გართობაუცნაური

ტიტანიკის ტრაგედიის დეტალები

fe1fcdcf65a7

ტიტანიკი ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერი იყო, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ზომით სხვა დანარჩენ სამგზავრო გემზე დიდი იყო. 1912 წელს, ტიტანიკი გაშვებიდან 4 დღეში შაიძირა. ეს მოხდა 14 აპრილს, ღამით ტიტანიკი აისბერგთან შეჯახებამ 2 საათსა და 40 წუთში დაღუპა. 2223 მგზავრიდან 1517 დაიღუპა.

fe1fcdcf65a7

გასვლიდან მე-4 დღის დილას ტიტანიკმა მიიღო გაფრთხილება აისბერგების შესახებ. ნაშუადღევს ტიტანიკს მიუვიდა კიდევ ერთი ცნობა აისბერგების ველის შესახებ. ყველა რადიოგრამა კაპიტანმა სმიტმა ისმეის(გემის ერთ-ერთი მეპატრონე) გადასცა. სმიტმა ოდნავ კურსი შუცვალა ტიტანიკის, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, გემის სიჩქარე შემცირების ნაცვლად გაზარდა. საეჭვოდ ისმეიმ, ამასთან დაკავშირებით, არაფერი მოიქმედა. ტიტანიკთან ყველაზე ახლოს გემი “კალიფორნიანი” იმყოფებოდა, რომელსაც გამოცდილი კაპიტანი ლორდი მართავდა. საღამოს რვის ნახევარზე კალიფორნიანმა ტიტანიკს სამჯერ გაუგზავნა შეტყობინება აისბერგის თაობაზე, რომელიც ტიტანიკისგან 80 კილომეტრით იყო დაშორებული. თითქოს ყველაფერი ტიტანიკის წინააღმდეგ მოქმედებდა, კალიფორნიანის ოფიცერს დაავიწყდა გაფრთიხილებაზე საჭირო ნიშნის დასმა, რაც იმას ნიშნავს რომ გაფრთხილება უშუალოდ კაპიტანს ეხება. 10 საათსა და 55 წუთზე კალიფორნიანმა კურსი შეცვალა აისბერგების 125 კილომეტრიანი ველის გამო და ტიტანიკის კაპიტანს კიდევ ერთხელ აცნობა აისბერგების შესახებ, რაზეც ტიტანიკის რადისტმა უპასუხა: ” შეწყვიტე! გაჩუმდი! სიგნალს ნუ მიხშობ! კეიპ-რეისის მონაკვეთზე მხოლოდ მე ვმუშაობ!”

e17434acd7fe

ამ გაფრთხილებიდან რამდენიმე წუთში ტიტანიკმა 40კმ/სთ-ით იწყო სვლა, რაც იმ დროისთვის მაქსიმალურ სიჩქარე იყო. წარმოიდგინეთ 125 კილომეტრიანი ყინულოვანი კლდის ველი და ტიტანიკი, რომელიც თავისი მაქსიმალური სიჩქარით მიემართება მისკენ. 12-ის ნახევარზე ტიტანიკის ორმა ოფიცერმა შენიშნა ნისლი, ხოლო 12 საათსა და 40 წუთზე გარკვევით გამოჩნდა უზარმაზარი აისბერგი, რომლისთვისაც გვერდის ავლა ასეთი სიჩარით მიმავალი ტიტანიკისთვის შეუძლებელი იყო. ერთ-ერთმა ოფიცერმა, მუდიმ გემის გაჩერების ბრძანება გასცა, რათა შემდეგ ტიტანიკი უკუსვლით არიდებოდა აისბერგს. ასეც მოხდა, მაგრამ გემზე მყოფებს არ გაუთვალისწინებიათ აისბერგის წყალქვეშა მოცულობა. კიდევ ერთი საბედისწერო დამთხვევა აისბერგი ახალი ამოტრიალებული იყო და ოფიცრებს არა მხოლოდ გაუჭირდათ მისი ჯერ კიდევ სველი ზედაპირის დანახვა, არამედ მისი რეალური ზომაც ვერ განსაზღვრეს. ტიტანიკს მარჯვენა მხრიდან წყალქვეშ დაეჯახა აისბერგი და 11 საათსა და 55 წუთზე უკვე ტიტანიკის სამანქანე ნაწილი წყლით იყო დაფარული. კაპიტანი სმიტი მაშინვე მიხვდა, რომ ტიტანიკის ჩაძირვა გარდაუვალი იყო. ტიტანიკს ჰქონდა ორმაგი ძირი და 8 იზოლირებული სეგმენტი. ტიტანიკის გადარჩენა მოხერხდებოდა აისბერგს, 8 სეგმენტიდან 4 რომ დაეზიანებინა, მაგრამ საუბედუროდ დაზიანდა 5.

6d6ddd0ea41b

ტიტანიკი თანდათანობით წყლით იფარებოდა. განსაკუთრებით დატბორილი იყო გემის მარცხენა მხარე და ამიტომ ხალხმა მარჯვნივ გადაიწია. მარჯვნივ შეგროვილი გადარჩენილი ადამიანები ირწმუნებოდნენ, რომ ყველამ ნათად დაინახა ტიტანიკის გვერდით მოძრავი გემი, რომელსაც შუქები ჩამქვრალი ჰქონდა და თითქოს მშვიდად ადევნებდა ტიტანიკის ტრაგედიას თვალს. ასე გაგრძედა რამდენიმე წუთს და შემდეგ გემი მოუოდნელად სიბნელეში გაუჩინარდა.

3ce11a79cbec

საინტერესო ის არის, რომ მაშინ როდესაც ოფიცრები უცხადებნენ ხალხს, რომ გემი ფსკერისკენ მიიწევდა და გადარჩენის შანსი 0-ის ტოლი იყო, გემბანზე არ ჩერდებოდნენ მუსიკოსები და ტირილით უკრავდნენ საყვარელ სიმღერებს. მამა თომას ლოცვას ისმენდა ერთმანეთზე მიკრული ასობით ადამიანი და სიკვდილს შიშით ელოდა. ტიტანიკი ჩაიძირა. გემზე ნავების არასაკმარისი რაოდენობის გამო, მგზავრების ნახევარზე მეტი ცივ ოკეანეში გაიყინა. ეს იყო უდიდესი საზღვაო და არამხოლოდ საზღვაო ტრაგედია.

3e1d83a83c10

გადარჩენილი მგზავრები შინ დაბრუნდნენ და დაიწყო ძალიან საინტერესო გამოძიება. ამბობდნენ, რომ ტიტანიკის ჩაძირვა დაგეგმილი იყო და სწორედ ამიტომ 45მა გავლენიანმა პირმა გამგზავრების დღეს უარი თქვა ტიტანიკით მგზავრობაზე. სწორედ ამიტომ დაიწყო ხელახალი რემონტი ისედაც გარებმონტებულ გემზე რამდენიმე დღით ადრე და ასე შემდეგ.
რატომ მოუმატა სიჩქარეს კაპიტანმა სმიტმა???

მას სურდა ახალი რეკორდის დამყარება სამგზავრო გემის მიერ განვითარებულ სისწრაფეში, რასაც საბოოოდ 1517 ადამიანი ემსხვერპლა.

e8c654a14661

იყო, თუ არა, კალიფორნიანი გემი, რომელიც ტიტანიკის გვერდით იდგა და შემდეგ გაუჩინარდა??? სურდა თუ არა, კაპიტან ლორდს ტიტანიკის ჩაძირვა?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ძალიან დაძაბული არაერთი დაკითხვა ჩატარდა: 13 აპრილს კალიფორნიანს გარს აისბერგთა ველი შემოერტყა და კაპიტანმა ლორდმა გემის სვლა მთელი ღამით შეაჩერა. 19:30 წუთზე კალიფორნიანის ერთ-ერთმა ახალგაზრდა ოფიცერმა ევანსმა ტიტანიკს 3 ჯერ გაუგზავნა შეტყობინება აისბერგთა ველის თაობაზე. კაპიტანმა ლორდმა ევანსს ტიტანიკთან გააგზავნინა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ კალიფორნიანი მთელი ღამით დრეიფში წვებოდა. ევანსმა შეასრულა ბრძანება და დაიძინა. მან დაიძინა ზუსტან 12 საათზე და 15 წუთის შემდეგ მოვიდა სიგნალი ტიტანიკისგან, რომელიც დახმარებას ითხოვდა. ეს სიგნალი ევანსს რათქმაუნდა არ გაუგია. ჯერ კიდევ 23 საათზე კაპიტან ლორდს შეუნიშნავს დიდი გემის სანათები, რომელსაც კურსი ჩრდილოეთით ჰქონდა. ლორდმა ეს გემი სატვირთოდ მიიჩნია და ყოველი შემთხვევისთვის ოფიცერს დაავალა თვალყური ედევნებინა მისთვის. ეს მსახური, სახელად გრუვზი ევანსთან მივიდა და ჰკითხა რაიმე სიგნალი თუ მოდიოდა. ევანსმა უთხრა, რომ სიგნალი არ ჰქონდა მიღებული. გრუვზმა მაინც გადაამოწმა და მიმღები ჩართო, რომელიც საბედისწეროდ გაფუჭდა. ამ დროს ტიტანიკი ბოლო წუთებს ითვლიდა.
კალიფორნიანის ერთ-ერთმა ოფიცერმა 500$-ად გაჰყიდა ინფორმაცია, თითქოს ლაპიტანმა ლორდმა დაინახა გემი, რომელიც იძირებოდა და არაფერი მოიმოქმედა. კაპიტან სტენლი ლორდმა დაკითხვისას განაცხადა, რომ გემი, რომელსაც ის ხედავდა იყო განათებული მას შემდეგ რაც ტიტანიკი ჩაიძირა. რათქმაუნდა მას არც უფიქრია, რომ გემს რაიმე სჭირდა, რადგან ერთადერთი სხივი, რომელიც გემმა გაუშვა თეთრი იყო და თან საკმაოდ ბუნდოვანი, რომელიც საგანგაშო არ არის(ტიტანიკზე მხოლოდ თეთრი ფერის სასიგნალო რაკეტები აღმოჩნდა). მას არავინ დაუჯერა და კაპიტანი ლორდი დამნაშავედ სცნეს. მას სამარცხვინო იარლიყი ჩამოჰკიდეს და მთელი ცხოვრება სირცხვილში გაატარებინეს. მალე ყოფილი კაპიტანი დარდისგან გარდაიცვალა.

38e02e799d9e

“პროფესიონალ” გამომძიებელს გამორჩათ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: როგორ იქნებოდა კალიფორნიელი ტიტანიკის გვერდით მიმავალი, მაშინ როდესაც ის 22:20 წუთიდან 05:15 წუთამდე აისბერგების ველით იყო გარშემორტყმული და დრეიფში იწვა???

ლორდის სიკვდილის შემდეგ რამდენიმე თვეში ნაპოვნი იქნა ერთ-ერთი გემის, “სამსონის” კაპიტნის თანაშემწის დღიური, სადაც ის წერდა, რომ ტიტანიკის ტრაგედიის დღეს სამსონი ზღვის ლომებზე ბრაკონიერობდა და ნადირობიდან დაბრუნებული შეეჩეხა ტიტანიკს, რომელიც იძირებოდა. ტიტანიკის მიერ თეთრი გაშვებული რაკეტები, რომ დაინახა სამსონის კაპიტანმა იფიქრა საპატრულო გემიაო და შუქჩამქვრალი გაერიდა იქაურობას.
წარმოიდგინეთ, სამსონი აღმოჩნდა ტიტანკსა და კალიფორნიანს შორის. ანუ კაპიტანი ლორდი ხედავდა სამსონს და სამსონის უკან ტიტანიკიდან გაშვებულ ბუნდვან თეთრ სხივებს. ტიტანიკის ჩაძირვის შემდეგ სამსონმა შუქები აანთო და სწორედ ამიტომ იყო ის გემი განათებული, რომელიც კალიფორნიანიდან ჩანდა.
გამოცდილი კაპიტანი ლორდი, რომელიც სწორედ თავისი მამაცობით იყო ცნობილი და არაერთი გემი ჰყავდა გადარჩენილი, უსამართლოდ შეეწირა ამ ტრაგედიას.

f7c8bfeb7800

გთავაზობთ ტიტანიკის ტრაგედიაზე გადაღებული ფილმის თრეილერს:

ტიტანიკის აგებამდე ერთ-ერთმა მწერალმა კაცმა დაწერა რომანი გემ “ტიტანის” აისბერგთან დაჯახებასა და ჩაძირვაზე. ნაწარმოები მას დაუწუნეს და არ დაბეჭდეს. უცნაურია, მაგრამ ეს რომანი თითქმის ზუსტად აღწერს ტიტანიკის ტრაგედიას. ამ მწერალმა ტიტანიკის ტრაგედიის ამბავის გაგების შემდეგ წერაზე ხელი აიღო.

53f4af0032f4

ტიტანიკის ჩაძირვიდან რამდენიმე წლის შემდეგ გაიგზავნა სიგნალი ტიტანიკის მოსალოდნელ დაღუპვაზე. რადისტი, ტომელმაც მიიღო სიგნალი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნეს სამკურნაოდ. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ მოვიდა სიგნალი ტიტანიკის ჩაძირვის ადგილიდან. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ბოლოს ამ ფაქტზე სერიოზულად დაფიქრდნენ. თარიღებს დააკვირდნენ და აღმოჩინეს, რომ სიგნალი მეორდებოდა ყოველ 6 წელიწადში ერთხელ. გაგზავნეს გემები ჩაძირულ ტიტანიკთან და მოსალოდნელ დროს მართლაც მოვიდა სიგნალი იმ ადგილიდან სადაც საგამოძიებო გემები იდგა. რათქმაუნდა უკვე ჩაძირული ტიტანიკის თავზე არანაირი გემი არ იძირებოდა. ხალხი საგონებელში ჩავარდა. ეს იყო ნამდვილი სასწაული. ადგილიდან, სადაც სულიერი არ იმყოფებოდა იგზავნებოდა სიგნალი, რომელიც შველას ითხოვდა ტიტანიკის გადასარჩენად. ეს ფაქტი დღემდე აუხსნელია. სიგნალის მიწოდება უკვე რამდენიმე წელია შეწყდა.

 

 

წყარო : http://www.angel.ge

lukikovani

me davibade 2001-wels

მსგავსი ამბები

Back to top button