ახალი ამბებიგამოგონებაუცნაური

Google I/O: წარმოდგენილია „ჭკვიანი“ სათვალეები


Google-ის ერთერთმა დამაარსებელმა, სერგეი ბრინმა, Google I/O-ს კონფერენციაზე სან-ფრანცისკოში (კალიფორნია, აშშ) ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს Project Glass-ის პროექტი — უფრო სწორად, სატარებელი კომპიუტერის შექმნის შესახებ. შეგახსენებთ, რომ Google ამზადებს კომპიუტერ-სათვალეებს: კომპანიის ჩანაფიქრით, მოწყობილობა შეძლებს სხვადასხვა ინფორმაციის (მაგალითად, ნავიგაციური ინსტრუქციების ან ამინდის პირობების შესახებ) ჩვენებას და ამასთანავე გარშემო სივრცის დანახვას. თეორიულად გაჯეტის მეშვეობით მომხმარებლები შეძლებენ ხმოვანი ბრძანებების განხორციელებას, ვიდეოსიანსების ჩატარებას, სხვადასხვა შეტყობინებების მიღებას, მუსიკის მოსმენას და ა.შ.

სათვალეების ახლანდელ ვერსიას აქვს უკაბელი კავშირის მიკროჩიპი, კამერა, გამჭვირვალე ინფორმაციული დისპლეები, მართვის სენსორული პანელი და ღილაკები ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის. მოწყობილობა ზომით უტოლდება ჩვეულებრივ მზისგან დამცავ სათვალეებს. გაჯეტის დემონსტრირებისთვის Google-მა მოიწვია რამოდენიმე პარაშუტისტი, რომლებიც სათვალეების გააქტიურებული კამერით გადმოხტნენ შენობის სახურავიდან სადაც მიმდინარეობდა Google I/O-ს კონფერენცია და რომლის სიმაღლეც არის 2 100 მეტრი. ამავდროულად ღონისძიების მონაწილეებს შეეძლოთ გადმოხტომის პროცესის ყურება პარაშუტისტების თვალებით.

გენერალური დირექტორის სერგეი ბრინის სიტყვებით, სათვალეების ვერსია დეველოპერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება 2013 წელს 1 500 დოლარად. ამის შემდეგ იგეგმება სამომხმარებლო მოდელის გამოშვება: ის გაყიდვაში გამოვა ერთ წლის მოგვიანებით დეველოპერებისთვის განკუთვნილი ვარიანტის შემდეგ და ეღირება უფრო იაფი.

სოციალურ ქსელში განთავსებულია სურათები და ვიდეო, რომელიც გარკვევით ასახავს მოწყობილობის ვიზუალს და შესაძლებლობებს. ერთი შეხედვით, სათვალე ძალიან მიმზიდველად და კომპაქტურად გამოიყურება. როგორც ჩანს, გაჯეტის გამოყენებით მომხმარებელი არა მარტო მოკლე ტექსტური შეტყობინებების წაკითხვას და ამინდის შესახებ ინფორმაციის გარკვევას შეძლებს, არამედ მას ექნება წვდომა ქალაქის რუკებთან, მეგობრების სურათებთან და მათთან გასაუბრებასაც კი შეძლებს.

სიახლის შემქმნელთა ჯგუფში შედიან: ბაბაკ პარვიზი (Babak Parviz), სტივ ლი (Steve Lee) და სებასტიან ტურნი (Sebastian Thurn).

„ჩვენ ეს ინფორმაცია გაგიზიარეთ იმ მიზნით, რომ დავიწყოთ დიალოგი და გავარკვიოთ თქვენი აზრი, რომელიც ჩვენთვის უძვირფასესია“,— აცხადებენ მწაროებლები, Google+–ის გვერდზე.

 

წყარო : http://go.ge

მსგავსი ამბები

Close
Close