არქივი

იტალიის „ჩუმი მკვლელი“

39bad2778b4cb7c96cfb22bd

ვეზუვი („კვამლიანი მთა“) მოქმედი ვულკანია იტალიის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ნეაპოლიდან 15 კილომეტრში. მდებარეობს ნეაპოლის ყურის სანაპიროზე, კამპანიის რეგიონის, ნეაპოლის პროვინციაში. მიეკუთვნება აპენინის მთიან სისტემას და გააჩნია სიმაღლე 1281 მეტრი.

39bad2778b4c

b7c96cfb22bd

ვეზუვი იტალიის სამი მოქმედი ვულკანიდან ერთ-ერთია — ვულკანი „ეტნა“ მდებარეობს კუნძულ სიცილიაზე, ხოლო „სტრომბოლი“ კი ლიპარის კუნძულებზე. ვეზუვი ერთადერთი მოქმედი ვულკანია ევროპის კონტინენტურ ნაწილში და ყველაზე სახიფათოდაც ითვლება. არსებობს მისი 80-მდე ამოფრქვევის მონაცემები, რომელთაგან ყველაზე ცნობილი მოხდა 79 წლის 24 აგვისტოს. ამ დღეს ვულკანის უძლიერესი ამოფრქვევისას მთლიანად განადგურდა ქალაქები პომპეი და ჰერკულანუმი. ეს მოვლენა მრავალმა რომაელმა ისტორიკოსმა აღწერა, მათ შორის პლინიუს უმცროსმა. ვეზუვის უკანასკნელი ისტორიული ამოფრქვევა მოხდა 1944 წელს.

1944 წლის ამოფრქვევა
a892124b5578

ვეზუვი მდებარეობს ხმელთაშუაზღვის მოძრავი სარტყლის ფარგლებში, რომელიც განფენილია 15000 კილომეტრის მანძილზე დასავლეთი ევროპიდან – ინდონეზიამდე. ვულკანური კომპლექსი სომა-ვეზუვი მდებარეობს ნეაპოლიდან 15 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით. თანამედროვე გეოფიზიკური კვლევებით ვეზუვის ქვეშ დადგენილია რამდენიმე მაგმური კამერა. ერთ-ერთი მათგანი ზედაპირულია და 3 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს, მეორე უფრო ღრმაა და დაახლოებით 10-15 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს. გეოფიზიკური კვლევებისა და ბურღვის მონაცემებით, ვულკან ვეზუვის ქვეშ კონტინენტური ქერქი აგებულია ტრიასული ასაკის 7 კილომეტრის სისქის დოლომიტების ფენით.

dd902a699e1d

ce9ad49bf2ca

25b3100157ef

ვულკანს გააჩნია სამი კონუსი, რომელთაგან ყველაზე ძველიც გარედან მდებარეობს და ის სემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ფერდობებზე. ეს კონუსი ატარებს მონტე-სომას სახელს (სიმაღლე 1138 მეტრი). მეორე კონუსი (საკუთრივ ვეზუვი) მდებარეობს სომის შიგნით. მწვერვალზე მდებარეობს კრატერი, რომლის ფსკერზეც პერიოდულად ჩნდება მესამე დროებითი კონუსი, რომელიც ყოველი ამოფრქვევის შემდეგ ქრება.

f67c8b85a6bf

ვეზუვის ძირში განლაგებულია სანაპირო ქალაქი ტორე-ანუნციატა. ვულკანის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე 600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს 1842 წელს დაარსებული ვულკანოლოგიური ობსერვატორია.

c32f5688fe7a

როდის იქნება შემდეგი ამოფრქვევა ეგ დანამდვილებით არავინ იცის, მაგრამ ერთი რამ ნათელია – დრო მოახლოებულია და წამზომი ჩართულია!

ლოლუა ირაკლი

მხიარული ადამიანი

მსგავსი ამბები

Back to top button