ზღაპრებიმისტიკაუცნაური

Ed, Edd ‘n’ Eddy — განსაწმენდელი


Ed, Edd ‘n’ Eddy კომპანია Cartoon Network-ის ერთ-ერთი პროდუქციაა 90-იანი წლებიდან. შოუ შექმნილია სამი ბავშვის შესახებ რომლებიც ყოველტვის ფულის შოვნას აფერისტობებით ცდილობენ. ერთი შეხედვით მულტფილმში მოყვანილი ისტორია რეალურად გამოიყურება თუმცა შოუ სულ სხვა რამე ასახავს.

განსაწმენდელი ადგილია სადაც გარდაცვლილი ადამიანები ბოლო გამოცდას გადიან და იქ წყდება წავა ადამიანი ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში. თუმცა განსაწმენდელი მხოლოდ კათოლიკურ ქრისტიანობაში არსებობს.


ყველა ბავშვი რომელიც მულტფილმშია მოყვანილი გარდაცვლილია და ის სამეზობლო სადაც ცხოვრობენ განსაწმენდელია. თითქმის ყველა მოყვანილი პერსონაჟი გარდაცვლილს გავს, მათი კანის ფერი ღიაა ისევე როგორც გარდაცვლილის, და ენაც ყველას უცნაური ფერს აქვს.

ფაქტია რომ მულტფილმში არ არის ზრდასრული ადამიანი, ყველაზე ზრდასრულად შეგვიძლია ჩავთვალოთ ერთადერთ სერიაში მოყვანილი ადამიანი რომელიც ამ სამიდან ერთ ერთის ძმას წარმოადგენს. თუმცა ეს ადამიანი ნაგლია და ბოროტად განზრახული, და მას მხოლოდ მაშინ ნახულობენ როდესაც სამეზობლოს ტოვებენ, ანუ ისინი ჯოჯოხეთს სტუმრობენ.

მულტფილმში მოყვანილი ყველა ბავშვი სხვადასხვა დროს გარდაიცვალა რადგან რეკვიზიტები სხვადასხვა დროიდან არის ამოღებლუი, მაგ. საწერი მანქანა, რომელიც 90 იან წლებში კარგა ხნის ჩანაცვლებული იყო კპმპიუტერით.

არსებობს თეორია რომ მულტფილმში არიან გმირები რომლებიც არც ცოცხლები არიან და არც მკვდრები. დები კანკერები, რომლებიც მულტფილმში ანტიგმირებად გვევლინებიან სინამდვილეში დემონები არიან იქ მყოფი ბავშვების საწამებლად. ისინი არიან ერთადერთი მონაწილეები რომლებსაც ვარდისფერი ენები აქვთ, როგორც ცოცხალ ხალს.

1shkhnel1

............

მსგავსი ამბები

Close
Close