში, სადაც წვავენ სრულმასშტაბიან ვიკინგების გემს…

9. 57431dbc0d3b
9. ფარნების ფესტივალი (Lantern Festival) -ტაივანი.
ფარნების ფესტივალი ტარდება პინგკსი (Pingksi), 23 თებერვლიდან.
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ ნათდება ცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფარნების ფესტივალის დროს. შთამბეჭდავი სანახაობაა !

10. c63f2d6e3a5b
10. კარნავალი რიო დე ჟანეიროში, ბრაზილია – Rio de Janeiro
სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი — მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფესტივალია, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ქუჩებში იმართება და ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი მონაწილეობს. ეს კარნავალი ყველაზე დიდი კარნავალია მსოფლიო მასშტაბით. პირველი ფესტივალი 1723 წლით თარიღდება.
ნახეთ ვიდეო:

ჩვეულებრივ რიოს კარნავალი შედგება მოცეკვავეებისგან, მოსიარულე ნავებისგან, ასევე მრავალფეროვნად და სახალისოდ ჩაცმული ხალხისგან, რომელიც რიოს ადგილობრივი სამბას სკოლებიდან არიან წარდგენილი.
რიოს კარნავალზე დასასწრები vip ბილეთის ღირებულება საშუალოდ 1500 დოლარს შეადგენს. ღირებულებაში შედის კვება, დაცვა, საკარნავალო ფორმა და ა.შ.
11. 229631d7c324

11. იოგას ფესტივალი „Wanderlust „ – ოაჰუს კუნძული, ჰავაი -აშშ.
როდის: 27 თებერვლიდან – 2 მარტამდე (2014 წლისათვის)
სად ტარდება: ოაჰუს კუნძულზე, ქალაქ ოაჰუ-ში.
ამ ფესტივალზე დასწრებით , თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა გაათვითცნობიეროთ იოგების ცხოვრების წესი და იპოვოთ თქვენი სულის ჰარმონია ჰავაის პლაჟებზე დასვენების დროს…
12. 3e0522d8947b
12. შეჯიბრება თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვაჟთა შორის – Kirpinare, თურქეთი.
ჭთამბეჭდავი სანახაობაა; თურქეთის ქალაქ ედირნაში (Edirne) ძლიერი მამაკაცები ებრძვიან ერთმანეთს, რომლებიც დამაზულები ერიან მთლიანად ზეთით.

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button