არქივი

იბნ რუშდი – ავეროესი

9cde0d8fedbecc9b79d875ce
ამ პოსტში მოგიყვებით ფილოსოფოსზე, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი ვინც წამოაყენა მოსაზრება ომნიპოტენციის შესახებ.

cc9b79d875ce
ʾAbū l-Walīd Muḥammad bin ʾAḥmad bin Rušd (Arabic: أبو الوليد محمد بن احمد بن رشد‎), ცნობილია როგორც Ibn Rushd (იბნ რუშდი) (Arabic: ابن رشد‎) ლათინიზირებული სახელი Averroës (ავეროესი) (1126 წელი, 14 აპრილი – 10 დეკემბერი, 1198 წელი), ანდალუზიელი არაბი ფილოსოფოსი და ექიმი, ფილოსოფიის, ისლამური კანონის, მათემატიკისა და მედიცინის მაგისტრი, იტაცებდა ყველაფერი გეოგრაფია, პოლიტიკა, ასტრონომია და არაბული მუსიკაც. მისი ფილოსოფიური სკოლა ცნობილია სახელით ავეროიზმი. ავეროსი დაიბადა კორდობაში, დღევანდელ ესპანეთში, გარდაიცვალა მაშინდელ მარაკეშში(დღევანდელი მაროკო), მაგრამ მისი ცხედარი გადაასვენეს კორდობაში თავისი ოჯახის თხოვნით. 13 საუკუნის ფილოსოფია ძირითადათ დაფუძნებულია ავეროსის მოსაზრებებზე, რომელსაც ავეროიზმს უწოდებენ.
8c329c3a5a6e
ავეროსი არისტოტელეს ფილოსოფიის დამცველი იყო, ავეროსის ფილოსოფია საკამათოთ ითვლება მუსლიმურ წრეებში.ამის მიუხედავად მას დიდი გავლენა ჰქონდა დასავლეთ ევროპის ფილოსოფიაში, მეტიც მას აღწერენ როგორც “საერო აზროვნების ფუძემდებელად ევროპაში”.

სახელი ავეროესი შეიძლება შეგხვდეთ როგორც “Averroës”, “Averroès” ან “Averrhoës”.

ერნესტ რენანის თანახმად, ავეროსი იყო ცნობილი როგორც იბინ-როს-დინი, ფილიუს როსადისი, იბნ-რუსიდი, ბენ-რახიდი, იბნ-რუშოდი, დენ-რეშედი, აბენ-რასადი, აბენ-როისი, აბენ რასდი, აბენ რუსტი, ავენროსდი ავენრიზდი, ადვეროისი, ბენროისტი, ავენროითი და ავეროისტა.

2ab06dc45b9f
ავეროსის ოჯახი ცხოვრობდა კორდობაში დაფასებული და პატიოსანი ხალხის სტატუსით სარგებლობდნენ. ბაბუამისი Abu Al-Walid Muhammad (აბუ ალ-ვალიდ მუჰამედი) უფროსი მოსამართლე იყო. მამამისი, Abu Al-Qasim Ahmad (აბუ ალ-ქასიმ აჰმადი), 1146 წლამდე იგივე პოზიციას იკავებდა რასაც ალ-ვალიდი.

ავეროსის განათლების გზა ტრადიციული იყო, იწყებოდა ჰედიტში სხვადასხვა საგნების სწავლით როგორებიცაა: ლინგვისტიკა, იურისპრუდენცია და “სქოლასტიკური თეოლოგია”. ცხოვრების განმავლობაში მან ძირითადათ დაწერა ფილოსოფიაზე და რელიგიაზე, ღმერთზე, სამყაროს წარმოშობაზე, მეტაფიზიკაზე და ფსიქოლოგიაზე. ცნობილია რომ მისი მასწავლებელი ძირითადათ Ibn Bajjah (იბნ ბაჯაჰი) (Avempace) იყო.
66df70e1fe1c
განათლება მედიცინაში მიიღო სევილიაში Abu Jafar ibn Harun(აბუ ჯაფარ იბნ ჰარუნ)-ის დახმარებით. ავეროსმა თავისი კარიერია Ibn Tufail-ის დახმარებით დაიწყო, ის იყო ავტორი ფილოსოფიური ნოველისა Hayy ibn Yaqdhan. იბნ ტუფაილის დახმარებით ის გაეცნო სასამართლოს და პიროვნებას Ibn Zuhr-ს , რომელიც იყო შესანიშნავი მუსლიმი ფიზიკოსი, შემდეგში დიდი როლი ითამაშა ავეროსის განათლებაში და მისი მეგობარი გახდა. იბნ რუშდი მოგვიანებით წერს, რომ დიდი გავლენა მოახდინა იბნ ზურმა, იმაში რომ მას დაეწერა არისტოტელეზე კომენტარები.

f764c262e346

ავეროსმა ასევე შეისწავლა Ibn Bajjah-ის მოსაზრებები და ფილოსოფია, ერთ-ერთი გამოჩენილი მაჰმადიანი ფილოსოფოსი, რომელმაც ასევე დიდი გავლენა მოახდინა ავეროიზმზე.

სამივე ფილოსოფოსი ითვლება საუკეთესო ანდუალიზელ ფილოსოფოსად . ავეროსმა თავისი ცხოვრების შემდეგი 30 წელი მიუძღვნა ფილოსოფიურ ნაშრომებს.

1160 წელს ის გახდა სევილიის Qadi (მოსამართლე) , კარიერის განმავლობაში მუშაობდა სევილიის თითქმის ყველა სასამართლოში, კორდობაში, და მაროკოში . ზოგჯერ Yaqub al-Mansur-ის მეფობის პერიოდში, ავეროსის პოლიტიკური კარიერა წყდებოდა და მუსლიმი იურისტების მკაცრი კრიტიკის წინაშე დგებოდა.

ავეროსის ნაშრომები 20,000 გვერდზე მეტს ითვლის და შეიცავს მრავალ თემას: ადრინდელ ისლამური ფილოსოფიას, “ლოგიკა ისლამურ რელიგიაში”, არაბულ მედიცინას, არაბულ მათემატიკას, არაბულ ასტრონომიას, არაბულ გრამატიკას, ისლამურ თეოლოგიას, და შარიათს (ისლამური კანონი), და ფიქს (ისლამური იურისპრუდენცია). კონკრეტულად, მისი მნიშვნელოვანი ნაშრომები ეხება მაჰმადიანურ ფილოსოფიას, მედიცინას და იურისპრუდენციას. მან დაწერა 67 წიგნი, აქედან 28 ნაშრომი ფილოსოფიას შეეხებოდა, 20 მედიცინას, 8 კანონს, 5 თეოლოგიას, და 4 გრამატიკას.

მან დააკომენტარა არისტოტელეს ბევრი ნაშრომი. ესენი არ ეფუძნება ორიგინალ ნაშრომებს (მან არ იცოდა ბერძნული), ამიტომ არაბული თარგმანით ხელმძღვანელობდა.

კომენტარები იყოფა სამ ნაწილად:
Jami, Talkhis და Tafsir.

იბნ რუშდი 1198 წელს 72 წლის ასაკაში გარდაიცვალა.

Kaveman

The Dude Me
Back to top button